Google+

სიახლეები

30.01.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონმა გუშინდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს, რეგიონისა და რუსეთის პოლიტიკის მიმართ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შეთანხმდება რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიების ანკლავების მხარდაჭერის საკითხში.

"უფრო მეტიც", - აღნიშნა მან, - "შეერთებული შტატები ტერიტორიების გავლენის სფეროებად დაყოფის წინააღმდეგია. ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრისას, სახელმწიფო მდივანი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესები რადიკალურად განსხვავდება. ამის მაგალითად კი, კლინტონმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანკლავების მხარდაჭერა დაასახელა, რაც ვაშინგტონისათვის მიუღებლად რჩება."

"ჩვენ ბევრჯერ მოვუწოდეთ რუსეთს, რომ შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში აღებული ვალდებულებები და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ევროპაში იყოს გავლენის სფეროები, სადაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის მომავლის განსაზღვრა შეუძლია",- სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა სახელმწიფო მდივანმა უსაფრთხეობის საკითხებზე საუბრისას.

პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების ასეთ მკაფიო და უცველელ პოზიციასა და მხარდაჭერას, რადგან სწორედ ასეთი მტკიცე პოლიტიკის გამო, ამერიკა რუსეთს უფლებას არ მისცემს რეგიონი გავლენის სფეროებად დაყოს.

"სწორედ ასეთი პოლიტიკა და საქმისადმი მსგავსი მიდგომა არ მისცემს კრემლს საშუალებას, დააკანონოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული 20 პროცენტი და ეთნოწმენდის შედეგად 500 ათასი ქართველის დევნილობა", - თქვა პრესსპიკერმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)