Google+

სიახლეები

09.12.2009
საქართველოს პრეზიდენტი ბონში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტმა ბონში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე კონგრესს სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის ფასეულობებზე და ევროკავშირის როლზე გაამახვილა ყურადღება.

მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპული ფასეულობები და ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოს არჩევანია.

პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობაც მიმოიხილა, ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და განაცხადა, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის მიუხედავად, რომელიც დღესაც გრძელდება, საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და განვითარების გზიდან არ გადაუხვევია.

"ვფიქრობ ევროპის სახალხო პარტია არის უფრო მეტი, ვიდრე ინდივიდების გაერთიანება . ეს არის ოჯახი, რომლემაც 2 წლის წინ ჩვენ ძალიან თბილად მიგვიღო.

ევროპის ხალხის პარტია, რომლის ღირებულებებია დემოკრატია, თავისუფლება და სოლიდარობა, ევროპული პროექტის რეალური გამოძახილია, რომელმაც 20 წლის წინ დაანგრია ბერლინის კედელი,

მოაწყო ხავერდოვანი რევოლუციები, რომლებმაც ხელი შეუწყო ევროპული გაერთიანების გარადქმნასა და გაფართოებას. ევროკავშირის გამარჯვება არის გამარჯვება ევროკავშირის ყველა წევრი თუ არაწევრი ქვეყნისთვის.

სწორედ ამიტომ ლისაბონის ხელშეკრულების შესრულება იყო გამარჯვება ჩემი ქვეყნისთვისაც. მინდა დღეს აქ ვისაუბრო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.

ძვირფასო მეგობრებო, დღეს საქართველო, ისე როგორც არასდროს, ეძებს, სურს და სჭირდება ევროპასთნ ინტეგრაცია.

საქართველო პრაქტიკულად ოკუპირებულია და ითვლის ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს. თითოეული მათგანი რუსული ეთნიკური წმენდის მსხვერპლია.

ევროპული სამშვიდობო მისიის არსებობა ჩვენს ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ვფიქრობ, რომ ერთდ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.

სრულად უნდა შესრულდეს 2008 წელს საფრანგეთის მიერ შედგენელი დოკუმენტი ცეცხლის განუახლებლობის შესახებ.

საქართველოს არ სურს იყოს მხოლოდ ევროპული უსაფრთხოების მომხმარებელი , ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპულ უსაფრთხოებაში.

ომის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს დემოკრატია დასრულდა, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები დღემდე დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ.

ჩვენი ერთობლივი ღირებულებები თავისუფლება და სოლიდარობაა.

დღეს საქართველოს ისე სჭირდება ევროპისა და ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერა, როგორც არასდროს,რადგან საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

ერთი წლის წინ მათ სამხრეთ ოსეთში სეპარატისტულ დაჯგუფებებთან ერთად ეთნიკური წმენდა მოაწყვეს და მოსახლეობის დიდი ნაწილს საკუთარი სახლების დატოვება აიძულეს.

რამდენიმე დღის წინ კი, მათ 4 მოზარდი ე.წ.საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს და აბსურდული ბრალდებები წაუყენეს.

მსგავსი აგრესიითა და პროვოკაციებით მათ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის განადგურება სურთ, თუმცა საქართველო არსებული პრობლემების მიუხედავად დემოკრატიის მშენებლობას

განაგრძობს და წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს. ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც მეტყველებს, რომლის თანახმად ,სააქართველო კორუფცისთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყნად დასახელდა.

მსოფლიო ბანკმა გვაღიარა ეკონომიკური რეფორმების მხრივ ლიდერად. ლიდერები ვართ ბიზნეს გარემოს თვალსაზრისითაც,რადგან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ოკუპაციის

პირობებშიც კი, საქართველო ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ჩვენ განვაგრძობთ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას.

მოხარული ვიქნებით, თუ ამ პროცესში ჩვენი ევროპელი პარტნიორები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. გრძელდება დიალოგი ოპოზიციასთანაც.

ჩვენ მათ შევთავაზეთ მონაწილეობა ცსკ-სა და უშიშროების საბჭოში. ჩვენი მიზანი უცვლელია, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, რისთვისაც თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)