Google+

სიახლეები

27.09.2007
საქართველოს პრეზიდენტის მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 62-ე ყოველწლიურ სხომაზე

2007 წლის 26 სექტემბერი

მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა გამოვიდე გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე ყოველწლიურ სხდომაზე.

საქართველოს მოქალაქეთა სახელით, მინდა მივულოცო გენერალურ მდივანს მის მიერ პირველი ცხრა თვის განმავლობაში მიღწეული თვალსაჩინო პროგრესი.

მისი მტკიცე ხედვა დარფურში მშვიდობის დამყარების მიზნით - მისი მისწრაფება გააერთიანოს მსოფლიო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად - და მისი შეუპოვრობა აღმოფხვრას გლობალური სიღატაკე - ამ ინსტიტუტის ფუძემდებულ პრინციპებს ესადაგება.

ნება მიბოძეთ მივულოცო ბ-ნ სრჯან ქერიმს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის პოსტის დაკავება და მადლობა გადავუხადო მის წინამორბედს, ბ-ნ შეიკა ჰაია რაშიდ ალ ხალიფას მის მიერ გაწეული ძალზედ ეფექტური ხელმძღვანელობისთვის.

დღეს, ამ დიდ დარბაზში, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირეული პრინციპი.

თითოეული ინდივიდის უფლება იცხოვროს თავისუფლად და ღირსეულად. ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას ასი ათასობით სასულიერო პირს და ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლებმაც გამოიჩინეს გამბედაობა და ხმა აიმაღლეს ბირმის მოსახლეობის თავისუფლებისთვის.

ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ მათ გვერდით.

დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენ "ზაფრანის რევოლუციას" მოვიხსენიებთ როგორც დედამიწის გარშემო გარდაუვალი თავისუფლების მარშისათვის გადაგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

იგი ეხმიანება ვარდებისა და ნარინჯისფერ რევოლუციებს, რომლებმაც საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობა სულ რაღაც ოთხი წლის წინ უიმედოობისა და სტაგნაციისაგან იხსნა.

როდესაც საქართველო მშვიდობის, დემოკრატიისა და ტრანსპარანტულობის გზას დავუბრუნეთ, ჩვენ ეს გავაკეთეთ იმ შეგნებით, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის კუნძული.

ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი თავისუფლების სიმტკიცის უზრუნველყოფისთვის, ჩვენ, როგორც დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელ წევრს, ხელი უნდა შეგვეწყო მთელს მსოფლიოში სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მისწრაფებებისთვისაც.

სწორედ ამიტომ მიავლინა საქართველომ თავისი შვილები კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო ამ თვეში ჩვენ ავიღეთ ვალდებულება გავაგზავნოთ ქაბულში ახალი ბატალიონი, რომელიც იმსახურებს ფრანგული სარდლობის საერთო ხელმძღვანელობით.

სწორედ ამიტომ ვურთიერთობთ ჩვენს მეზობლებთან ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და მის მიღმა, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობას თანამშრომლობის, ვაჭრობისა და უფრო ფართო მონაწილეობის გზით.

ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა ევროპული და გლობალური ბაზრები ვუზრუნველყოთ ენერგიის ახალი და დივერსიფიცირებული მარაგებით.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ ინტეგრირებულ ძალისხმევას ახალი გზების, რკინიგზებისა და სადენების მშენებლობით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი რეგიონის ქვეყნებს და უზრუნველყოფს ჩვენს საზღვრებზე ადამიანებისა და საქონლის ტრანსპორტირებას, რომელიც ხორციელდება უსაფრთხოდ, ლეგალურად, პროგნოზირებადი და სამართლიანი ფორმით.

ერთი სიტყვით, რეგიონის მიმართ ჩვენი ხედვა ემყარება იმ რწმენას, რომ ურთიერთდამოკიდებულებას საერთო სარგებელი მოაქვს.

მე მწამს, რომ ქართველმა ხალხმა კატალიზატორის როლი შეასრულა და წარმოადგენს ცოცხალ მაგალითს იმისა, რომ დემოკრატიულ პრინციპების მეშვეობით განხორციელებულ ტრანსპარანტულ მმართველობას ხანგრძლივი სტაბილურობა და საერთო კეთილდღეობა მოაქვს.

საქართველოსთვის რა თქმა უნდა ეს არ არის ახალი გზა, არამედ დაბრუნება ჩვენს ევროპულ ოჯახში, ეს არის ჩვენი ევროპული მოწოდება, რომელიც მტკიცედ არის ფესვგამდგარი ჩვენს ეროვნულ ცნობიერებასა და ისტორიაში.

და ეს მაშინ როდესაც ჩვენს მეზობელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა კვლავ პრობლემატურად რჩება.

რომელიც აგრძელებს ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას,

ჩემი ქვეყნის მთავრობა მზადაა ეს საკითხი დიპლომატიური საშუალებებით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის მეშვეობით გადაწყვიტოს.

მე ამას სრული რწმენით ვაცხადებ, რადგან საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სამართლიანობას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ემყარება.

და ეს არის ჩემი ქვეყნის ხალხის მიერ გაკეთებული შეუქცევადი არჩევანი.

ამის დასტურად, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გაიხსენოთ საქართველოს რეაქცია იმ მრავალ პროვოკაციაზე, რომლებსაც გასულ წელს ჰქონდა ადგილი, დაწყებული სარაკეტო თავდასხმებით და დამთავრებული სრული ემბარგოთი და დესტრუქციული "პოგრომებით".

სიბრაზის გამოხატვის ნაცვლად, ერთი ორად გაიზარდა ჩვენი მისწრაფება დემოკრატიული განვითარებისა და ყოვლისმომცველი რეფორმებისაკენ.

ამგვარი გადაწყვეტილების შედეგები გასაოცარია - რადგან იგი ადასტურებს თუ რაოდენ ბევრის მიღწევა შეიძლება იმ დროს, როდესაც კარგი მმართველობა ხელს უწყობს ადამიანური პოტენციალის განვითარებას.

დღეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 14 პროცენტია

ოთხი წლის განმავლობაში ორზე მეტად გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქციის მაჩვენებელი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემთა მიხედვით, საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია, და ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში.

დღეს დილით კი, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე რამდენიმე ისეთი ქვეყნის გვერდით, როგორიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ჰონგ კონგი, მას შემდეგ რაც მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ საქართველო, ინსტიტუციონალური ტრანსპარანტულობისა და კორუფციის სიმცირის გამო ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ყველაზე უფრო ხელსაყრელ ქვეყნათა შორის მე-18 ადგილზე დააყენა.

მართლაც ღირს შევჩერდეთ ამ მიღწევაზე, მით უმეტეს, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველო 137-ე ადგილზე იყო.

აი რა შედეგები მიიღწევა მაშინ, როდესაც ინსტიტუტები ფუნქციონირებს, ხოლო რიტორიკას შედეგი ცვლის.

ოთხი წლის წინ ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, მე განვაცხადე, რომ საქართველო დემოკრატიული გარდაქმნების პარიოდში თანამედროვე გამოწვევების გამოცდას გადიოდა.

დღეს ნათელია, რომ საქართველოში ეს გარდაქმნები ტრანსფორმაციით დასრულდა)

მე შემიძლია ჩამოვთვალო სხვა წარმატებების გრძელი სია, რომელსაც საქართველომ მიაღწია ვარდების რევოლუციის შემდეგ - და ამასთანავე შევჩერდე მთელ რიგ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება.

მაგრამ ნება მიბოძეთ ყურადღება გავამახვილო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებაზე - იმპერატივზე, რომელიც გულისხმობს მომავალი თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნას.

მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა სასწავლებელი შეივსოს ძლიერი და მონდომებული სტუდენტებით, რომლებსაც ექნებათ ახალი წიგნები, თანამედროვე სასწავლო პროგრამები, ინტერნეტით სარგებლობის საშუალება და ეყოლებათ მოტივირებული მასწავლებლები.

სულ რაღაც ოთხი წლის წინ ჩვენი სასწავლებლები ცარიელად და სასოწარკვეთილად გამოიყურებოდა - ბევრ მათგანში არ იყო მერხები, ფანჯრები, გათბობა და რაც ყველაზე მთავარია იმედი.

დღეს კი, საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე რეფორმები საფუძველს უყრიან ხანგრძლივ კეთილდღეობას, ხოლო ჩვენი სტუდენტები სწორ გზას დაადგნენ.

ეს არის ჩვენი დაპირებული საქართველო.

და ეს არის ჩვენს მიერ შექმნილი საქართველო.

ეს არის ასევე საქართველო, რომლის დაცვაც ჩვენ გვმართებს

რადგან ჩვენი დემოკრატიული პროექტი ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისაგან.

დღეს საქართველო მთლიანი არ არის.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა დიდი უმრავლესობა ვერ სარგებლობს ვარდების რევოლუციის იმ სიკეთეებით, რომელნიც მე ახლახან გაგიზიარეთ.

ამ რეგიონების მცხოვრები ათი ათასობით ბავშვი იზრდება სროლისა და არა ფეირვერკების ხმაურში.

მათი სახლები მათ არ ეკუთვნით - მათი სიზრმები არის აღსავსე შიშით.

ისენი არიან ეთნიკური წმენდის, გაყოფის, ძალადობისა და გულგრილობის ამორალური პოლიტიკის მძევლები.

და ჩვენ არ მოვისვენებთ მან სანამ არ აღსდგება სამართლიანობა.

დღეს მე სინანულით ავღნიშნავ, რომ იმედის ნიშნები არც თუ მრავლად არის.

აფხაზეთის ამბავი - ამბავი, იმ 500000-მდე მამაკაცის, ქალის, თუ ბავშვს 1990-იანებში აიძულეს მიეტოვებინათ თავიანთი მიწა - განსაკუთრებით აღსანიშნავია.

მას შემდეგ რაც იქ რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ, 2000 ქართველზე მეტი დაიღუპა და შიშის ატმოსფერო დამკვიდრდა.

მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ დღეს აფხაზეთში მისი ომამდელი მოსახლეობის 20%-ზე ნაკლები ცხოვრობს.

ეთნიკური წმენდის სასტკმა კამპანიამ, რომელმაც მოიცვა ქართველები, სომხები, ესტონელები, ბერძნები, ებრაელები, რუსები და სხვანი, ვინც საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიად ცხოვრობდნენ - ეს მიწა დაცარიელებულ და კრიმინალიზირებულ უდაბნოდ აქცია.

გაერომ ცდა არ დააკლო რათა ამ რეგიონისათვის მშვიდობა მოეტანა, მაგრამ ვერ მიაღწია საქართველოს ხელახალ გამთლიანებას - მიუხედავად იმასა, რომ მუდმივად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს.

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გარეშე გასული ყოველი დღე - ყოველი დღე, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა - ამ ფორუმისა და მისი შესაძლებლობისადმი ნდობის თანდათანობით ეროზიის მომასწავლებელი ნიშანია.

ჩვენ ამის გაგრძელების უფლება არ გვაქვს.

თოთხმეტი წლის განმავლობაში არ გაკეთებულა სიღრმისეული ანალიზი იმისა თუ რატომ არ გაიმარჯვა მშვიდობამ - ან რატომ აღმოჩნდა წარუმატებელი არსებული სამართლებლივი ბაზა და ფორმატი.

ამისათვის, რათა პროცესს მიეცეს ახალი და პოზიტიური დინამიკა მოვუწოდებ გაეროს სამშვიდობო პროცესის ყველა ასპექტის ყოვლისმომცველი გადასინჯვისაკენ.

სამშვიდობო პროცესის ამგვარი სიღრმისეული გადასინჯვის აუცილებლობა არანაირ ეჭვს არ იწვევს და ფუნდამენტალური შედეგები დაგვირგვინდეს.

საჭიროა ცვლილებების შეტანა მოლაპარაკებათა ფორმატში, რომელიც ჩიხშია შესული.

თავის მხრივ ამან უნდა მიგვიყვანოს მიმდინარე ოპერაციების რეალურ ცვლილებებთან.

წლების მანძილზე ე.წ სამშვიდობო ძალების მიკერძოებულად და დაუბალანსებლად მოქმედებდნენ და მათი ამიტომაც მათი ადგილი კომპეტენტურმა და ნეიტრალურმა ძალებმა უნდა დაიკავონ.

ეს წინ წაწევის ერთადერთი გზაა.

ამას გარდა ჩვენ მოველით, რომ შესაბამისი რეალური ცვლილებები სამართლებლი ბაზაშიც უნდა მოხდეს.

ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების არსებითი და განხოციელებადი გეგმა მათი საკუთრების უფლების გარანტიის გათვალისწინებით.

ეფექტური ეკონომიკური რეაბილიტაცია.

მდგრადი უსაფრთხოების უზრონველყოფა.

და ქართულ და აფხაზური მხარეების პირდაპირი დიალოგის განახლება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

პოლიტიკური ნების უქონლობას, აფხაზეთში საქართველო უამრავი სიცოცხლე შეეწირა და ეს არის უმოქმედობის ფასი.

წინა საუკუნის მშვიდობისათვის მებრძოლმა ერთ ერთმა გამოჩენილმა მოღვაწემ მარტინ ლუთერ კინგმა, სწორად აღიქვა პრობლემა როდესაც განაცხადა:

ერთი ადამიანის სისასტიკე მეორე ადამიანის მიმართ გამოიხატება არა მხოლოდ ცუდი ხალხის დაუნდობელ ქმედებებში. ის ამავე დროს გამოიხატება კეთილი ადამიანების გულგრილ უმოქმედობაში.

მოდით ეს ვაკუუმი ახალი ენერგიით ახალი ვალდებულებებითა და ახალი საერთო გადაწყვეტილებებით შევავსოთ.

ვსურს ვისარგებლო შემთხვევით, რათა გაგაცნოთ ჩვენი წინადადებების არსი, რომელიც მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარებისაკენ არის მიმართული.

პირველი, ჩვენ ვთავაზობთ უსაფრთხოებისა და აყვაყვების ალტერნატივას იმ ხალხს, რომელიც სეპარატისტული ილუზიებით არის მოწამლული.

ჩვენ ვთავაზობთ და ვაღიარებთ თვითმართველობის უფლებას ყველასათვის ვინც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, ჩვენ სუვერენულ ტერიტორიულ საზღვრებში, საერთაშორისო გარანტიების პირობებში.

ჩვენ ვთავაზობთ კონსტიტუციურ ცვლილებებს უმცირესობათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მათ შორის ენობრივი უფლებების, კულტურის ისტორიის,ენისა განათლების დაცვით.

და ჩვენ ვთავაზობთ და მივესალმებით ევროკავშირის უფრო აქტიურ როლს.

მოკლედ, რომ თქვათ ჩვენ ვთავაზობთ ავტონომიის იმ დონეს, რომელიც ეფუძნება ევროპის დანარჩენ ნაწილში არსებულ პრინციპებს და მრავალ ეროვან საზოგადოებაში მშვიდობისა და აყვავების მიზნებს ემსახურება.

აფხაზეთში საქართველო მომხდარი ეთნიკური წმენდის კვლავინდებური იგნორირება საერთაშორისო საზოგადოების მორალის რვეულში არსებულ ლაქას წარმოადგენს.

აღარ არის დავა ეთნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით: საუბარია მხოლოდ იმ გაუმაძღრობით მანიპულირებაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილნაცვალი პირების ხარჯზე ეწევიან უმცირესობის პატარა ჯგუფი და მათი უცხოელი მხარდამჭერები.

არჩევანი კეთდება იმ საქართველოს, რომელიც მიესალმება მათ დაბრუნებას და კონსტიტუციურ დონეზე აღიარებს მათ თვითმყოფადობასა და უფლებების უზრუნველყოფასა და უფერულ მომავალს შორის, რომელშიც მათ მხოლოდ პროპაგანდა შიში და სიღარიბე მოელით.

მჯერა, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ.

ხოლო მათი პატრონები უცხოელი მანიპულატორები კი არა.

რა პოზიცია უჭირავს საერთაშორისო საზოგადოებას.

ეს ბატონო თავმჯდომარე არის საკითხის არსი.

მაგრამ შეარაღებული სეპარატისტებისა და მათი პატრონების ძალადობრივი სამფლობელო არ არის შეუვალი.

სამხრეთ ოსეთში ჩვეულებრივი მამაკაცებისა და ქალების სიმამაცე - რომლებმაც აირჩიეს დიალოგი და არა გათიშულობა, შერიგება და არა ბრალდებები - შედეგად სიტუაცია არსებითად იცვლება.

სამწუხაროდ, ისინი ვინც არ იზიარებენ მშვიდობისა და შერიგების იდეას ყველანაირად ცდილობენ სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ხარისხი აწიონ, იმის შიშით, რომ ხალხი, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ცხოვრების სურვილი და შესაძლებლობა ძირს გამოუთხრის მათ ცინიკურ გეგმებს.

როგორც დღეს უკვე მოგახსენეთ, რუსეთის წარმომადგენლები აქტიურად - და უკანონოდ - აშენებენ ახალ სამხედრო ბაზას სამხრეთ ოსეთში, პატარა ქალაქ ჯავაში, იმ იმედით, რომ იარაღი და ძალადობა ხალხის ნებას დაამარცხებს.

და ეს სახიფათო ესკალაცია ხდება იმ საერთაშორისო მონიტორების ცხვირ წინ, რომელთა საქმეა ამ ტერიტორიის დემილიტირიზაცია.

დღეს მე თან მოვიტანე უტყუარი მტკიცებულებები, რათა ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო თანამეგობრობიდან სიმართლე, რომლის დამალვასაც სხვები ცდილობენ.

მე ყურადღება გავამახვილე ამ შემაშფოთებელ ფაქტზე, რადგან ამგვარი დაუფიქრებელი მოქმედებები უნდა იყოს ხაზგასმული და აღრიცხული.

ჩვენი ერთობლივი საქმე დღეს არ არის იმის გარკვევა თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს.

არამედ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად და გაბედულად.

მრავალი წლის მანძილზე, ამ რეგიონიდან მოდიოდა მხოლოდ სეპარატიზმის რადიკალიზმისა და სიძულვილის ხელშეწყობისაკენ მოწოდება.

ადრე თუ გვიან , თავისუფლების მარში იზეიმებს.

გასულ წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაადგა განსხვავებულ გზას.

ისინი მიისწრაფიან მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, ისარგებლონ ჩვენი ახალი საავადმყოფოებით, აღდგენილი სკოლებით - გაიზიარონ და წვლილი შეიტანონ ჩვენს დემოკრატიაში.

სწორედ სამხრეთ ოსეთის ჩვეულებრივი მოსახლეობა, რომელიც ავლენს საოცარ გმირობას, ახერხებს გააკეთოს სწორი განსხვავება.

ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც გაატარეს ზაფხულის არდადეგები საქართველოს ზღვისპირეთში, სახლში დაბრუნებულები აღარ დაუშვეს თავიანთ სკოლებში , მაგრამ მათ გაანადგურეს სიძულვილის ბარიერები.

ეს არის ხალხი, რომლებიც ააშენებენ თავიანთ ქალაქებს ცეცხლისა და საფრთხის ქვეშ, რომლებიც აკეთებენ დანგრეულ ხიდებს.

ეს არის ადგილობრივი ლიდერების სიმამაცე, ისეთის როგორიცაა დიმიტრი სანაკოევი - სამხრეთ ოსეთის სეპარატისტთა ყოფილი ლიდერი, რომელმაც ერთხელ უკვე გამოიყენა იარაღი საქართველოს წინააღმდეგ-რომელიც გაუძღვება გზას.

ის აირჩია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ დემოკრატიული არჩევნების გზით და მისი ხედვა იქნება გათვალისწინებული.

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ოსების თამამ გამოხატულებას, რომლებმაც აირჩიეს ეს გზა, საქართველოს ფარგლებში.

ერთადერთი დაბრკოლება სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციის გზაზე არის სეპარატისტული რეჟიმი, რომელიც დაშინების მეთოდებით ახდენს ზეწოლას საკუთარ მოსახლეობაზე.

ეს არის საერთაშორისო სისტემის სამწუხარო გამოხატულება, რადგანაც საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ახერხებენ ღიად გააცნობიერონ ის მარტივი ფაქტი. მათი მოვალეობაა დააკანონონ სიმართლე და დაგმონ ის რაც არასწორია.

დღეს დადგა დრო ამ ისტორიული შესაძებლობის გამოყენებისა.

და ბოლოს, მე მსურს თქვენთან ერთად გავიზიარო ონგ სა სან კის ხედვა, ქალისა, რომელიც დღეს ჩვენს გონებასა და გულებშია.

მისი შემართება, მისი გაბედულება, მისი მოსაზრებები მშვიდობასა და დემოკრატიაზე შეუძლებელია ციხეში ჩაკეტო - ისინი მოგზაურობენ საზღვრებს გარეშე, მათ ვერც ბარიერები აბრკოლებენ და ჩვენც ყველას აღგვაფრთოვანებენ.

მისი სიტყვები აბსოლტურად შეესატყვისება სამხრეთ ოსეთისა და აბხაზეთის ხალხების მდგომარეობას.

მე ვახდენ მისი სიტყვების ციტირებას:

ყველაზე აუტანელი სახელმწიფო მანქანის წნეხის პირობებშიაც, სიმამაცე სულ უფრო იზრდება, რადგან შიში ცივილიზებული ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის...

ეს არის ადამიანის სწრაფვა რაციონალური, ცივილიზებული ჰუმანიზმისაკენ, რომელიც მას ბრძოლისა და ტანჯვისაკენ მიჰყავს, რათა შექმნას შიშისა და გაჭირვებისაგან თავისუფალი საზოგადოება.

ეს სიტყვები ზუსტად ასახავს იმას, რაც ხდება დღეს ბირმის ქუჩებში ხდება.

და მსოფლიოს ჩვენს პატარა კუთხეში, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა თავის ოფლს და სიმდიდრეს არ სწორედ ასეთი საზოგადოების ასაშენებლად - საზოგადოებისა, რომელიც თავისუფალია გაჭირვებისა და შიშისაგან....

ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ გაერთიანებულმა და თავისუფალმა საქართველომ მოიცავს ყველა ადამიანს ვინც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხოვრობს.

მე ვიმედოვნებ, რომ გასაგებად ჩამოვაყალიბე საქართველოს განზრახვები.

და ასევე გასაგებია თუ ჩვენი პრინციპებიდან სად ვიქნებით შეუვალნი - მე ხაზს ვუსვამ პრინციპებს, რომლებიც გაზიარებულია ყოველი სახელმწიფოს მიერ რომელიც ეძებს კანონიერებასა და სტაბილურობას საერთაშორისო სისტემაში.

ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ცოტა დრო დაგვრჩა.

ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობიანი და სამართლიანი გზა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ჩვენს თანამოსაუბრებზე.

დღეს დილით, რუსეთის მაღალჩინოსანმა ოფიციალურმა პირმა წამოაყენა არაკონსტრუქციული, უსაფუძვლო და მთლიანად დაუმტკიცებელი ბრალდება, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს ორი უდანაშაულო ადამიანი ზემო აფხაზეთში.

რაც მაღალჩინოსანმა რუსმა ოფიციალურმა პირმა არ თქვა, იყო ის რომ, ერთ-ერთი ამ ადამიანთაგანი იყო რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, და რომ ის მოკლული იქნა შეიარაღებული სეპარატისტი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული მართლწესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს.

შეიძლება დავინტერესდეთ, რას აკეთებდა რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი საქართველოს ტყეებში, უწევდა ორგანიზებას და მიუძღოდა მეამბოხეთა შეიარაღებულ დაჯგუფებას ტერორისტულ ოპერაციაზე?

ყველანაირი ახსნაგანმარტების გარეშე, ჩვენ ვწუხვართ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის გამო.

სინამდვილეში, ჩვენ ვიხმართ ყველა ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ ძალადობა და სხვა მოსალოდნელი კოფრონტაციები.

ესეთი გაუაზრებელი და საშიში ცხოვრების წესი არ უნდა გაგრძელდეს.

დასასრულს ბატონო პრეზიდენტო

საქართველოს სახელით მსურს გამოვხატო მადლიერება გაერო-ს მიმართ მათი ძალისხმევისა და მხარდაჭერისათვის.

მე მჯერა, რომ შევძელი მეჩვენებინა თქვენთვი, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობები, სურვილი გადაჭრას ჩვენი საერთო პრობლემები, ამასთანავე საერთაშორისო საზოგადოებას შესწევს უნარი მოაგვაროს ჩვენი საუკუნის ზოგადი პრობლემები.

უფლება არ გვაქვს მეტი დრო დავკარგოთ.

დიდი მადლობა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)