Google+

სიახლეები

25.02.2010
მიხელ სააკაშვილმა კოჯორში იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა კოჯორში იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქართველ გმირებს. პრეზიდენტის თქმით, იმ ადგილზე, სადაც იუნკრების მემორიალია, შეიარაღებული ქართველი ახალგაზრდები იდგნენ, რომლებმაც ქვეყანას თავი შესწირეს. მიხელ სააკაშვილის განცხადებით, რომ არა ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე, საქართველო დღეს ისეთი განვითარებული და წარმატებული ქვეყანა იქნებოდა, როგორიც ფინეთი და ჰოლანდიაა.

"საქართველო არასოდეს დაიჩოქებს. მეცოდება ის ხალხი, ვინც ლაპარაკობდა, ამ მთავრობამ ღირსება წაგვართვაო. იმაზე დიდი უღირსობა რა არის, როდესაც საკუთარი ქვეყნის მტერს მუხლებში უვარდები. აფხაზეთი ოკუპირებულია, 500 000 ადამიანი გამოყრილია. ოკუპანტთან თანამშრომლობა სირცხვილად ითვლებოდა საფრანგეთშიც და საერთოდ ევროპაში. ის, ვინც ოკუპანტს ეთანამშრომლება, ღირსება არ შეიძლება გააჩნდეს. კოლაბორაციონისტები თავისუფალ საქართველოს ჩრდილს ვერ მიაყენებენ. ვისაც ჰგონია, რომ საქართველო მუხლებზე დადგომას ისევ ისწავლის, ცდება. საქართველო იქნება თავისუფალი. ბევრი გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ. საქართველომ გაძლო უფრო დიდხანს, ვიდრე იმ დამპყრობლებმა, ვინც ჩვენს ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში იპყრობდნენ ხოლმე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)