Google+

სიახლეები

12.02.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხა

უწინარესად, მსურს ყველა გამომსვლელს მადლობა ვუთხრა.

მე ვარ რამდენიმე მოწვევის პარლამენტის ვეტერანი. ჩემი საპარლამენტო კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დავიწყე.

მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ყველაზე მაღალი ხარისხის საპარლამენტო დებატები შედგა, რომელიც მე საქართველოს პარლამენტში ოდესმე მინახავს.

ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია იხვეწება, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ყველანი არ შევცდით, როცა ამ გზას დავადექით.

ჩემი გამოსვლა არც მიღწევებით თავის მოწონებას, არც ზედმეტ დაპირებებსა და ოპტიმიზს და არც ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის დაყვედრებას არ ითვალისწინებდა.

ვცდილობ, როგორც ყველა პასუხისმგებელი ლიდერი იმ ქვეყანაში, რომელიც იმყოფება მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ შტორმში, თან ოპერირებს აგრესიის პირობებში, ვიყო რეალისტი, პასუხისმგებლობით მივუდგე თითოეულ ჩემს და ჩვენს სიტყვას და ხალხს ვუთხრა სიმართლე.

მინდა კონკრეტულად მოვყვე იმ საკითხებს, რომლებიც აქ დაისვა.

დღეს აქ გიორგი ახვლედიანი პარტია "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით, რამდენიმე ახალი სამთავრობო უწყების შექმნაზე საუბრობდა.

დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები მას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქამრების მოჭერის პოლიტიკაზე და ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ მას შემდეგ რაც კახა ბენდუქიძე აღარ არის კანცელარიის უფროსი, იგი სხვა სფეროში ეხმარება საქართველოს მთავრობას და ქამრების მოჭერა ბევრად უფრო ადვილი გახდა საქართველოს მთავრობაში, ახალი უწყებებისა და ახალი ბიუროკრატიის შექმნა, ეს ამის სრულიად საწინააღმდეგო საქციელი იქნებოდა.

დღეს პარლამენტში იყო უმაღლესი ხარისხის ორატორული გამოსვლები არა მხოლოდ ჩემი პოლიტიკური მოკავშირეებისა - გოკა გაბაშვილის, რომელსაც ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა, პეტრე ცისკარიშვილის, არამედ გიორგი თარგამაძესაც და სხვებისაც.

მინდა გავიხსენო ის დრო, როცა არსებობდა ანტიმონოპოლიური სამსახური და იყო მონოპოლიები, ერქვა დასაქმების სამსახური და არ იყო დასაქმება.

მონოპოლიური სამსახურებით კი არ ხდება მონოპოლიების მოსპობა საზოგადოებაში, არამედ ეს ხდება თავისუფლებით, დაბრკოლებების მოხსნით და კორუფციის გაუქმებით. სწორედ ასე მოვახერხეთ ჩვენ მონოპოლიების გაუქმება.

ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას წამლების ფასების ზრდასთან დაკავშირებით. იმასაც გეტყვით, რომ არ მომწონდა როგორ მუშაობდა ამ მიმართულებით წამლების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

ახლა, ჩემი უშუალო მითითებით, ჩვენ მივიღეთ ახალი ნორმები, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო ბაზარზე არსებული ყველა სერთიფიცირებული წამალი ავტომატურად დაიშვება საქართველოს ბაზარზე და ვიღაც მოხელის გადასაწყვეტი აღარ არის ის ფაქტი, არის თუ არა ესა თუ ის ბაზარი მორგებული.

ეს წინგადადგმული ნაბიჯია. თუ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს გექნებათ სხვა წინადადებები, რომლითაც შევძლებთ წამლების მაქსიმალურად გაიაფებას, ამას მოვუსმენთ და გავიზიარებთ.

აქ რამდენჯერმე გაისმა ენერგეტიკის და, კერძოდ, ენგურის საკითხი.

ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი თავის ტკივილი ჩაბნელებული საქართველო იქნებოდა.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში შუქი არის და ენერგეტიკა მწყობრად მუშაობს, რაც ენერგეტიკული პოლიტიკის გააზრებული, მიზანმიმართული შედეგია.

დღეს ჩვენს მტერს ყველაზე მეტად საქართველოს ჩაბნელება სურს.

ჩვენ მისთვის ერთი გრამი ბერკეტიც რომ მიგვეცა საქართველოს ჩასაბნელებლად, დღეს ამ დარბაზში და დანარჩენ საქართველოში, შუქი არ ენთებოდა.

ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა იმით, თუ ვინ რას ამბობს, არამედ იმით, თუ როგორ ანათებს ნათურა ჩვენს სახლებში.

როცა პუტინს ჰქონდა საქართველოს ჩაბნელების ბერკეტი, 2005 წელს მან ეს ბერკეტი გამოიყენა, აგვიფთქა ყველა ენერგოხაზი. დღეს მას ეს ბერკეტი არა აქვს, ამას ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ და უნდა გავუფრთხილდეთ.

რაც შეეხება ჩვენს კომერციულ ხელშეკრულებებს, ჩემი თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციას ეს მემორანდუმი გაეცნო, ეს არ არის საბოლოო ხელშეკრულება და მზად ვართ საბოლოო ხელშეკრულების შემუშავებაში თქვენც ჩაგრთოთ.

აქ გაიჟღერა საკითხმა საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით.

შარშან არჩევნების დროს პედაგოგებს პირობა მივეცით და ყველა ეს პირობა, პრაქტიკულად, შევასრულეთ.

ატესტაციის საკითხი ღიად კი არ დავტოვეთ, არამედ ვთქვით, რომ უნდა გადავამზადოთ ხალხი. არ შეიძლება პედაგოგს, რომელსაც სანაცვლოდ არაფერს არ აძლევ, რაიმე მოთხოვო. ვაღიარებ, რომ ჩვენ გადამზადებაში საკმარისი ფული ჯერ კიდევ ვერ ჩავდეთ. ამისათვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ.

საგანმანათლებლო სისტემაში რევოლუციური ცვლილებები მოხდა, მაგრამ ამ მიღწევების ფონზეც კი, ბევრი ექსცესიც გვქონდა. ვინც არაფერს არ აკეთებს, ის შეცდომებს არ უშვებს, ხოლო ვინც ინტენსიურად მუშაობს, ის ცდება კიდეც. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები. ამიტომ, ამ შეცდომებთან დაკავშირებით, ჩვენი დასკვნები გამოვიტანეთ და მინდა ვთქვა, რომ ბევრი მათგანი აღმოფხვრილი და გამოსწორებულია. საქართველოში ბევრი სკოლა დანგრეულია, ბევრი ექსცესი იყო განათლების სისტემაში, მაგრამ ვინც არაფერს არ აკეთებს, ის შეცდომებსაც არ უშვებს.

თბილისის ცენტრში სკოლების უმეტესობას აღარ აქვს სასკოლო ჟურნალი და მოსწავლეთა გამოცხადების აღრიცხვ აღარ ხდება. უფრო მეტიც, ბევრ სკოლაში მოსწავლეთა გამოცხადება არ ხდება. თუ ძალიან შემოქმედებითად არ მიუდგებოდა პროცესს, განათლების სამინისტროს უპასუხისმგებლო დირექტორის სამსახურიდან დათხოვნის და სტანდარტების შემოწმების არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა. კიდევ კარგი ლოტოტრონი გავაუქმეთ, მაგრამ ამ მეთოდით შერჩეული ბევრი დირექტორი დარჩა და კარგადაც მუშაობს.

რა თქმა უნდა ეს სწორი არ იყო და ამ მიმართულებით უფრო მეტს გავაკეთებთ.

გიორგი თორთლაძემ დასვა საკითხი სპორტის აკადემიასთან მიმართებაში. არ მგონია, რომ ჩარჩოში მოქცეული პროტექციული დაწესებულებით რაიმეს მივაღწიოთ.

ის ექსცესი, რომ ოლიმპიელ ჩემპიონს სთხოვ იგივე ქულები დააგროვოს მისაღებ გამოცდებზე, როგორც ჩვეულებრივ აბიტურიენტს, მართალი არ არის.

ამერიკასა და სხვა ქვეყნებში სპორტცმენებისთვის არსებობს გარკვეული შეღავათები. ეს შეღავათები აქაც უნდა შემოვიღოთ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი მიიღებენ საუნივერსიტეტო სპორტში მონაწილეობას. ამის თაობაზე კულტურისა და სპორტის მინისტრთან ნიკა რურუასთან მქონდა დიალოგი. განათლების მინისტრთან ნიკა გვარამიასთან ერთად შევიმუშავებთ სისტემას, რომლითაც სპორტსმენების ინტეგრაცია მოხდება უმაღლეს სასწავლებლებში, რათა შემდგომში, როდესაც აქტიურ სპორტს დაანებებენ თავს, არც ერთ მათგანს არ ჰქონდეს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნის პრობლემა.

სხვათა შორის ბევრი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა ოპოზიციის მიმართ მინდა გავიზიარო.

მე ვიზიარებ გიორგი ჩახვაძის მოსაზრებას საშუალო ფენის შექმნისა და მის დაცვასთან დაკავშირებით.

იმასაც ვეთანხმები, რაც გიორგიმ - ახლადშექმნილ საშუალო ფენას ამ ეკონომიკური კრიზისის დროს უკვე შეექმნა სერიოზული პრობლემები, მაგრამ ეს ფენა წარმოიქმნა ამ ბოლო წლების განმავლობაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ფენა, ჩვენი საზოგადოების საფუძველი არ დაზარალდეს.

რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა, როდესაც თბილისის ცენტრში ზოგიერთ მა ბანკმა თანამშრომლების რაოდენობა 10 პროცენტით შეამცირა, ზოგმა კი 20-30 პროცენტით. ბანკებმა სამსახურიდან კვალიფიციური თანამშრომლები გაუშვა.

ბავშვი ნაბან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ და ამ პრობლემიდან გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. საშუალო ფენა შეიქმნა და ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ფენის გასაძლიერებლად.

ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ იუსტიციის საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელია.

რამდენადაც ვიცი, ნიკა ლალიაშვილი აქტიურად მუშაობს. მინდა გაგახსენოთ, რომ მე, როგროც საქართველოს პრეზიდენტი, არც ერთხელ არ ვყოფილვარ იუსტიციის საბჭოს სხდომისთვის თავმჯდომარე. ამას შეგნებულად ვაკეთებ, თუმცა ჩემი წინამორბედი ხშირად თავმჯდომარეობდა მას. იმის მიუხედავად, რომ სასამართლო რეფორმები ძალიან მაინტერსებს, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი ინიციატივა იყო, მაინც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ამაში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას.

ბატონი კოტე კუბლაშვილი დამეთანხმება, რომ მაშინ, როდესაც მოსამართლეთა ფიცის მიღების კონსტიტუციური მოვალეობა მქონდა, ამ პროცესს თვეობით ვაჭიანურებდი. ამას სიზარმაცის ან სხვა რაომე მიზეზით კი არ ვაკეთებდი, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტთან მათ მინიმალური შეხება ეგრძნოთ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ერთხელ მაინც დამირეკია ან კუბლაშვილთან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან რაიმე საქმეზე.

კოტე კუბლაშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია, ისევე როგორც გიორგი პაპუაშვილი მაგრამ მათი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ჩვენ ურთიერთობა პრატქიკულად აღარ გვაქვს.

მე აღარ ვიქნები პრეზიდენტი და ეს მოხდება 2013 წელს, მინდა დავაწყნარო გიორგი თარგამაძე, რომელიც სხვა ღირსეულ კანდიდატებთან ერთად ფიქრობს 2013 წელზე.

მე 2013 წლამდე შევასრულებს ჩემს მოვალეობას და შემდეგ იქნება ახალი პრეზიდენტი რომელიც მოვა დემოკრატიული არჩევნების შედეგად. მაგრამ მანამდე უდნა შევქმნათ სისტემა, რომ ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, სისტემას უნდა ჰქონდეს დაცვის ისეთი გარანტიები, რომელიც გარედან ჩარევის შესაძლებლობას არ დაუშვებს.

მე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ ჩავრეულვარ სასამართლოს მუშაობაში. ასევე ვისურვებ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომ სურვილის შემთხვევაშიც ვერავინ ვერ ჩაერიოს.

ეს არის ხელისუფკების შტოების გაყოფის ინსტიტუციონალიზაცია. მზად ვარ, რომ ამ საქმეში თქვენთან ბოლომდე ვითანამშრომლო.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მოქლაქეს ჰქონდეს დაცვის საშუალება და სამართლიანობის განცდა. როცა ვლაპარაკობთ მოსამართლეთა დისციპლინარულ დევნაზე, უნდა შეგახსენოთ, რომ 30 ზე მეტი მოსამართლე დავაპატიმრეთ ქრთამით ხელში კორუფციის ბრალდებით.

ჩვენ არავის არაფერს არ ვპატიობთ. რა თქმა უნდა, დაჭირდება დრო სანამ ჩამოყალიბდება ტრადიცია.

ამიტომ შემოვიღეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოება ამას შეძლებს. ბევრმა ევროპულმა საზოგადოებრიობამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. ქართველებმა ისეთი საოცარი სამოქალაქო თავდადება და სიმწიფე აჩვენეს ყველაზე ცხელი ომის პირობებში, რომ ეს საზოგადოება ამ გამოწვევას აუცილებლად გაუმკლავდება.

აქ დასმული კითხები შეეხებოდა პატიმრებს, მათ პირობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ნამდვილად არ მსიამოვნებს, როდესაც ადამიანი ხვდება საპატიმროში. ჩვენ პატარა საზოგადოება ვართ და საქართველოს მოქალაქეები გვყავს ისედაც ცოტა, მითუმეტეს იმისათვის, რომ ციხისთვის გავიმეტოთ და აქტიურ ცხოვრებას ჩამოვაშოროთ.

მინდა ისიც ვიცოდეთ, სამეზობლოში და შესაძლოა, მსოფლიოში ჩვენ აბსოლუტური რეკორდსმენები ვართ შეწყალებების და ვადამდელი გათავისუფლების მხრივ, ეს სიტუაცია არ არის მთლად უსაფრთხო და ამის ინიციატორი ვარ მე.

რაც არ უნდა დამაბრალონ, ამის ინიციატორი ვარ მე და უკვე გამოვუშვით კიდეც რამდენიმე ათასი პატიმარი. მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა წინა წელს სულ გამოუშვა 7 კაცი, არადა მოსახლეობის რაოდენობით სად რუსეთი და სად ჩვენ!

ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელსაც მშვიდი ცხოვრება სურს, დედები, რომლებსაც გაკვეთილებიდან წამოსული შვილებისთვის უსაფრთხოებას ითხოვს.

ერთ მხარეს დგას ჰუმანიზმის პრინციპი, რომლითაც ადამიანს გამოსწორების და თავისუფლების პირობებში არსებობის საშუალება უნდა მივცეთ, ხოლო მეორე მხარეს საზოგადოების დაცულობის.

მე ამნისტიას ხელი მოვაწერე 2007 წელს და პატიმრის გათავისუფლებიდან 2 დღეში ჩავედი წალენჯიხაში, სადაც ჩემი ხელმოწერით გაშვებულმა პატიმარმა გააუპატიურა და მოკლა 72 წლის ქალი.

ამიტომ მინდა გია თორთლაძეს და სხვებს შევახსენოთ, რომ ეს ღონისძიება დიდ პასუხისმგებლობას ითხოვს.

ამას უნდა მივუდგეთ როგორც სახელმწიფო და არა ისე, რომ ვიღაცამ იყნოსოს, მთავრობა ვიღაცის გულის მოგებას ცდილოს და მოდი "მივაწვეთ", იქნებ ვინმე შეიწყალოს და სია შევუცუროთ, ასე აღარ იქნება!

ჩვენ უნდა ვიყოთ ჰუმანურები, მაქსიმალურად სულგრძელები, ამიტომ, დიმიტრი შაშკინმა პირველი, რა პირობაც დამიყენა და მე ეს მთლიანად მივიღე, იყო პრობაციის სამსახურის შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობაში ასეთი ხალხი მოდის, რომელშიც პრატქიკულად ცვლილება არ განხორციელებულა თუ არ ჩავთვლით პრემიერის იძულებით წასვლას.

შაშკინის პირობა იყო პრობაციის სამსახურის შექმნა. მივცეთ ადამიანს საშუალება ალტერნატიული სასჯელით მოახდინოს საზოგადოებაში ჩქარი დაბრუნება. მე ამას მივესალმები და მთლიანად ვუჭერ მხარს.

მინდა ასევე იმ ინიციატივებზე ვისაუბროთ, რომლებიც აბსოლუტურად მისაღები იყო ჩემთვის.

მაგალითად, სტატისტისტიკის დეპარტამენტის ცალკე გამოყოფა ეს იყო ანტიკრიზისული საბჭოს ინიციატივა. მე ასევე შემიძლია არ დავეთანხმო მას პენიტენციურ პოლიტიკაში, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტმაც და მთავრობამაც ეს პოზიცია გაიზიარა. ასევე მინდა მივიღო გიორგი თარგამაძის შემოთავაზება, უშიშროების საბჭოს კონცეფციისა და უშიშროების მექანიზმების დახვეწის თაობაზე.

ეს თანამდებობა ჯერ კიდევ შარშან შევთავაზე ერთ-ერთ ოპოზიცონერს, რომელიც ტელევიზიით ხშირად გამოდიოდა, ახლა ის ამ დარბაზში არ ზის, რადგან ამაზეც უარი თქვა. მას ისიც შევთავაზე, რომ მიგვეღო კანონი, რომლითაც ამ თამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მას ვერავინ ახლებდა ხელს და ჩვენი გადაწყვეტილებების გაკონტროლების საშუალება მიეცემოდა. ამ თემაზე მე თქვენთან საუბარი არ მქონია, მაგრამ ვიღებ თქვენს წინანდადებას და მზად ვარ, კანონის ფარგლებში დავაკანონოთ. ასევე მზად ვარ, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას თქვენი წარმომადგენელი დავუშვა. ჩვენ არვისგან არაფერი არ გვაქვს დასამალი და არ გვინდა, ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რაიმე წყდება ხალხის ზურგს უკან. ნებისმიერ, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც არის-ხოლმე მომენტები, როდესაც პრეზიდენტმა და მთავრობამ სწრაფ გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა უნდა იკისროს. რა თქმა უნდა ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე.

ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ ყოველთვის, როცა საშუალება იქნება, საშუალება კი არის უმეტეს შემთხვევაში, ვიყოთ გამჭვირვალე, დ თქვენ ჩაგრთოთ ყველა ამ საკითხის განხილვისას.

ორიოდ სიტყვით მსურს გამოვეხმაურო ომის თემატიკას.

აქ გაისმა ფრაზამ "დამარცხებული ომი". ომში დამარცხებული ან გამარჯვებული ირკვევა მაშინ, როდესაც ომი დამთავრებულია.

არაფერი არ არის დამთავრებული საქართველოში და თავს ნუ მოვიტყუებთ.

ომში დამარცხებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც არის გამარჯვებულიც. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ რუსეთი ამ ომში გამარჯვებულია?

მე შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობა ნამდვილად დამარცხებულია ყველაფერში, რომელთაც პრაქტიკულად თავზე დაასვეს საოკუპაციო ჯარი და ისინი რუსეთის აგრესიული სამხედრო სისტემის უაზრო დანამატად აქციეს.

პატარა ერებმა ამას შეიძლება ვერ გაუძლონ, საქართველომ კი მსგავსს გამოწვევებს ათასწლეულების განმავლობაში გაუძლო. გაუძლებს თუ არა ამას 45 ათას კაციანი ერი, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თუ რუსეთმა ეს ომი მოიგო, რატომ არის რომ 150 მილიონს ხარჯავს ჩვენს წინააღმდეგ პროპაგანდაზე? რატომ გვებრძვის ისევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც თავის დროზე რეიგანს ებრძოდა საბჭოთა კავშირი?

მთელი მათი რესურსები


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)