Google+

სიახლეები

10.04.2009
ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ახალ ენერგეტიკულ პროექტს მოაწერეს ხელი

პრეზიდენტის კანცელარიაში ენერგეტიკის მინისტრმა და თურქული კომპანია "ურბან ენერჯის" წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ფარავანზე ახალი ჰიდროექლექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი პროექტი ფარავნის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად რეგიონში დასაქმების პრობლემას გადაჭრის და გრძერლვადიან პერსპექტივაში საქართველოს ენერგო უასაფრთხოების გარანტი იქნება.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარი გააკეთა.

"მივესალმები ამ პროექტის ავტორებს.

მინდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს ისტორიული მომენტია.

მრავალწლიანი მომზადების შემდეგ და ენგურის მშენებლობის შემდეგ საქართველოში აღარ აშენებულა ახალი ჰიდროელექტროსადგური.

დღევანდელი ხელმოწერით უახლოეს თვეებში, დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოში ჩვენ ვიწყებთ სრული მაშტაბით პირველი დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.

ჩვენ ვიწყებთ ენერგეტიკის შემდგომ განვითარებას.

უახლოეს 4 წელიწადში, მე და ჩემი მთავრობა საქართველოში ავაშენოთ ახალი მაშტაბის ჰიდრორესურსის მსენებლობას ვაპირებთ, რომელიც იქნება ენგურის ენერგოსადგურის ტოლი.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ მოეხსნება ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემა.

ჩვენ აღარ ვიქნებით ძირითადად დამოკიდებული იმპორტზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ენერგია იქნება იაფი,უსაფრთხო და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანია იმით, რომ უახლოეს პერიოდში აქ დასაქმდება ათასობით ადამიანი.

ჯავახეთი, ასპინძა, ახალციხე, ნინოწმინდა, რომელებიც ფარავნის გარშემოა, ყველაზე დიდი უმუშევრობა იყო. იქ, თურქებთან და აზერბაიჯანეებთან ერთად დიდ რკინიგზას ვაშენებთ.

ეს შეაერთებს ჩრდილოეთ ჩინეთის რკინიგზას ევრპოულ რკინიგზასთან.

ეს რკინიგზა შენდება, ეს არ არის პროექტი. იქ ხალხი დასაქმებულია.

ვაშენებთ 2 დიდ გზას. ერთი გზა დასრულდება მომავალ წელს და ახალქალაქს თბილისთან დააკავშირებს.

ეს ისტორიული მშენებლობაა, იმიტომ, რომ მოწყვეტილი ჯავახეთი თანამედროვე გზით დაუკავშირდება თბილისს."

მეორე გზა დააკავშირებს ამ რეგიონს ბათუმთან.

ახალციხეში დაიწყო ძალიან დიდი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა.

ეს არის უცხოური ინვესტიცია, აქ დასაქმდა ათასობით ადამიანი.

ამ რეგიონში ორ წელიწადში სამუშაო ხელი არ გვეყოფა.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ხელი მოვაწერეთ 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას.

ეს ქარხნები უახლოეს კვირებში აეწყობა და ხალხი დაიწყებს მუშაობას.

ფოთში უკვე დაიწყო კომპანიების ჩამოყვანა.

ფოთში გავაკეთეთ 24 საათიანი წყალსადენი.

მთელი ეს რეგიონი ინფრასტრუქტურულად იქნება მზად იმისათვის,რომ ხალხი ბევრად უკეთესად ცხოვრობდეს.

მიუხედავად სიძნელეებისა, საქართველოს წელს აქვს შანსი

მიიღოს პოზიტიური ეკონომიკური ზრდა.

ნიკა გილაურს ჰქონდა შეხვედრა ქართველ ბიზნესმენებთან.

მათ აღნიშნეს, რომ იანვარი-თებერვალი იყო უკიდურესად ძნელი და მარტსა და აპრილში ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო.

მინდა განცახდება გავაკეთო გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. გუშინდელი დღე ჩვენი დმეოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გუშინ თავისი აზრი გამოხატა ისე, როგორც ეს შეეფერება დემოკრატიული მაღალი კულტურის მქონე, განვითარებულ ევროპულ ვეყანას.

მოხარული ვარ, რომ გუშინ ჩვენმა სახელმწიფო აპარატმა და ჩვენმა მოქალაქეებმა, პოლიტიკური სპექტრის დიდმა უმრავლესობამ

გამოიჩინა პოლიტიკრი სიმწიფე და პასუხისმგებლობით მიუდგა ამ საკითხს.

ყველანაირ პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება რისკები.

9 აპრილამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად იყო გაზრდილი სავალუტო ბირჟაზე დოლარზე მოთხოვნა იმის გამო, რომ იყო გაბერილი მოლოდინი 9 აპრილთან დაკავშირებით.

საზოგადოება, ბიზნეს სექტორი მიხვდა, რომ საქართველო სტაბილური, მყარი, სწრაფად განვითარებადი დემოკრატიაა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

გუშინ ჩვენი მეგობრები სპეციალურად ჩამოვიდნენ ამ დღის გასაშუქებლად, მათ სჯერათ საქართველოს მომავლის.

ყველა ეს ინვესტიცია ქართული ოჯახებისთვის ნიშნავს საქართველოს მრავალეთნიკური მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემას.

მინდა ვუთხრა იქ შეკრებილ ხალხს, იმ ხალხს, რომელიც გამოხატავს დემოკრატიულ პროცესს - ჩემთვის მნიშვნელოვანია თითეული იმ მოქალაქის აზრი, რომელიც გამოხატავს თავის პროტესტს.

მე გულთან მიმაქვს თითეული მათგანის გაჭირვება, თითეული მათგანის პრობლემა,მოლოდინი და იმედები.

კარგად ვიცი, რომ ჩვენ ქვეყანაში დიდი გაჭირვება და სიღარიბეა, რომელიც გააღრმავა ომმა და კრიზისმა.

დღეს ჩვენი მოქალქეები ამ გაჭირვების გამო გაბრაზებულები არიან.

მინდა გითხრათ,რომ მეც ძალიან შეშფოთებული ვარ ამ გაჭირვების, ამ პრობლემების, ეკონომიკური სიდუხჭირის და იმ უსაფრთხოების პრობლემების გამო, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.

ამ ყველაფრის გადალახვა არ არის იოლი და ის მოითხოვს დიდ შრომას.

ყველაზე მეტად ეს მოითხოვს ყველა მოქალაქის ერთიანობას,

დიალოგს და ერთად ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხმგებლობის გაზიარებას.

ჩვენის მხრიდან ყოველთვის იყო გამოხატული მზაობა დიალოგისთვის.

ყველაზე ადვილი განხეთქილება და დაპირისპირებაა, ყველაზე ადვილი ულტიმატუმებით ლაპარაკია.

რთულია ერთად მუშაობა, თანამშრომლობა, წყენის დავიწყება და ერთმანეთის მოსმენა.

დღეს, როდესაც ჩვენ ქვეყანას უჭირს,

სხვა ალტერნატივა თუ არ ადიალოგი და პასუხიმგებლობის გაზიარება, არ გაგვაჩნია.

ახლა არის დრო, როდესაც ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და მოვუსმინოთ ერთმანეთს,

გავიზიაროთ ერთიანი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და დავეხმაროთ ჩვენ ხალხს.

ჩვენ მზად ვართ ყველასთან ვისაუბროთ." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)