Google+

სიახლეები

30.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი კონრად ადენაუერის ფონდის  კონფერენციას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი კონრად ადენაუერის ფონდის მიწვევით, ბრიუსელში გამართულ კონფერენციას დაესწრო. ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
29.10.2013 საქართველოს პრეზდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები შეხვედრის დასასრულს, ლიდერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.
29.10.2013 საქართველოს პრეზდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა ბრიუსელში დღეს მიხეილ სააკაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. ხოსე მანუელ ბაროსომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა
28.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებრიობას მიმართა ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება. გუშინდელი არჩევნების შედეგი ჩვენთვის უკვე ცნობილია და, შესაბამისად, საპრეზიდენტო სასახლიდან ეს ჩემი ბოლო მიმართვაა საქართველოს საზოგადოებისადმი.
27.10.2013 საქრთველოს პრეზიდენტის მიმართვა "საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, რადგან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ემსახურება ყოველ ჯერზე დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში...
26.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ალვანში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გმირის წოდება ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გრიგოლ ფერაძეს, ამბროსი ხელაიას, ექვთიმე თაყაიშვილს, მიხაკო წერეთელს და გენერალ მაზმიაშვილს მიანიჭა.
25.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ყველანი მოვეგოთ გონს და ვიღაცის ჯინზე ნუ გავაფუჭებთ იმას, რაც წინა წლებში აშენდა. ნუ შევუყენებთ წყალს საქართველოს!“ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა
24.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ორ სხვადასხვა საქართველოს. იგი წარმოადგენს წარსულის საქართველოს, ხოლო მე თქვენთან ერთად წარმოვადგენ მომავლის საქართველოს...
23.10.2013 მთავრობამ თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის მშენებლობა შეაჩერა ბევრი ვიმუშავეთ და ძალიან დიდი ენერგია ჩავაქსოვეთ. მშენებლობა დღეს მთლიანად შეჩერებულია და არსებული ნაგებობების ამუშავება, პრაქტიკულად, მთლიანად საბოტაჟის ქვეშ არის.
22.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი: ზურაბ ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, რომელი დიდი პოლიტიკოსია მისი ძმა?! საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, „მითიურ“ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გააკეთა.
22.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად იმ ბინაში გადადის  საცხოვრებლად, სადაც 2004 წლამდე ცხოვრობდა საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი ლედი დიღმის #9-ში მდებარე სახლს ტოვებენ, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
22.10.2013 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს ზოგიერთი დეტალი ადმინისტრაციაში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსთან დაკავშირებით...
19.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ნათენაძეების ოჯახს ღირსების ორდენით დააჯილდოვა პრეზიდენტი ნათენაძეებს რაბათში ესტუმრა, ქვეყნის პირველი პირი მათი წარმოებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ მადლობა გადაუხადა ამ ენთუზიაზისთმის და ღირსების ორდენები პირადად გადასცა.
19.10.2013 საქართველო პრეზიდენტი მთავრობას  მოუწოდებს  აჭარაში შეჩერებული პროექტების განახლებისა და ინვესტორების დაბრუნებისკენ "კიდევ ერთი წელი რომ დაგვცლოდა, ჩავუყრიდით ისეთ მაღალმთიან აჭარას, რომელიც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ძალიან ბევრ მდიდრულ კურორტს აჯობებდა და ხალხს გაუმართავდა ხელს გარშემო."-განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა
17.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში თანამედროვე დიზაინის საბუნებისმეტყველო გიმნაზია დაათვალიერა პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა სკოლებში ქვეყნის გმირების ისტორიის ამსახველი სტენდები დაიდგმება. მიხეილ სააკაშვილმა, სიმბოლურად, პირველი სტენდი საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში თავად ჩამოკიდა.
16.10.2013 ჩერქეზული კულტურისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჩერქეზული კულტურისა და ადამიანის უფლებათა ცენტრირიგა, ლატვია პატი...
16.10.2013 ჩერქეზთა ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2013 წლის 30 სექტემბერი პატივცემულ მიხეილ სააკაშვილს,
საქართველოს&n...
15.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა მოწამეთობის დღესასწაული მოწამეთაში აღნიშნა მიხეილ სააკაშვილი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ დალოცა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ეკლესია აღდგა
15.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა ქვეყნის პირველმა პირმა დავით დემურია სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
13.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის ქართველობას შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა მათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი აქტები გადასცა და მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის.
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)