Google+

გამოსვლები და განცხადებები

05.01.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვართ ღირსებით აღსავსე საზოგადოება, რომელიც მიდის წინ!“ 

მოგესალმებით ყველას.

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ დღესასწაულებისა და დასვენების შემდეგ სამუშაო პროცესი გრძელდება.

საქართველოში დასაკარგი დრო არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, მთავრობას არც ერთი დღე არ შეუწყვეტია მუშაობა.

მარნეულის სამედიცინო ცენტრი უკვე გაიხსნა და პაციენტებიც მიიღო.  ჩვენ კიდევ უნდა გავხსნათ საავადმყოფოები.

მინდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს საავადმყოფოები, რადგან ეს არის თანასწორობის იდეის ხორცშესხმა.

ადრე სამკურნალოდ, მარეულიდან თბილისში უნდა ჩასულიყავი. მართალია, აქაც იყო საავადმყოფო, მაგრამ ძლიან დაბალი დონის.

თუმცა არც თბილისის საავადმყოფოები შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს - იქაც უნდა გეცადა ექთნისთვის, სანიტრისთვის, ექიმისთვის ჯიბეში ფული უნდა ჩაგედოთ,  გეხვეწა... ამის მიუხედავად, ადამიანი ხშირად მაინც ვერ იღებდა იმას, რაც სჭირდებოდა.

აქ მხოლოდ საავადმყოფოს არ ვათვალიერებ.

მთავარ მოედანზე დღეს ახალ, დიდ სუპერმარკეტს ვხსნით, ასევე პოლიციის ახლადგახსნილ შენობას დავათვალიერებთ; ასევე შენდება იუსტიციის ულამაზესი სახლი. ამას წინათ, სპორტდარბაზი, სპორტული ცენტრი და სპორტის სასახლე გავხსენით.

მოდით ვთქვათ, რომ ქართველების უმეტესობას მარნეული შორეულ, მესამეხარისხოვან, უსახურ ადგილად წარმოუდგენია - ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც.

დღეს მარნეული საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ხდება.

ვარდების რევოლუციის, ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია ის, რომ საქართველოში აღარ არსებობს მეორეხარისხოვანი ხალხი და ადგილი - საქართველოში ყველა ადგილი, ყველა ეთნიკური ჯგუფი, ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელი თანასწორია, რადგან ამ ქვეყანას ყველანი ერთად ვქმნით.

ეს არის ადგილი, სადაც ჩვენს ბავშვებს საუკეთესო პირობებში გავზრდით.

ქვეყანას ჯერ კიდევ უჭირს, მაგრამ ამის მიუხედავად, საუკეთესო სკოლები და საავადმყოფოები უნდა გვქონდეს, ყველგან  უნდა დაიგოს გზები, აშენდეს იმაზე უკეთესი შენობები, ვიდრე ჰოლანდიაში ან ამერიკაშია.

ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ.

ჩემო მეგობრებო, ვინც რა არ უნდა თქვას, ძველ წყობას აღარასდროს დავუბრუნდებით, მით უმეტეს, იმ დროს კარგი არაფერი ხდებოდა.

ძველი წყობა ასოცირდებოდა სიღარიბესთან, უთანასწორობასთან, გამოძალვასთან, მოსყიდვასთან და ფულის წართმევასთან; ეს იყო წყობა, რომელიც პირველ და მეორეხარისხოვან რეგიონებად ყოფდა საქართველოს კუთხეებს.

ასეთ საავადმყოფოში ადრე მხოლოდ მილიარდელები და მილიონერები მკურნალობდნენ. ჩვენ არც მილიარდელები ვართ და არც მილიონრები, მაგრამ გვაქვს ღირსება და გვჭირდება ჯანდაცვის საუკეთესო სისტემა, საუკეთესო განათლება და უკეთესი ცხოვრება.

ასეთ ცხოვრებას კი ყველანი ერთად შევქმნით.

დიდი მადლობა იმისთვის, რომ მამხნევებთ. ჩვენ ყოვედღიურად ვშრომობთ თქვენთვის.

იმის გამო, რომ მთავრობა ხალხზე ფიქრობს, ხალხს ემსახურება, კორუფცია მოსპო, ჩვენს ქვეყანას დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ სრულებითაც არ ვფიქრობ იმაზე, ვინ რას იტყვის. 

 სახელიმწიფო აპარატის და ყველა საჯარო სამსახურის წარმომადგენლები ყოველდღიურად  აანალიზებენ იმას, თუ რა გაუკეთეს ხალხს კონკრეტულ დღეს - რა გაუკეთეს თბილისელებს,  ბოლნისელებს, მარნეულელებს, ჩხოროწყუელებს და ყველა სხვა კუთხის წარმომადგენლებს.  

ეს უკვე დამკვიდრდა და წარსულში ვეღარავინ დაგვაბრუნებს.

ჩვენ ვართ ღირსებით აღსავსე საზოგადოება, რომელიც წინ მიდის. ჩვენ ვართ საზოგადოება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)