სიახლეები
22.05.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სუამ-ის სამიტს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში გაემგზავრა, სადაც 22-23 მაისს დაგეგმილ სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტზე აღნიშნული ორგანიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციად ტრანსფორმაციის საკითხს განიხილავენ;
სუამ-ის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები ახალ წესდებას მიიღებენ და დეკლარაციას მოაწერენ ხელს.
სამიტზე განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას და ე. წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარებას შეეხება .
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 24 მაისს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური