Google+

გამოსვლები და განცხადებები

14.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირში პოლონეთის თავმჯდომარეობის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

რამდენიმე წლის წინათ, თუკი ვინმე მეტყოდა, რომ შესაძლებელი იყო საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ვიფიქრებდი, მეხუმრება-მეთქი.

ჩემი აზრით, დონალდ ტუსკმა ეს შესაძლებელი გახადა.

მან ძალიან თამამად დაიწყო ამაზე საუბარი და ეს პრეზიდენტმა სარკოზიმაც აღნიშნა. ბევრ ევროპულ დედაქალაქში ეს ახლა მთავარი თემაა.

რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს საქართველოში ბატონი ბუზეკის ვიზიტი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტი იყო. ჩვენ საოცარი ტრანსფორმაციის მოწმეები ვართ.

90-იან წლებში, კერძოდ, 1993 წელს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო უნივერისტეტში სტუდენტის რანგში ჩამოვედი. ჩემთან ერთად ბევრი პოლონელი სტუდენტი იყო, რომლებსაც დავუმეგობრდი. ევროსაბჭოში სტაჟირება უნდა დაგვეწყო, რისთვისაც საჭირო იყო, უსაფრთხოების თვალსაზრისით ორკვირიანი შემოწმება გაგვევლო პოლონელებთან ერთად, რადგან არათუ  ევროკავშირის წევრები არ ვიყავით, არამედ ამ თემაზე სერიოზულადაც არ გვიფიქრია მანამდე.

ჩვენ არც კი მოველოდით, რომ  როდესმე ორგანიზაციის წევრები გავხდებოდით. ნახეთ რა გზა გამოვიარეთ იმ პერიოდიდან, როცა ორგანიზაციის შენობაში თავისუფლადაც არ გვიშვებდნენ.

პოლონეთი უკვე ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქვეყანაა, საქართველოს კი ეძლევა შანსი ამ  ორგანიზაცის წევრი ახლო მომავალში გახდეს.

მთავარი ისაა, რომ ყველაფერი დიდების ზღაპარს ჰგავს.

მე 5 წლის შვილი მყავს და შარშან სერიოზული პრობლემა იყო ის, რომ სანტა კლაუსის არსებობა დაეჯერებინა. დედას რამდენჯერმე ჰკითხა, რატომ ჰქონდა სანტას ჩემი მეუღლის ბიძის ხმა. ალბათ, წელს ძალიან რთული იქნება მისთვის ამის დაჯერება...

საქმე ისაა, რომ რასაც ჩვენ ამ ორგანიზაციისგან ვიღებთ, მართლაც, ახდენილ ოცნებას ჰგავს.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მიღებული რეზოლუციისთვის.

რა თქმა უნდა, ამ მხარდაჭერის გამო, ბატონი ლისეკი ჩვენთვის, თითქმის, ეროვნული გმირია, მაგრამ ერთი გმირი საკმარისი არ არის.  

ჟურნალისტებთან საუბრისას, მან არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ 542 გმირი გვყავს ანუ ევროპარლამენტის ყველა ის წევრი, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

რა თქმა უნდა, 542 სახელს ვერ დავიმახსოვრებთ, მაგრამ ლისეკი ადვილად დასამახსოვრებელია. ვფიქრობ, იგი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში.

მადლობა მას ამ ინიციატივისთვის.

ეს არის ორი ბედის საოცარი დამთხვევა.

პოლონეთს ყველა ქართველის გულში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

საოცარია ის, რაც ბოლო ხანებში ჩვენი დედაქალაქის რესტავრაციისას აღმოვაჩინეთ - მისი ცენტრალური უბნების დიდი ნაწილი პოლონელი ინჟინრების მიერ ყოფილა აშენებული.

როდესაც პრეზიდენტი კომაროვსკი საქართველოში ჩამოვიდა, დამიდასტურა კიდეც, რომ ის მართლაც პოლონელების მიერ იყო აშენებული.

მთავარი მიზეზი, რის გამოც პოლონელები საქართველოში ასაშენებლად ჩამოდიოდნენ არის ის, რომ იმპერია პოლონეთს არასდროს ენდობოდა, რადგან მისი განვითარება არ უნდოდა.  საკუთარი თავის გამოვლენა პოლონელებს სხვა ქვეყნებში უწევდათ. იმპერიამ საქართველოს განვითრების შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ ეგონა ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევდა.

ვფიქრობ, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოთ ამ პროცესს შეაჩერებდნენ. იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ასეთი რამ თქვა: არასდროს უნდა მისცე პოლონეთს უფლება გაატაროს რეფორმები, რადგან მასზე კონტროლს ვეღარასოდეს აღვიდგენთო.

ზუსტად იგივე ისტორია ჰქონდა ჩემს ქვეყანასაც.

ახლახან ყირგიზეთში ვიყავი, სადაც ხალხთან შეხვედრისა და პირდაპირი ტელეეთერით გამოსვლის საშუალებაც მომეცა.

ასევე, ხშირად ვსაუბრობ უკრაინელებთან, მოლდოველებთან, ბევრ რუსთანაც (ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც რუსეთში მიმდინარეობს).

მინდა გითხრათ, რომ ქართულმა რეფორმებმა ამ ქვეყნებში ბევრი ადამიანის გონება დაიპყრო.  ისევ პარალელს გავავლებ - ვიცი რომ ყველა რეფორმა, რომელიც ევროპასთან, კანონის  უზენაესობასთან, გამჭვირვალე და დემოკრატიულ საზოგადოებასთან გვაახლოვებს, შესაძლოა, ზოგიერთებს არ მოსწონდეთ და ზოგისთვის კი, საშიშიც ჩანდეს. ეს ჩვენ არ გვადარდებს, რადგან ყველაფრის მიუხედავად, თუკი პოლონეთმა შეძლო რეფორმების განხორციელება, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ იმის მიუხედავად, რომ სადღაც, რომელიმე იმპერიას, შეიძლება, ეს არ სურდეს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენ ჩვენი წინამძღოლი ხართ, გვეხმარებით და შთაგვაგონებთ.

აქ ყოფნისას თავი საკუთარ ოჯახში მგონია - აქ ყველა საკუთარ დებად და ძმებად, უბრალოდ, ახლო მეგობრებად მიმაჩნია.

მოხარული ვიქნები, თუ თქვენც იგივეს იგრძნობთ ჩემი და ჩემი ხალხის მიმართ, რადგან ჩვენ ჭეშმარიტად გვსურს ვიყოთ ნამდვილი, ლოიალური ევროპელები.

ჩვენ ვართ არა უბრალოდ ევროპელები, არამედ საოცარი ენთუზიაზმით აღსავსე ერი, რადგან გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მაქსიმუმის გაკეთება გვიწევს იმისთვის, რომ თქვენამდე მოვიდეთ.

დაბოლოს, ოფიციალურად, ჩვენ მეოთხე საუკუნიდან ვართ ქრისტიანი ერი. მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში საქართველო ევროპისკენ მიიწევდა და, შეიძლება, ამ მიზანს ახლა მივაღწიოთ.

დიდი მადლობა.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)