Google+

სიახლეები

08.12.2009
მიხეილ სააკაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვალდას ზატლერსს წმინდა გიორგის ორდენი გადასცა

პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვალდას ზატლერსისა და მისი მეუღლის ლილიტა ზატლერეს პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა.

"მეგობრობა გაჭირვების ჟამს გამონდება, ქართველებმა ეს კარგად ვიცით. 1992-93 წლებში, როცა საქართველოში მძვინვარებდა ომი, თბილისი ჩაბნელებული იყო და ბევრი ქართველი გარბოდა საქართველოდან, მაშინ უკვე ცნობილი და პოპულარული ექიმი ვალდას ზატლერსი ჩამოვიდა საქართველოში, რათა ემკურნალა ჩვენი პაციენტებისათვის. შემდეგ როცა საქართველოს ძალიან გაუჭირდა ომის დროს ხელახლა, მთელი ლატვია და ლატვიის პრეზიდენტი იდგა ჩვენს გვერდით.

მინდა დიდი მადლობა გითხრათ ექიმო იმისათვის, რომ გაიზიარეთ თითოეული ჩვენი პაციენტის გაჭირვება, მოუშუშეთ ჭრილობა, როგორც ექიმმა.

მადლობა მინდა გითხრათ ქართველი ხალხის სახელით იმისათვის, რომ საქართველოს დაუდექით გვერდზე მაშინ, როდესაც საქართველოს როგორც ერს მიაყენეს უმძიმესი ტრამვა, რომლიდანაც, როგორც წესი ფეხზე ვეღარ დგებიან. საქართველოში თქვენ დააყენეთ თქვენი პაციენტები ფეხზე 90-იან წლებში. დღეს თქვენ ნახეთ, მიუხედავად იმ უმძიმესი ტრამვისა, საქართველო მტრის ჯინაზე ბოლო ხანებში მაინც დადგა ფეხზე.

მსურს ქართველი ხალხის სახელით მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის ორდენი გადმოგცეთ"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)