Google+

სიახლეები

18.12.2009
საქართველოს პრეზიდენტი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

კოპენჰაგენში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას 200-მდე ქვეყნის ლიდერი დაესწრო. კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა.

"ქალბატონებო და ბატონებო!

მე ჩამოვედი საქართველოდან, იმ ქვეყნიდან, რომელიც ახლა ნაწილობრივ ოკუპირებულია ასჯერ უფრო დიდი ქვეყნის ჯარის მიერ.

ჩამოვედი იმ ქვეყნიდან, რომელმაც ეთნიკური წმენდა და ომის დანაშაულებები საკუთარ თავზე იწვნია.

ქვეყნიდან, სადაც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სადაც 500 000 იძულებით გადაადგილებული პირია.

ქვეყნიდან, სადაც ყოველწლიურად პროვოკაციები ხდება. მიუხედავად ყველა იმ ტრაგიკული გამოწვევისა, რომლის წინაშეც ჩემი ხალხი აღმოჩნდა და ჯერ კიდევ იმყოფება.

ყველა ეს გამოწვევა არ გვიშლის ხელს დავინახოთ უნივერსალური ჭეშმარიტება.

საქართველო არის პატარა და ოკუპირებული ქვეყანა,

თუმცა ძალისხმევას არ ვიშურებთ, ვუპასუხოთ კლიმატური ცვლილებების პრობლემებს.

საქართველო თავისი ელექტროპროდუქციის 80 პროცენტით ჰიდროენერგიაზეა დამოკიდებული.

ამ მხრივ, ჩემი ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფოა.

ჩვენ ვაპირებთ ენერგიის ექსპორტს მთელს რეგიონში.

ეს იქნება ეკოლოგიურად სუფთა ენერგია, რომელიც უსაფრთხოების მეტ გარანტიას მოგვცემს.

ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ექსპერიმენტებს და საქართველოში ბედნიერ დროს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, უკვე გამოიღო შედეგი.

შენდება ათობით სასტუმრო შავის ზღვის პირზე ათასობით ნომრით, მათი მომარაგებისას ჩვენ ელექტროენერგიის 90 პროცენტს დავზოგავთ წყალსადენებიდან ელექტროენერგიის აღებით.

იგივეს ვაკეთებთ ქარის ენერგიასთან დაკავშირებით.

ვატარებთ ექსპერიმენტებს მზის ენერგიასთან დაკავშირებით და ვაგრძელებთ ინვესტირებას ამ მიმართულებით.

მაგრამ არსებობს კლიმატისთვის ხელოვნურად შექმნილი გამოწვევებიც -ვგულისხმობ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში.

აფხაზეთში,სადაც საოკუპაციო რეჟიმი ზღვის სანაპიროს ჩამოქცევას ახდენს. ყველაზე გამორჩეულ ნაწილს ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე ანგრევენ.

ქვიშის ამოღება სოჭის ოლიმპიადისთვის ხდება. ოლიმპიური თამაშები უნდა იყოს მშვიდობისა და ადამიანური მისწრაფებების ზეიმი, თუმცა ის უკვე გადაიქცა ბუნების განადგურების მიზეზად.

ეროზიის პროცესმა გამოიწვია მეწყერები და კლიმატური ცვლილებები, რომლის შედეგებსაც უკვე ვიმკით.

აფხაზეთიდან უკვე გაიტანეს 30-ჯერ მეტი მასალა, ვიდრე თავიდან ჰქონდათ დაგეგმილი.

ეს საგანგაშოა, მაგრამ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ არ შეგვწევს ძალა უკანონობას აღვუდგეთ წინ, რადგან ოკუპაცია გღძელდება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ სრულდება.

მათ ჩემს ქვეყანაში დაბომბეს ბორჯომის ხეობა, ბორჯომის ტყეები მტრის ბომბებმა გაანადგურა. ეს შეგნებულად განხორციელებული ქმედება იყო,

რადგან საბრძოლო მოქმედებები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა.ეს პრობლემები აუცილებლად უნდა გადაიჭრას და ჩვენ მას ერთად უნდა აღვუდგეთ წინ.

მინდა მივმართო მათ, ვინც ჩემს ქვეყანაში გეკოციდი მოაწყო.

მათ, ვინც დაბომბა ბორჯომის ტყე და დააზიანა მინერალური წყლის სათავე. ეს წყალი ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია და ჩემმა კოლეგებმა ეს კარგად იციან.

ამ რესურსს რუსეთის შეიარაღებული ძალები კვირების განმავლობაში ბომბავდნენ. გარშემო არსებული ტყე სრულად იქნა განადგურებული,რუსული ბომბების მიერ.

დღეს პრეზიდენტმა სარკოზიმ თქვა და მეც სრულად ვეთანხმები, ჩვენ 24 საათი გვაქვს პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენ ან ვიპოვნით მოგვარების გზას, ან ყველა ვითამაშებთ მოკლევადიან თამაშს."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)