სიახლეები
21.09.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება გუშინ ცხინვალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ცხინვალში მომხდარი ინციდენტის სრული გამოძიება ეუთოს სთხოვა. ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა.
მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებს ეუთოსთან აქტიურად თანამშრომლობა, სიმართლის დადგენა, დამნაშავეთა დასასჯელად ყველა სათანადო ზომის მიღება და ასევე შესაძლო კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით, სათანადო მექანიზმების შემუშავება დაავალა. პრეზიდენტმა სამედიცინო დახმარების ყველა სამსახურს დაჭრილებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ მითითება მისცა.
ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით, მოლაპარაკების (რომელსაც ოსური მხარე იანვარში გამოეთიშა) სასწრაფოდ განახლების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. პრეზიდენტის აზრით, მშვიდობიანი მოლაპარაკებები უპირობოდ უნდა განახლდეს. იგი გმობს ყოველგვარ ძალადობას და კვლავ აცხადებს, რომ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური