საქართველოს პრეზდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები
ევროკომისიის პრეზიდენტი - ჟოზე მანუელ ბაროზო
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო!
სიამოვნებით მივესალმებით პრეზიდენტ სააკაშვილს ევროპის კომისიაში.
დღეს ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ვითარდება.
განსაკუთრებით გავამახვილეთ ყურადღება ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტზე, სადაც ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, მათ შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის კომპონენტი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
ნება მიბოძეთ ღიად განვაცხადო: ევროკავშირი გეგმავს, რომ ვილნიუსის სამიტზე იყოს წინსვლა; წინსვლა, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს მცდელობებს გახდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრი.
ეს შესანიშნავი მიღწევა დაამტკიცებს საქართველოს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან.
ვილნიუსის სამიტი იქნება მხოლოდ დასაწყისი, თუმცა უმნიშნელოვანესი.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შევინარჩუნოთ საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები დროთა განმავლობაში.
მართლაც, პრეზიდენტ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს და ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ შემდგომში მოხდება ამ პროგრესის პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაცია.
ევროკავშირი მიზნად ისახავს განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა მის სტრატეგიულ ტრანსფორმაციაში და იმ გეგმების განხორციელებაში, რომლებიც გულისხმობს დემოკრატიას, ფუნტამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობას.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის საუკეთესო გზა ქართველი ხალხის გარანტირებული კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი ინტერესები უკავშირდება სწორედ საქართველოს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს.
ჩვენ პატივს ვცემთ ქართული დემოკრატიის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, რომ ვიზიარებთ ძირითად ღირებულებებს საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში.
საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული.
სასიცოცხლოდ მნიშველოვანია ის ფაქტი, რომ საქრთველო რჩება პლურალისტურ დემოკრატიად. მე დავარწმუნე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ყურადღებით მივადევნებთ თვალს საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ბატონი ტომას ჰამერბერგის მუშაობას.
ჩვენ მოველით, რომ საქართველო პატივისცემით მოეპყრობა ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა თავისუფალი და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღდეგებით შერჩევითი სამართლის ნებისმიერ ფორმას.
მე ასევე დავარწმუნე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში.
ევროპის კავშირი მკაცრად გმობს ბარიერებისა და ღობეების აღმართვას საქართველოს შიდა ადმინისტრაციულ ხაზებზე, რაც წარმოადგენს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. ყოველივე ამას უარყოფითი ზეგავლენა ექნება უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ასრულებთ საპრეზიდენტო ვადას და ჩვენ თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დღეს უფრო სტაბილური დემოკრატიაა, ვიდრე ადრე.
ჩვენ დავინახეთ ეს გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ევროკავშირმა უკვე მიულოცა გამარჯვება არჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარველაშვილს და უდიდესი წარმატება უსურვა ამ საპასუხისმგებლო საქმეში.
ახლა, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა დასასრულს უახლოვდება, მინდა მადლობა გადავუხადო მას მოღვაწეობისა და ასევე იმისითვის, რომ დაუღალავად შრომობდა ქართველი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის მისი დაუღალავი შრომისათვის. ასევე მსურს მადლობა ვუთხრა მას ევროკავშირთან მეგობრობისთვის.
მჯერა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქრთველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
მადლობას მოგახსენებთ ბატონო პრეზიდენტო.
ჩემთვის უდიდესი პატივია გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ვიმყოფებოდე ევროკომისიაში და პირადად თქვენთან, რადგან მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი როლის გამო, რომელიც 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, საქართველოს გადარჩენის თვალსაზრისით შეასრულეთ.
მადლობას მოგახსენებთ უწყვეტი მხარდაჭერისთვის ჩვენი დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და თქვენი გულითადი ძალისხმევისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ქვეყნების ევროპაში ინტეგრირების საქმეში.
დიდი მადლობას გიხდით იმ ენერგიული ძალისხმევისთვის, რომლის წყალობითაც „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ შეიქმნა და ახლა ახალ მნიშვნელოვან ნიშნულს უახლოვდება ვილნიუსის სამიტის სახით.
გემადლიერებით იმის გამო, რაც ჩვენი საუბრისას განვიხილეთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო პროგრესირებს და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ წელს, გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში, ასოცირების შეთანხმებას საქართველოსთან ხელი მოეწერება. რა თქმა უნდა იმ პირობებში თუ საქართვეო დააკმაყოფილებს დემოკრატიის პრინციპებს და მოერიდება შერჩევით სამართალს, რაც, სამწუხაროდ, უკვე ხდება ჩემს ქვეყანაში, მომვალში კი მისი გაზრდის რისკიც არის.
მეორე მხრივ, ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის პროვოკაციები. არსებული ოკუპაციის ხაზის მდებარეობა იცვლება და ჩვენს მოქალაქეებს ახალ მიწებს ართმევენ.
ეს საფრთხეში აგდებს სტრატეგიულ ნავთობსადენს, რომელიც აზერბაიჯანს ევროპასთან აკავშირებს, ქვეყნის განვითარების პროექტებს - საქართველოს მთავარ ავტომაგისტრალს, ახალ კურორტებს და მშენებლობებს.
ყოველივე ეს ყველაფერი სადარდებელია და თქვენ თუ ამის გამო ხშირად გამოხატავთ შეშფოთებას, ვფიქრობ, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება.
ევროკავშირის დამკვირვებლები დიდ როლს ასრულებენ საქართველოს გადარჩენისა და დაცვის საქმეში, ისევე, როგორც სხვა რიგ საკითხებში.
შეხვედრისას, პრეზიდენტ ბაროზოს ვუთხარი, რომ რუსეთის ახლანდელი მთავრობა დიდ ზეწოლას ახდენს, რათა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში ხელახლა გაიხსნას სარკინიგზო მიმოსვლა. ეს საფრთხეში ჩააგდებდა მიმდინარე თბილისი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტს - აზია-ევროპის დამაკავშირებელ ხაზს. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის რკინიგზა წარმოქმნის რისკს.
დაბოლოს, მინდა ვახსენო, რომ, რა თქმა უნდა, პირადად ვარ მადლობელი იმ სამსახურისთვის, რომელიც ევროკავშირმა გასწია ტრანსფორმაციისთვის ყველა ასპექტში.
წლების წინ, როდესაც ბრიუსელში ჩამოვედი, როგორც ახალგაზრდა პრეზიდენტი - ეს იყო თითქმის 10 წლის წინათ - ეს ძალიან შორეული და უცხო ადგილი იყო ჩვენთვის. ახლა ჩვენ აქ, როგორც საკუთარ სახლში ისე ჩამოვდივართ.
იმედია, მალე - რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს მალე - ის გახდება ჩვენი სრულუფლებიანი სახლი. მართალია, ამას დრო დასჭირდება, ვნებათა ღელვას გამოიწვევს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ პირველ, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით და ვილნიუსის მოლოდინში ვართ. პირადად მე, ამ პროექტის ძრიერი მხარდამჭერი ვარ.
შეკითხვა - ევროკომისიის პრეზიდენტო, რამდენადაც ეს, ალბათ, თქვენი ბოლო შეხვედრაა ბატონ სააკაშვილთან პრეზიდენტის რანგში, როგორ ფიქრობთ, რა არის ევროპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება? ბატონო მიხეილ, მიიჩნევთ თუ არა ვილნიუსში მიღწეულ პროგრესს თქვენს დამსახურებად?
ევროკომისიის პრეზიდენტი - ჟოზე მანუელ ბაროზო - ფაქტობრივად, ნაწილობრივ, უკვე გაეცით პასუხი თქვენსავე შეკითხვას. პრეზიდენტ სააკაშვილმა მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებაში. მისი ქვეყნის მოდერნიზაციისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მან უდიდესი წვლილი შეიტანა როგორც ეკონომიკის მხრივ - ჩვენ სწორედ ამიტომ განვიხილავთ გარკვეულ ნაბიჯებს ვაჭრობის საკითხებში - ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც გულისხმობს დემოკრატიის შენებას. მჯერა, ის ფაქტი, რომ ახლა ქვეყნას ჰყავს ახალი პრემიერ-მინისტრი და ახალი პრეზიდენტი, რომლებსაც არ აქვთ სააკაშვილის პოლიტიკური ელფერი, შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, არის მისი დამსახურება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ისეთ ახალგაზრდა დემოკრატიაში, როგორიცაა საქართველო, შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ცვლილება ხელისუფლებაში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა ყველა ქვეყანაში, ვისთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რადგან, ჩვეულებრივ, მთავრობები ყოველთვის იგებენ არჩევნებს, ვგულისხმობ, პრეზიდენტების მთავრობებს. საქართველომ აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია. მოდით, ახლა დავეხმაროთ, მას იმაში, რომ ახალმა მთავრობამაც შეძლოს იმავე წვლილის შეტანა პლურალისტურ დემოკრატიააში, რადგან მე არვიცი დემოკრატია, სადაც არ არის პლურალიზმი. ეს რა თქმა უნდა იყო დიდი დამსახურება. ასე რომ, საქმე დასასრულამდე ჯერ კიდევ არ მისულა. ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც გვაღელვებს და ახლა ვისაუბრეთ კიდეც რამდენიმე მათგანზე. თუმცა, მჯერა, რომ საქართველო დღეს ბევრად უკეთესია ვიდრე 10 წლის წინათ იყო. საქართველო დღეს უფრო თანამეროვე ქვეყანაა, რომელიც უფრო ახლოს არის ისეთ მეზობელთან, როგორიცაა ევროკავშირი. მისი სრული მოდერნიზებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მე მინდა გარკვეული გზავნილი გადავცე ყველა ქართველს, როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას.
ეს ეროვნული საქმეა - დემოკრატიაში ნორმალურია აზრთა სხვადასხვაობა. არანორმალურია ის, როდესაც ხედვები იმდენად პლურალიზებულია, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მტრებად იქცევიან ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პრობლემები გადაიჭრას პოლიტიკური და დემოკრატიული გზით. ვფიქრობ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამაში - მე ვიცი. თუ შეიძლება ასე ითქვას, იგი არის წინააღმდეგობებით აღსავსე ლიდერი, მაგრამ სწორედ ეს არის დემოკრატიის არსი. დემოკრატიულ ქვეყნებში ყველას აქვს არჩევანის საშუალება და ყოველ ჯერზე შეუძლებელია ყველას მხარდაჭერა გქონდეს. ვიღაც აგებს, ვიღაც იგებს და ეს ნორმალურია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ხედვა არის სტრატეგიული. დღეს საქართველო უფრო ძლიერი, უფრო თანამედროვეა, საბედნიეროდ, უფრო დემოკრატიულიც და მოდით ახლა განვაგრძოთ მუშაობა, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს ჭეშმარიტად არის ჩვენი ინტერესის საგანი და მჯერა, რომ ეს სურს ქართველ ხალხსაც.
„ევროპის კავშირი ყოველთვის პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ყველანაირი გამოძიების დროს. ეს აუცილებელია და ამას ვაცხადებთ საჯაროდ, რომ მე თვითონ როდესაც შევხვდი აქ პრემიერ-მინისტრს, ვუთხარი მკაფიოდ რას ნიშნავს ოპოზიცია.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან, როგორც პირადად მე, ასევე ქეთრინ ეშტონსა და შტეფან ფულეს. ვიქნები უფრო კონკრეტული და გეტყვით, დემოკრატიის ტრანზიტის პერიოდიოში საქართველოში არის დიდი პოლარიზაცია ოპოზიციასა და მთავრობას შორის. ჩვენ გვესმის, რომ ქართველების ფუნდამენტური ინტერესია, რომ პოლიტიკური საკითხები გადაწყდეს პოლიტიკური მეთოდებით, მაგალითად არჩევნების გზით. თქვენ ახლა გყავთ ახალი პრემიერი და პრეზიდენტი, პოლიტიკური პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური გზით და არა სამართლებრივი მეთოდებით, ეს ფუნდამენტური განსხვავებაა.“- განაცხადა ბაროზომ ფრანგული მედიის წარმომადგენლის შეკითხვაზე, რომელიც დაინტერესდა ახალი ხელისუფლების პირობებში არსებობს თუ არა საქართველოში შერჩევითი სამართალი. „ევროპის კავშირი ყოველთვის პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ყველანაირი გამოძიების დროს. ეს აუცილებელია და ამას ვაცხადებთ საჯაროდ, რომ მე თვითონ როდესაც შევხვდი აქ პრემიერ-მინისტრს, ვუთხარი მკაფიოდ რას ნიშნავს ოპოზიცია.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან, როგორც პირადად მე, ასევე ქეთრინ ეშტონსა და შტეფან ფულეს. ვიქნები უფრო კონკრეტული და გეტყვით, დემოკრატიის ტრანზიტის პერიოდიოში საქართველოში არის დიდი პოლარიზაცია ოპოზიციასა და მთავრობას შორის. ჩვენ გვესმის, რომ ქართველების ფუნდამენტური ინტერესია, რომ პოლიტიკური საკითხები გადაწყდეს პოლიტიკური მეთოდებით, მაგალითად არჩევნების გზით. თქვენ ახლა გყავთ ახალი პრემიერი და პრეზიდენტი, პოლიტიკური პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური გზით და არა სამართლებრივი მეთოდებით, ეს ფუნდამენტური განსხვავებაა.“- განაცხადა ბაროზომ ფრანგული მედიის წარმომადგენლის შეკითხვაზე, რომელიც დაინტერესდა ახალი ხელისუფლების პირობებში არსებობს თუ არა საქართველოში შერჩევითი სამართალი.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბაროზომ მისთვის დამახასიათებელ სტილში, ბრწყინვალედ გასცა პასუხი. გუშინ პრეზიდენტის სასახლიდან ბოლოჯერ მივმართე ჩემს ხალხს და ვთხოვე თითოეულ მათგან ეკითხა საკუთარი თავისთვის - არის თუ არა დღეს საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო ათი წლის წინათ? მე არ მიმიღია პასუხები, რადგან ბრიუსელში წამოვედი, მაგრამ პრეზიდენტმა ბაროზომ გასცა ამ შეკითხვას პასუხი და თქვა, რომ ეს ნამდვილად ასეა. გვერდიდან ეს უკეთ ჩანს, განსაკუთრებით კარგად კი - ბრიუსელიდან. ბრიუსელი ყოველთვის იყო უფრო ფრთხილი და სკეპტიკური ჩვენი შეფასებისას, მაგრამ ახლა ჩვენ ნამდვილად შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს და მართლაც არაჩვეულებრივია, რომ ჩვენს მიმართ ასეთი ცვლილება მოხდა ევროკომისიაში მისი ხელმძღვანელობისას. გასაკვირი არ იყო, რომ ადამიანი, რომელიც წარმოშობით პორტუგალიიდან არის, იყურება აღმოსავლეთისაკენ, თუმცა, მეორე მხრივ, ეს პატარა ქვეყანაა და უკეთ ესმის სხვა პატარა ქვეყნის. ისევ მთავარ საკითხს დავუბრუნდები: არის თუ არა საქართველოში დღეს უკეთესი ქვეყანა? ჩვენ რამდენიმე ევროპული კვლევა ჩავატარეთ, ანგარიშგასაწევი კვლევა. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველო იყო ყველაზე ნაკლებად კოუმპირებული ქვეყანა ევროპაში ან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული. ყველაფერი იმ ცვლილებების შედეგია, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. ევროპულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, ყოველ შემთხვევაში, გასულ წლამდე; უფრო უსაფრთხო, ვიდრე ისლანდია და ეს კიდევ ერთი დიდი მიღწევაა. ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა ახლახან გამოაქვეყნეს კიდევ ერთი კვლევა და მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველო მერვე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი, ამ რეიტინგში ჩვენ 137-ე ადგილზე ვიყავით, სადაც სხვათა შორის დღეს ჩვენი მეგობრები რუსები არიან. ახლა ჩვენ რიგით მერვე ვართ და ამ ადგილით ვამთავრებ ჩემს პრეზიდენტობას. არც ერთ ქვეყანას ასეთი ტრანსფორმაცია არ ჰქონია. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ ტრანსფორმაციებს განიცდი, გიწევს იყო წინააღმდეგობრივი, უკიდურესად წინააღმდეგობრივი. სიმართლე ისაა, რომ მე უზომოდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ევროპული ინსტიტუტების ტრანსფორმირების გარეშე. როდესაც ვცდილობდით ხალხი ამის საჭიროებაში დაგვერწმუნებინა, აუცილებელი იყო, გვეჩვენებინა თუ საით გვქონდა გეზი. ყველაფრის უკან ჩვენი ხალხი დგას. სწორედ ამას აკეთებს ევროპა და ამავეს აკეთებს საქართველო. ჩვენ შევეცადეთ ქვეყანა უკეთესობისაკენ შეგვეცვალა, მაგრამ ახლა შემიძლია ღიად და ამაყად ვთქვა, რომ მექანიკურად შევცვალეთ მსოფლიოც რადგან დავამყარეთ თამაშის ახალი წესები კორუფცისთან და კრიმინალთან ბრძოლის, ეკონომიკური წინსვლისა და ერთი რადიკალურაად განსხვავებულ ჯგუფიდან მეორე სრულიად განსხვავებულ ჯგუფზე გადასვლით, ხელისუფლების ცვლის თვალსაზრისით. როგორს ეს პრეზიდენტმა ბაროზომ აღნიშნა კიდეც. ჩვენ ვაჩვენეთ მეტნაკლებად ეფექტიანი კოჰაბიტაციისა და განგრძობითი დემოკრატიის მაგალითი, მინიმუმ ჩვენს რეგიონში მაინც. ბალტიისპირეთის გარდა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩვენ ვართ პირველი ნიმუში იმისა, რომ ყოფილი მმართველი პარტია არ გაქრა და არ დასუსტდა. გასული კვირის არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ ძალიან ძლიერი მეორე ადგილი - მორიგი დიდი პრეცედენტი. ასე რომ, ჩვენ ვქმნით პრეცედენტებს და, შესაძლოა, მომავალში სხვა პრეცედენტიც ვაჩვენოთ. ჩვენ არ ვნებდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ ევროპასთან საბოლოო ინტეგრაციისათვის, არამედ საქართველში საბოლოო დემოკრატის დამყარებისთვისაც. ჯვართან ერთად ყოველთვის თან ვატარებ ყელსაბამს, რომელზეც უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია ამოტვიფრული - „არასდროს, არასდროს, არასდროს დანებდე“. პრინციპში, ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე ჩვენ არასდროს დავნებდებით და მჯერა, რომ, საბოლოოდ, მიზანს მივაღწევთ.