Google+

სიახლეები

24.03.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქვეყნის პირველი ლედი სანდრა ელისაბეტ რულოვსი სახელმწიფო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრნენ.

საქართველოს პრეზიდენტი მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან და რადას სპიკერთან ვლადიმერ ლიტვინთან გამართავს. ორი ქვეყნის ოფიციალური პირები ენერგეტიკის, ტრანსპორტის, უსაფრთხოებისა და სხვა დარგებში თანამშრომლობის შესახებ მთელ რიგ ხელშეკრულებებს მოაწერენ ხელს.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი უკრაინაში ორ დღეს გასტანს და 26 მარტს იგი საქართველოში დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)