საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
მოგესალმებით ბატონო გენერალურო მდივანო,
უპირველესად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მეც და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხიც მადლიერია თქვენი, მტკიცე პოზიციისა და მხარდაჭერის გამო.
არასდროს არ დაგვავიწყდება ის ძლიერი განცხადებები, რომლებიც დანიის პრემიერ-მინისტრის რანგში, 2008 წელს გააკეთეთ; არ დაგვავიწყდება არც ის, რომ თბილისში სწორედ ომის მომდევნო დღეებში ჩამოხვედით.
ომის შემდეგ შედგა ჩემი პირველი ოფიცილური ვიზიტიც დანიაში და არასდროს არ დამავიწყდება თქვენი გულთბილი მასპინძლობა.
ახლაც, როდესაც ეფექტიანად მუშაობთ და წარმატებით უძღვებით ნატო-ს გენერალური მდივნის საქმეს, ისევ ძლიერად გულშემატკივრობთ საქართველოს, მხარს უჭერთ ჩვენს მისწრაფებას ალიანსში, ჩვენს რეფორმებს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ეგუებით ჩვენი რეგიონების სტატუს-კვოს.
ამას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.
ჩვენ დიდად ვაფასებთ იმას, თუ როგორ უძღვებით მეტად რთულ მისიებს, რადგან ამ მისიების წარმატება, არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი გადარჩენისა და ხანგრძლივი პროგრესისათვის.
ჩვენ პასუხიმგებლობით ვეკიდებით მომდევნო ცვლილებებს და მოუთმენლად ველით ჩიკაგოს სამიტს.
ახლანდელი ფორმატი ჩვენთვის ბევრად იმედის მომცემია, რადგან ხაზგასმით ასახავს საქართველო წინსვლას.
დღევანდელი გამოსვლისას თქვენ ორჯერ აღნიშნეთ, რომ საქართველო არის სანიმუშო ქვეყანა.
ჩვენი შეხვედრისას, პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს რეფომებისა და ცვლილებების თვალსაზრისით, მოდელი უწოდა და აღნიშნა, რომ ის სამაგლითო სახელმწიფოა მთელი რეგიონის მასშტაბით.
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს თქვენც მოდელად მოიხსენიებთ, რადგან ეს ცალსახად მიანიშნებს ჩვენს პროგრესსა და იმ ვალდებულებას, რომ ეს გზა უნდა განვაგრძოთ.
ჩვენს ქვეყანაში წელს არჩევნები იმართება და საერთაშორისო თანამეგობრობას - ევროკაშვირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, პარტნიორ ქვეყნებს, ალინსის წევრ სახელმწიფოებს აქტიურად მოვუწოდებთ გრძელვადიანი პერიოდით გამოაგზავნონ დამკვირვებელები. ჩაატარონ კვლევები, მოაწყონ გამოკითხვა და განახორციელონ არჩევნების გაშუქების პროცესის მონიტორინგი, ასევე დაკვირვება აწარმოონ პარტიების დაფინანასების თვალსაზრისით. ეს აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ გამჭვირვალე და პროგნოზირებადი იყოს არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი წინასაარჩევნო პროცესი.
ჩვენ გამოვრიცხავთ სიურპრიზებს, მიკერძოებულობას, გარე „კეთილის მსურველების“ ზემოქმედებას და ყოველმხრივ დესტრუქციულ ქმედებებს.
ამ თვალსაზრისით, წელს ჩვენ ნამდვილად გვესაჭიროება თქვენი მხარდაჭერა.
ბუნებრივია, გვაქვს პასუხიმგებლობა, რომ ეს ქვეყანა არაჩვეულებრივი გახდეს და ამით თავიდან ავიცილებთ საარჩვენო პროცესში ჩარევას, რათა ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, მათ შორის, ისნტიტუციების მშნებლობა, იყოს შეუქცევადი და მდგრადი.
რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობით ვართ გამსჭვალული ავღანეთის მისიის მიმართ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ აღნიშნეთ, თუ რამდენად რთულია ეს მისია. ჩვენ ვიცით რა რისკის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ეს მისია კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოსთან.
გარკვეულწილად, ეს საქართველოს ისტორიას ეხმაურება, რომლის მიხედვით ჩვენი ქვეყანა დასავლეთის ცივილიზებული სამყაროს, ამ შემთხვევაში კი, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია.
დანაკარგების მიუხედავად, ჩვენც და ჩვენმა ხალხმაც იცის თუ რა რისკის წინაშე ვიმყოფებით იქ, რა რისკის წინაშეა საერთაშორისო გაერთიანება და რა საფრთხე ემუქრება ჩვენს რეგიონსა და მომავალს.
კარგია ისიც, რომ ავღანეთის მისია, ალიანსისის დახმარებით ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების განვითარებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ურთიერთობის გაღრმავების იდეითა და ნატო-საქართველოს კომისიის თანამშრომლობით, რომლის ფორმატის წარმატებულობაც უკვე დადასტურებულია, უფრო წინ წავალთ.
მოუთმენლად ველი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრას. ბოლო რამდენიმე თვეის განმავლობაში ეს უკვე მეორე შეხვედრაა. თბილისში ყოფნისას, თქვენ მეტად გულწრფელად შეაფასეთ საქართველოში განხორციელებული რეფორმები.
ჩვენ მას შემდეგაც მივაღწიეთ პროგრესს, რომლის შესახებაც ვაცნობებთ ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს და მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი.
მსგავსი შეხვედრების დროს ყოველთვის ღია დისკუსისა გვაქვს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც რეალურ საქმეზე საუბრობენ და ჭეშმარიტ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
ძალიან სასიამოვნოა პრეზიდენტ სააკაშვილის კიდევ ერთხელ ხილვა ნატოს შტაბბინაში.
ბოლოს ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ, ბათუმში შევხვდით, სადაც პრეზიდენტი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას მასპინძლობდა.
ახლა კი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო უმასპინძლებს მას, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი დიალოგი არის ყოვლისმომცველი, ინტენსიური და ორმხრივი.
საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია, თქვენ პასუხისმგებლობით ეკიდებით ჩვენს ოპერაციებს, ნატოში გაწევრიანებას და რეფომებს. თქვენ უკვე შეგაქვთ წვლილი, როგორც ნატოს რიგით მეორე არა წევრ ქვეყანას თქვენი კონტიგენტის სიდიდის მიხედვით, ავღანეთის მისიაში და წლის ბოლოსთვის საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტიგენტი ეყოლება ავღანეთში ISAF-ის პარტნიორებს შორის.
გამოწვევებით აღსავსე ვითარებაში, თქვენი სამხედროები გამორჩეულ საქმეს აკეთებენ ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ. ჩვენი საერთო საქმისთვის, რამდენიმე ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცოხლეც გაიღო.
ჩვენ დიდად ვაფასებთ მათ თავგანწირვას და თანავუგრძნობთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ავღანეთის მისიით არ შემოიფარგლება.
საქართველოს სურს გახდეს ალიანსის წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ მის მისწრაფებას.
2008 წლის ბუქარესტის სამტზე შევთანხმდით, რომ საქარველო გახდება ნატოს წევრი. ეს გადაწყვეტილება მყარად რჩება ძალაში.
ნება მიბოძეთ დავადასტურო, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთალინობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში.
ალიანსი არ სცნობს საქრთველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში [ცხინვალის რეგიონში] გამართულ არჩევნებს.
ეს არჩევნები ხელს არ შეუწყობს საქართველოში ვითარების მშვიდობიანად გრძელვადიან მოგვარებას.
საქართველო გახდა პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის და ალიანსთან ურთიერთობის ნიმუში. ჩვენ მხარს გიჭერთ დაწყებულ საქმეში და ასე უნდა განაგრძოთ.
ერთი თვის წინათ, ჩვენ საქრთველოს და ნატოს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე შევთანხმდით.
ეს ხელს შეუწყობს თქვენს რეფომებს და გაზრდის ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ასევე გააძლიერებს ქართული ინსტიტუტების უნარს, განაგრძოთ სვლა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად.
ეს გრძელი გზაა და ჩვენ მას მივყვებით.
თქვენ უკვე მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და დარწმუნებული ვარ, მოახლოებული არჩვნების წინ კიდევ უფრო გააღრმავებთ და განაგრძობთ დაწყებულ პროგრესსა და რეფორმებს.
ქართული დემოკრატიისთვის ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი და, შესაბამისად, შანსი იმისა, რომ აჩვენოთ, რამდენად წინ წახვედით.
დაბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ერთმანეთს ჩვენ ჩიკაგოშიც შევხვდებით, სადაც ალიანსი კიდევ ერთხელ, ღიად გამოხატავს თავის დადებით დამოკიდებულებასა და შეფასებას, საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილის მიმართ.
შეკითხვები
ანდერს ფოგ რასმუსენი: რაც შეეხება, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხს, ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ სააკშვილისა და საქართველოს მთავრობის მკაფიო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა პასუხიმგებლობით ეკიდება რეგიონული კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ ძალისხმევას და ჟენევის მოლაპარაკებას, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მოგვარებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე, პრეზიდენტმა დღეს მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში, შეიძლება განვიხილოთ, როგორც რეგიონულ უსაფრტხოების საქმეში შეტანილი წვლილი. ის, რაც ავღანეთში ხდება, აუცილებლად მოუტანს შედეგს მთელ რეგიონს, მათ შორის, კავკასიასაც. ვფიქრობ, საქართველომ აჩვენა, რომ ის არა მარტო სარგებლობს უსაფრთხოებით, არამედ უზრუნველყოფს კიდეც მას. რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების პროცესს, ამ მხრივ, ჩვენ ნათლად დავინახეთ პროგრესი. არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ და განსაკუთრებით მივესალმებით ახლახან მიიღებულ საკანონმდებლოს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს დემოკრატიას საქართველოში. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს, ნატო ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული და, ამავდროულად, აფასებს მიღწეულ პროგრესს. საბოლოოდ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს რეფორმებს ალიანსი პოზიტიურად აფასებს.
მიხეილ სააკაშვილი: ბატონმა გენერალურმა მდივანმა ბრწყინვალედ თქვა. უკეთეს სიტყვებს ვერც კი მოვძებნი. უნდა ვაღიარო, რომ საქართველოს მთავრობის წარმატებას ვერავინ შეაფასებს და ვერ მიაწვდის ვერც მსოფლიოს და ვერც ქართველ ხალხს იმაზე უკეთ, ვიდრე ამას ბატონი რასმუსენი აკეთებს. მან ურთიერთობა კარგად იცის, მაგრამ ამის საფუძველიც აქვს და ესაა ჩვენი მისწრაფება ნატოსკენ, რაც მთელ ამ პროცესს ენერგიას მატებს. როდესაც რეფორმებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ: მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში; ეს აშკარად ამტკიცებს იმას, რომ ეს არის დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების ძლიერი მამოძრავებელი ძალა. ასევე, პასუხისმგებლობით ვართ გამსჭვალული უსაფრთხოების მიმართ. ვთქვით, რომ გვსურს ვიყოთ უფრო ფართო ცნების ნაწილი. საქართველო მრავალეთნიკური და რთული ისტორიის მქონე ქვეყანაა და მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩართული საერთაშორისო ოპერაციებში. ასევე ჩვენი სურვილია ნატო წარმატებული იყოს, რადგან ალიანსის მარცხი საქართველოსთვის უკუსვლა იქნება. ჩვენ ვერ ვიქნებით ინერტული, ნეიტრალური ან მიუკერძოებელი, როდესაც ისეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, რომელთა მიმართაც საერთო ინტერესები გვაქვს წარმატების მიღწევის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, ჩვენ გვინდა ბოლომდე, ოპერაციის დასრულებამდე ვიყოთ ამ მისიის ნაწილი. ამას გარდა, გვსურს ჩავერთოთ ომის შემდგომ სარეკონსტრუქციო სამუშაოებშიც, არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, არამედ რეფორმების, ტრენინგების წარმართვისა და ჩვენი ინფრასტრუქტურის გამოყენების მხრივაც. ჩვენი სურვილია, ყოველივე ეს გავაკეთოთ, რაც მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ალიანსთან. ჩვენ დღეს ისე აქტიურად და ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, როგორც არასდროს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა კარგი პოლიტიკური ურთიერთობა, მაგრამ ალიანსის მოქმედი ხელმძღვანელობის პირობებში და კომისიის ფარგლებში კვლავაც ვმსჯელობთ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე.
ანდერს ფოგ რასმუსენი: ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე თუ როგორ იქნება ორგანიზებული ჩვენი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩიკაგოში, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობა საქართველოსთან, ასახული იქნება სამი მიმართულებით:
პირველი - აუცილებლად იქნება აღნიშნული საქართველოს პარტნიორობა ავღანეთში;
მეორე - აუცილებლად აღინიშნიშნება ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც საქართველოს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მხრივ, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატით შეაქვს;
მესამე - საქართველო განიხილება ასპირანტ სახელმწიფოდ, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ალინსის წევრი.
ყოველივე ეს აუცილებლად აისახება სამიტის დეკლარაციაში.