Google+

სიახლეები

19.02.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილი წარადგინა

მინდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილის კანდიდატურა წარმოგიდგინოთ.

ეს კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარესთან და იურიდიულ კომიტეტთან გამართული კონსულტაციების შედეგად შევარჩიეთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, რჩევა ბატონ კოტე კემულარიასაც ვთხოვეთ.

ჩვენს მიერ კადრების შერჩევის პრინციპი სამი სიტყვით გამოიხატება: პატრიოტიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება.

კოტე კუბლაშვილი სამივე კრიტერიუმს იდეალურად შეესაბამება.

იგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებათა დოქტორია, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ფედერალიზმის საკითხებზე, 27 წლის ასაკში გერმანიაში დაიცვა.

იგი პოლიტიკურად ანგაჟირებული არასოდეს ყოფილა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ იმ პირობებში, როდესაც ხალხი სხვადასხვა სტრუქტურებში (პოლიციაში, პროკურატურაში, სახელმწიფო აპარატში) მიმდინარე რეფორმებით კმაყოფილია - ჩვენ, ძირითადად, კორუფციისაგან უკლებლივ ყველა რგოლის გაწმენდა მოვახერხეთ, დაგვრჩა ერთი ყველაზე სუსტი ადგილი, რომელზეც საჩივრები ყველაზე მეტი რაოდენობით მოდის.

ეს არის საქართველოს სასამართლო.

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას.

მე დავსჯი ყველას, ვინც ამ ორგანოს საქმიანობაში უკანონოდ ჩაერევა, მაგრამ ყველა მოსამართლეს უნდა ახსოვდეს, რომ მოსამართლე არ არის კანონი.

საქართველოში კანონი უნდა კანონობდეს და არა მოსამართლე.

სამართლიანობა ფულზე არ უნდა იყიდებოდეს და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს ასე იყოს.

ხელისუფლების სხვა შტოებისგან სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელი იქნება, მაგრამ ბოლომდე დამოკიდებული იქნება კანონზე.

ბატონი კოტეს კანდიდატურას პარლამენტში მომავალ კვირას წარვადგენთ და ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ორგანო მას ამ თანამდებობაზე დამტკიცდებს კიდეც.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)