Google+

სიახლეები

23.02.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით!

დღეს ჩვენთან ერთად წარმოდგენილი არიან რეგიონალური ტელევიზიების, გაზეთების, ცენტრალური არხების და საქართველოში აკრედიტებული ჟურნალისტები.

ჩვენ მუშაობის საინტერესო ეტაპზე ვართ.

ორი დღის უკან, რამოდენიმე სახელმწიფო უწყება შევამოწმეთ, მსგავსი მეთოდების გამოყენება კიდევ დიდხანს დაგვჭირდება.

ჩვენ რეფორმების სრულიად სხვა ეტაპზე გადავდივართ.

პირველი ეპატი სახელმწიფო აპარატის სტაბილიზაცია იყო.

მეორე ეტაპი - კორუფციის ინსტიტუციონალური აღმოფხვრა. საქართველოში, ბევრი სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ინსტიტუციონალური კორუფცია აღარ არსებობს, ქრთამის გამოძალვის ფაქტები წითელ წიგნში შესატანი გახდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ, ვინაიდან ყოველთვიურად დაჭერილი თანამდებობის პირთა რიცხვი შთამბეჭდავია.

ძირითადად, ჩვენ კორუფციული სისტემა მოვშალეთ და დავანგრიეთ.

რატომ გახდა საჭირო საბაჟოზე განხორციელებული ცვლილება?

ერთი წლის წინ - ანთელიძეს, რომელიც ქრთამებს არ იღებდა, რაც არაერთხელ გადავამოწმეთ, შენიშვნა მივეცით, სისტემის აწყობა, მოწესრიგება და მდგომარეობის გამოსწორება მოვთხოვეთ.

იგი წესიერი ადამიანია, წესიერება კი, სახელმწიფო მოხელის ერთადერთი თვისება არ არის.

ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ წესიერი, მოაზროვნე ქმედითი ადამიანები გვჭირდება. ნორმალური ადამიანი, რომელიც ბიზნესს იწყებს და საბაჟოზე ათასი დაბრკოლება ხვდება, ის მომწოდებელი მასთან საქმეს აღარ დაიჭერს და ასეთი ადამიანის ბიზნესი სამუდამოდ დაინგრევა.

ერთის მხრივ, ჩვენ მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა იმ გაგებით ვართ, რომ ჩვენ, ყველა არაკეთილმოსურნის პროგნოზის მიუხედავად, ძალიან რთული პერიოდიდან გამოვაღწიეთ.

თუმცა, ჩვენ სხვა დონეზე უნდა გადავიდეთ.

საქართველომ ისეთი თავისუფალი ეკონომიკა უნდა შექმნას, როგორც ეს დუბაისა და სინგაპურშია, სადაც იმდენად დიდი თავისუფლება იქნება, რომ არ იქნება კორუფცია და იქნება ეფექტური სახელმწიფო აპარატი.

ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც გადაწვეტილებას მიიღებენ და შეშინებული კურდღლებივით არ ისხდებიან. თუ კანონს არ არღვევ და ინიციატივას იღებ, უნდა იცოდე, რომ ინიციატივა არ ისჯება. ინიციატივა კი არის ის, რომ ხალხს ცხოვრება გაუადვილო. ამას კი, დრო დასჭირდება.

მე მივეცი მთავრობას 6 თვე, დღეიდან შემოიტანონ კომპიუტერები, ააშენონ ახალი შენობები, რისი თანხაც არსებობს, იქირაონ ახალი თანამშრომლები და ისეთი სისტემა შექმნან, რომ პირველ სექტემბერს, საქართველოში სრულიად ახალი საბაჟო და საგადასახადო სისტემა იყოს. კანონები კარგი გვაქვს, გადასახადები კი , საკმაოდ დაბალი. მთავარი ამის სწორად განხორციელებაა. ეს სახელმწიფოში არსებულ ყველა სფეროს ეხება.

მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ადამიანს სახელმწიფოსთან ყოველდღიური შეხება არ ჰქონდეს. ქუჩაში მას საგზაო ინსპექტორი აღარ აჩერებს, ტექდათვალიერება გაუქმდა. იქ კი, სადაც შეხება გვაქვს, ისეთი განცდა და შთაბეჭდილება უნდა გრჩებოდეს ადამიანს, რომ თითქოს რომელიმე კულტურულ დაწესებულებაში შეხვედი და მომსახურეობისათვის სახელმწიფოს გადასახადების სახით უხდი საფასურს.

ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ეს რეფორმების შემდეგი ეტაპია, რითაც საქართველო მაღალ დონეზე უნდა გავიდეს.

რაც შეეხება ტრანსპორტის მარეგულირებელ კომისიას, ეს იყო ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც ბიუჯეტიდან არავითარი თანხა არ გაჰქონდათ, მათ თავიანთი შემოსავლები მოიწყვეს, ეს კი თითოეული მგზავრისგან შემოსული თანხა იყო.

ეს მათ იმისათვის სჭირდებოდათ, რომ მაღალი ხელფასები ჰქონოდათ. ამით ისინი სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს, ავიაკოსპანიების გადამზიდავებს, რკინიგზას ხელს უშლიდნენ საქმის წარმოებაში, აწესებდნენ თამაშის წესებს და მოითხოვდნენ, რომ ჩვენ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეს ფაქტები მოგვეთმინა.

ჩვენ ეს არ მოვითმინეთ და საჭირო გადაწყვეტილება მივიღეთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)