Google+

სიახლეები

14.03.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზემო აფხაზეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა

მსურს ყველას დიდი მადლობა გითხრათ გამბედავობისთვის გამძლეობისთვის და გმირობისთვის!

მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ხეობებში შემოსვლის ნებისმიერი მცდელობის, ზემო აფხაზეთის აღების ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, მთელი საქართველო - 5 მილიონი კაცი, როგორც ერთი, ფეხზე დადგება.

ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ აქაურობა დავიცვათ.

ამ კუთხეს ვერავინ აიღებს - ეს ერთი.

მეორე - აღმშენებლობის პროცესი ორმაგი ტემპით გაგრძელდება.

წელს დაჩქარებული ტემპით დავასრულებთ გზის მშენებლობას, რადგან მომავალი წლის ამ დროს გზა უნდა გვქონდეს.

როდესაც ახალი გზა გვექნება, ახალ ობიექტებსაც ავაშენებთ, მათ შორის, როგორც დაგპირდით საკურორტო ობიექტებს, რათა შემოსავალი გქონდეთ და თქვენს ოჯახებს საარსებო პირობები გაუუმჯობესდეთ.

მსურს ყველას ვუთხრა, რომ საქართველოს ვეღარავინ ვერაფერს დააკლებს და ვერასდროს დააჩოქებს.

თუ ვინმე საზღვრებს ჩაგვიკეტავს, ჩვენ სხვა საზღვრებზე გავალთ.

თუ ვინმე საჰაერო სივრცეს დაგვიკეტავს, მაინც ყველგან ვიფრენთ, რადგან ახალ აეროპორტებს უკვე ვაშენებთ.

თუ ვინმე ბაზარს დაგვიკეტავს, ახალ ბაზრებზე გავალთ, უკეთეს პროდუქციას გამოვუშვებთ და გავყიდით.

თუ ვინმე დასანგრევად მოვა (ამ ხალხს ნგრევის გარდა არაფერი შეუძლია), ჩვენ ორჯერ და სამჯერ მეტი ტემპით განვაგრძობთ მშენებლობას - მათი გულის გასახეთქად და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ახალ სკოლებს, საავადმყოფოებს, სამთავრობო შენობებს, გზებს ავაშენებთ.

კოდორში, ჩხალთის ხეობაში და მთლიანად ზემო აფხაზეთში აღმშენებლობა გრძელდება.

მე ჩამოვიტანე ქანდაკება, რომელიც მთავრობის სახლის წინ იმ სამი დაღუპული ბიჭის სულის მოსახსენიებლად, მათი თავგანწირვის სიმბოლოდ დაიდგმება, რომლებიც ურთულესი კლიმატური პირობების დროს ვერტმფრენით თქვენს დასახმარებლად გამოფრინდნენ, მაგრამ აქამდე ვერ ჩამოაღწიეს.

ეს ქანდაკება ასევე თქვენი გამბედავობისა და ახალი აღმშენებლობის სიმბოლო იქნება.

ეს არის პასუხი მათთვის, ვინც ჩვენი დანგრევა სცადა.

მათთვის ჩვენი პასუხი ახალი მშენებლობები, ახალი ქანდაკებები, ჩვენი ოჯახებისთვის ახალი შემოსავალი იქნება.

დიდი მადლობა ძვირფასებო.

მსურს იცოდეთ, რომ ჩვენ არასდროს, ერთი წუთითაც კი არ მიგატოვებთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)