Google+

სიახლეები

16.03.2010
საქარველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გარი კასპაროვი მიიღო

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ცნობილი მოჭადრაკე და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გარი კასპაროვი მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმართან საუბრისას აღნიშნა, რომ მის ყველა სტატიას კითხულობს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იმას, რასაც გარი კასპაროვი და მისი მხარდამჭერები აკეთებენ, სამოქალაქო გმირობის ტოლფასია.

"მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება თქვანი ვაჟკაცობისა და სამოქალაქო სიმამაცის გამო, რომელსაც მე გმირობას დავარქმევდი. ადამიანი შეიძლება იყოს მამაციც და ინტელექტუალურადაც აზროვნებდეს. მე დიდი ინტერესით ვკითხულობ თქვენს ყველა სტატიას. მოჭადრაკის აზროვნებიდან საერთო-პოლიტიკურ აზროვნებაზე ასე გადასვლას მხოლოდ თქვენ შეძლებდით. რასაც ახლა აკეთებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანების ცხოვრებას რეალურად ცვლის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კასპაროვის შეფასებით კი, პოლიტიკაში შედეგის მიღწევის გზა საჭადრაკო დაფისგან განსხვავებით ნათელი და კონკრეტული არ არის. "თუმცა, თქვენ მართალი ხართ, შედეგი ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ვარ პოლიტიკაში", - განაცხადა გარი კასპაროვმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)