სიახლეები
31.07.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. იგი მონაწილეობას მიიღებს შვედეთის ქალაქ ტალბერგში გამართულ კონფერენციაში, რომლის თემაა "სახელმწიფოს მშენებლობა - გლობალური საკითხების გადაჭრის გზები". მიხეილ სააკაშვილი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ქვეყნის პრეზიდენტი სამშობლოში 2 აგვისტოს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური