Google+

სიახლეები

18.05.2009
მიხეილ სააკაშვილი წინანდალში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინანდალში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

"დღეს ჩვენ საპარლამენტო უმრავლეოსობის გასვლითი შეკრება გვაქვს.

ბატონმა გია არსენიშვილმა, რომელიც კახეთზე საუბრით არ ასვენებს არავის, კარგად იცის, თუმცა მინდა დანარჩენებსაც გითხრათ,

რომ ორი საათი დაგვჭირდა თელავში ჩამოსვლამდე, აგვისტოში რთველის დაწყებისთანავე დაიწყება დაპირებული გომბორის გზის მშენებლობა.

რეალურად, თელავი გახდება თბილისის გარე უბანი, ან პირიქით თბილისი გახდება თელავის გარე უბანი, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონის განვითარებას.

დავით ტყეშელაშვილმა მესტიის გზის მშენებლობის დაწყების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ამ დღეებში დავიწყებთ. მესტიამდე ერთ წელიწადში დავაგებთ ბეტონის გზას.

ეს ნიშნავს, რომ სვანეთში ათჯერ მეტი ტურისტი ჩავა, ვიდრე დღეს ჩადის. ხალხი პირიქით გადასახლდება იქით.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მსოფლიო კრიზისი იმისათვის, რომ შექვმნათ ახალი ქართული ინფრასტრუქტურა.

რთველში ჩვენ ხალხს, წელს კიდევ უფრო უნდა დავეხმაროთ.

ჩვენ გვაქვს მსოფლიო ღვინის ბაზარზე გასვლის პერსპექტივა.

წელს შეგვიძლია გავყიდოთ იმდენივე ღვინო, რამდენსაც ვყიდდით რუსეთის ემბარგომდე. ამისათვის უნდა შევინარჩუნოთ ვენახი.

მე შევხვდი ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს.

აშშ კონგრესში დაიწყო მოძრაობა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებისაკენ.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადასახადების გარეშე შევალთ ამერიკის ბაზარზე.

მეფის მოწვევით ვიყავი იორდანიაში. ჩვენ ბევრად უკეთესი პერსპექტივები გვაქვს თუ ამას დროზე გავაკეთებთ.

საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი გახდა. ეს არის ევროპის პასუხი აგვისტოს ომზე.

ჩვენ ამ პარტნიორობის ფარგლებში მივიღებთ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან და თანდათან გადავალთ უვიზო მიმოსვლაზე.

ერთ-ერთი დადებითი რამ, რაც მსოფლიო კრიზისმა მოიტანა ჩვენთვის არის ის, რომ საგარეო ვაჭრობის ბალანსი გაგვეზარდა.

ხშირად გამოდის ჩემი წინა მორბედი და ჭკუას გვარიგებს, ეს იყო კაცი, რომლის დროს ყოველ წელიწადს საქართველოდან

მთავარი საექსპორტო პროდუქტი იყო ჯართი.

პირველი წელია, როდესაც ჯართი მთავარი მაჩვენებლიდან ჩამოვარდა. საქართველო გამნიავებელი ეკონომიკის ქვეყნიდან გადავიდა აღმშენებლობით ეკონომიკის ქვეყანის რიგში.

ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ.

სენაკში იყო საოცარი ჩარხმშენებელი ქარხანა.

მთელი ეს ჩარხები საზეიმოდ დაჭრეს და გაყიდეს. ვინც დააპრივატა ის მივიდა ეკონომიკის სამინისტროში გადაიხადა ქრთამი,

დააპრივატა ქარხანა, მერე ეს ქარხანა გაყიდა და იყიდა 50000 დოლარიანი მერსედესი და კმაყოფილი დადიოდა.

ყველა საკონსერვო ქარხანა დაიჭრა და გაჩანაგდა.

ეს ხალხი უნდა გვარიგებდეს დღეს ჭკუას და ეს ხალხი უნდა ითხოვდეს უკან დაბრუნებას. ჯართის ჩაბარება თუ ვინმეს უნდა ,ძალიან ბევრი გალიებია და მშვენივრად გამოდგება.

ჩვენი პროდუქცია აწი შექმნის პროდუქციას და გავა საექსპორტო ქვეყენებში.

ქართულ საზოგადოებას აღმოაჩნდა განსაკუთრებული სიბრნე იმისა, რომ არ წამოეგო არც ერთ პროვოკაციას, რომელიც იგეგმებოდა საქართველოს შიგნით და საქართველოს გარედან.

ქართული საზოგადოება, რომელსაც ძალიან უჭირს და აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი არის ოკუპირებული ძალიან აგრესიული და ძალიან საშიში ძალის მიერ.

ჩვენ გვყავს ასობით ათასი ლტოლვილი საქართველოში.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენს საზოგადოებას აღმოაჩნდა სიბრძნე, გამბედაობა და თავშეკავება, რომ არ წამოგებოდა არც ერთ პროვოკაციას.

ჩვენ ყველანი ვალში ვართ ჩვენი საზოგადოების წინაშე. არის კარგი დიალოგი პარლამენტის შიგნით, ოპოზიციის წარმომადგენლების რაოდენობა შედარებით მცირეა.

ყველანაირი დიალოგი უნდა ხდებოდეს პარლამენტის შიგნით, ასე ხდება ყველა ცივილიზებულ ქევაყნაში. ყველაზე მტკივნეულ წერტილებზე გვიტყამს საპარლამენტო ოპოზიცია.

რამდენჯერმე ძალიან გავბრაზდი იმის გამო, რომ ჩავრთე ტელევიზორი და რომელიღაც საპარლამენტო ოპოზიციონერს მოვუსმინე, ის ამბობდა, რომ ამადა ამ სამინისტრომ უგულველყო ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანების ინტერესებიო. მართლაც ზუსტად ურტყამენ წერტილში.

მთავრობას სჭირდება სერიოზული საპარლამენტო კონტროლი. რადიკალურ ჯგუფებს შორის მაინც გამოიკვეთა სხვადასხვა ფიგურები,

მათ შორის, ისინი, ვინც უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს, უფრო რეალისტურაად აფასებენ სიტუაციას,

მაგრამ სხვადასხვა ხალხი არსებობს.

არსებობს ხალხი, ვინც თვლის, რომ უკან დასახევი გზა არ არის.

კიდევ კარგი სერიოზულად არავინ არ იღებს მოწოდებებს.

ოპოზიციის მოწოდებებმა ძალიან დააზარალა არა საქართველოს მთავრობის წევრების კომფორტი. ვისაც უნდა შეუძლია ტყუილები დაიჯეროს.

ამ რეზიდენციაზე ამბობდნენ ორი წლის წინ, რომ სააკაშვილმა ჩაიდო ჯიბეში. აი ნათელი მომენტი, რომ ტყულს მოკლე ფეხები აქვს.

საქართველოს მთავრობას იმდენი პრობლემა აქვს, რომ მათი ჩამოთვლა რომ დაიწყონ, არ ეყოფა არც ერთი საეთერო დრო.

ჩვენ როგორც წესი გვირტყამენ სხვა კუთხით. ხანდახან მგონია, რომ უცებ, რომ რომელიმე რადიკალურმა მხარემ შეამჩნიოს საქართველოს მთავრობა წყალზე ფეხით დადის, იტყვის, რომ წყალზე დადის ფეხით, რომ ცურვა არ იციანო და ამაზე გაგვაკრიტიკებენ.

საქართველოში ჩამოყალიბდა საშუალო ფენა, რომელსაც არაფერში არ აწყობს დესტაბილიზაცია. საგადასახადო სისტემა ამოიქაჩა ისევ, ინვესტიციებმა დაიწყეს შემოსვლა.

გაჩერებული იყო საავადმყოფოების ძალიან ბევრი პროექტი ამ მოვლენების მოლოდინში.

გუშინწინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს ფული შემოვა საქართველოში.

ხალხი დასაქმდება მშენებლობაზე და ჩვენ ექიმებს შეექმნებათ უკეთესი პირობები.

ტყიბულში გავხსენით გამამდიდრებელი ქარხანა.

ადრე გამდიდრება ხდებოდა ასე, შალიკია, რომელიც ერთ-ერთი დამფინანსებელია ყველაფერ ამისა, რაც ხდება საქართველოში,

მაშინ დადგა ფარდული, უთხრათ, რომ ეს ქარხანა არის მაგრამ შიგნით არაფერი არ არის. სოფელ მუხურაში, რომელსაც არასოდეს არ ქონდა გზა,

ტრაქტორები გადაატარა, ვითომ გაასწორა.

რევოლუციას რომ არ მოესწრო, შალიკიანი ბოლომდე შეჭამდა ტყიბულს და ტყიბულელებს.

ეხლა ყველანი ცდილობენ რამენაირად უკანა კარებიდან ისევ უკან მოაჯდნენ ამ ყევლაფერს. ნურას უკაცრავად, საქართველო უკვე სხვა ქვეყანაა.

ჩვენ ვართ უკვე სახელმწიფო. თუ ვინმეს მოენატრა შევარდნაძე, შეუძლია კრწანისში მივიდეს და ნახოს.

საქართველო დღეს უკევ სხვა ეპოქაშია.

ჩვენ შევინარჩუნეთ საბანკო სისტემის სტაბილურობა.

ჩვენ ბანკებს უნდა შეუწყოთ ხელი, რომ მეტი კრედიტი გავცეთ.

ჩვენ ყევლაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ინვესტიციების ჩადება გაგრძელდეს.

უცხოელი მოდის და ფულს დებს იმაში, რომ ქართველები დასაქმდნენ. აშენდა უზარმაზარი სასტუმრო ბათუმში, საუკეთესო მთელ შავი ზღვის რეგიონში.

რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს იქ, იტალიელები, რომ მუშაობენ თავის სასტუმროებში ამით მათ ნაკლები ღირსება აქვთ თუ რას ნიშნავს!

ეს ხალხი არჩენს საკუთარ ოჯახს და ანვითარებს საკუთარ ქვეყანას.

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ექსპორტის განვითარება.

უნდა შევძლოთ მინიმალური დანაკარგებით გადავიტანოთ ეს მსოფლიოს კრიზისი. კრიზისმა მოახდინა ჩვენზე გავლენა, მაგრამ კრიზისი რეალურად საქართველოში არ შემოსულა.

ჩვენი დეპუტატი გუნავა ამბობდა, რომ რაც კეთდებოდა კომუნისტების დროს ხუთ წელიწადში, ეს კეთდება ეხლა ერთ წელიწადში სამეგრელოში.

კახეთში ყოველთვის პრობლემა იყო წყალი.

ახლა ყველა სოფელში გადის წყალი.ნაცვლიშვილმა ბევრი იმუშავა ამაზე.

პეტრე ცოსკარიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა და გიორგი ღვინიაშვილიც ძალიან ბევრს აკეთებს. ამას წინათ, ქობულეთში ერთ-ერთ სოფელში აგვყავდა გზა. იქ ვნახეთ ასფალტის ნიშნები, იქ როდესღაც ასვალტი იყო. ეხლა ბეტონის გზა ადის. რამდენიმე სოფელი, რომლებსაც ჩვენ ვაერთებთ გურიას და სამეგრელოს ერთ-ერთი გზით,

გადის ყველაზე ნაყოფიერ მიწებზე ამ რეგიონში.

ბოლო კვირებში ჩვენ ვანხეთ, რომ ქუჩის და ექსტრემიზმის პოლიტიკა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ბარდება წარსულს.

ვისაც თავის ქვეყანა უყვარს, ვინც ვიღაცას ყურებით არ ჰყავს დაჭერილი, ის რათქმაუნდა იქნება დიალოგის მომხრე.

ფეხის ბაკუნით ქვეყნის არევა და იარაღის ბრაგუნით არავის არ გამოუვა.

ჩვენ ვმუშაობთ საკონსტიტუციო კომისიაზე და საკონსტიტუციო კომისიის მიზანია, ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ეფექტური საპრეზიდენტო ინსტიტუტი.

ქრთამებით საქმე უკვე აღარ წყდება სასამართლოში.

ჩვენ დავნიშნეთ ბევრი კომპეტენტური მოსამართლე, რომელიც ინსტიტუციურად არის დამოუკიდებელი.

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ შევქმნათ კარგი საარჩევნო სისტემა. როცა დავითვლით ხმებს და ვაღიარებთ შედეგებს.

ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ, რომ არჩევნები ყოფილიყო სამართლიანი. მაშინ როცა პოლიტიკოსები შევთანხმდებით, რომ ამ კონსტიტუციას ვეთანხმებით, ამ საარჩევნო სისტემას ვემხრობით, ყველანი თანახმა ვართ,რომ ეს დამკვირვებლები საკმარისია იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს, მერე პოლიტიკური პროცესის განმუხტვისითვის და გაჯანსაღებისთვის არჩევნებიც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

ჩვენი ამოცანაა შევჯერდეთ დიალოგის გზაზე. ჩავრთოთ ყველაზე რადიკალური ჯგუფები და ყველაზე პატარა ჯგუფებიც კი საერთო პროცესში.

როცა ჩვენ ამ ყველაფერს შევძლებთ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ს სექმნა კავკასიაში.

რა განსხვავება იყო ჩვენსა და ბალტიისპირეთს შორის. ბალტიის რესპუბლიკებში როცა რუსები შევიდნენ ტანკებით, მათი მებაჟეები შეიარაღებული იყვნენ რეზინის ხელკეტებით.

მათ შეგნებულად არ აიღეს იარაღი იმიტომ, რომ მერე ეს იარაღი გამოყენებული იქნებოდა შიდა ომისთვის და სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. საქართველოს ეხლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება ახალი სისხლი.

საქართველოს სჭირდება ერთიანობა, დიალოგი და განვითარება.

ეს არის ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე. ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებითაც წასვლას.

როცა ჩვენ მოუვლით ეკონომიკას და მინიმალურზე დავიყვანთ დამანგრეველი კრიზისის შედეგებს, ჩვენ წავალთ განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოში ეს რადიკალური ჯგუფები გამოიყურებიან უკიდურესად ცუდად, მაგარმ ეს ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს იმიტომ,

რომ ეს ქვეყანაზე მოქმედებს ცუდად.

ჩვენ უნდა ვიყოთ თანამედროვე ცივილზიებული ევროპული სახელმწიფო. ამას ჩვენ მივაღწევთ მუდმივი დიალოგით.

მე მინდა განსაკუთრებით მადლობა ვუთხრა საპარლამენტო უმცირესობას. გათვლა იმაზე, რომ უმარვლესობის ერთიანობა შეირყევა,

იყო ილუზია, რომ პოლიციაში მოხდებოდა განხეთქილება.

იყო ილუზია, რომ ჯარში მოხდებოდა განხეთქილება,

მაგრამ არ მოხდა. ორი და სამი ოფიცრით არ იზომება არაფერი. კიდევ ერთი ტალღა გადაიარა საქართველომ.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთიანი სახელმწიფო.

შამილი დაამარცხა ამ მამულის მეპატრონემ.

ეს იყო ინსტიქტი, რომ კავკასიელები ერთმანეთს უნდა აჩხუბო.

მტერმა იცის რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებას მთლიანად გარშემო წარმატებისათვის და ახალი რეალობის შექმნისთვის.

ჩვენი ბრძოლა არ დამთავრებულა, ჩვენი ბრძოლა გრძელდება და მივა საბოლოო გამარჯვებამდე.

მე არასოდეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)