სიახლეები
30.08.2005
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1980 წლის აგვისტოს მოვლენების 25 წლის იუბილისა და მოძრაობა „სოლიდარობის" ჩამოყალიბებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთში გაემგზავრა. „სოლიდარობის" იუბილე ქ. გდანსკში საერთაშორისო კონფერენციით აღინიშნება და მას შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და „სოლიდარობის"დამფუძნებელი ლეხ ვალენსა, ასევე ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი დაესწრებიან.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური