Google+

გამოსვლები და განცხადებები

23.11.2011
პრეზიდენტის მიმართვა

ყველას მოგესალმებით!

პირველ რიგში გილოცავთ გიორგობას !

დღეს წვიმა იყო გამოცხადებული. არ ვიცი მერიის მეტეო სამსახურის დამსახურებაა თუ როგორ ხდება, მაგრამ გუშინაც, ქუთაისში თოვლნარევი წვიმა და ქარბუქი იყო ნავარაუდევი, მაგრამ ჩავედით და თბილი, უღრუბლო, მზიანი ამინდი დაგვხვდა. დღესაც, თბილისში,  სადაც მივედით, ყველგან, სადაც ხალხი შეიკრიბა,  ცა მოიწმინდა და წვიმა შეჩერდა.

მინდა მოგილოცოთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული!

მინდა მოგილოცოთ აღმაშენებლის გამზირის განახლებაც. „პლეხანოვი“ ჩემთვის ძალიან ახლობელია, რადგანაც ამ ადგილას დავიბადე, აქ გავატარე ბავშვობის წლები და აქვე იყო ჩემი პირველი სამსახურიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ერთ-ორ კვადრატულ კილომეტრში თავსდება.

არასოდეს, არც ერთ ეპოქაში, თბილისის ეს ქუჩა ასე ბრწყინვალედ და ლამაზად წარმოდგენილი არ ყოფილა. არც ერთ ეპოქაში, ასე თანმიმდევრულად, 5-6 წლის განმავლობაში ამ მასშტაბის აღმშენებლობა არ ყოფილა. მომავალ 2 წელიწადში კი იმაზე მეტიც გაკეთდება, ვიდრე ბოლო წლებში გაკეთდა. სანამ აქ მოვიდოდით თბილისის ახალი უბნის მშენებლობა გავხსენით. ჩვენ ჯერ ძველ თბილისს ვუბოძეთ ახალი სიცოცხლე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა უკვე, ძველ თბილისს არნახული  იერ-სახე  აქვს. განახლდა ძირითადი პროსპექტები, მოეწყო გზები და ინფრასტრუქტურა, თბილისი ასეთი სუფთა ქალაქია, როგორიც ახლაა  არასდროს ყოფილა.... დღეს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო სახლი  გავხსენით. დღესვე „ახალი თბილისის“ უბნის მშენებლობას ჩავუყარეთ  საფუძველი.

დღეს ვარდების რევოლუციის 8 წლის თავია !

ვარდების რევოლუციის წინ, ჩვენ არ გვქონდა დენი, პრაქტიკულად არ გაიცემოდა პენსიები. საქართველოს მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს არ ჰქონდა შემოსავალი. სიღარიბის დონე 52% იყო, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ არ გვქონდა იმედი.  საზოგადოების უმეტესობას არ სწამდა მომავლის, მაგრამ ჩვენს ისტორიაში დადგა მომენტი, როცა საზოგადოებამ თქვა, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის უიმედობასაც და გაჩნდა მომავლის რწმენა იმის წყალობით, რომ   ერთად დავდექით. გაჩნდა იმედი და მაინც შეუძლებელი შევძელით.   ეს  ყველაფერი ძლიერი მტრის არსებობის პირობებშიც კი მოვახერხეთ, მას შემდეგაც კი  რაც გადავიტანეთ ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო, სრული ჩაბნელება და გადავიტანეთ 2008 წლის ომი - დაფიქრდით, პირველი შემთხვევაა, როცა სტალინის შემდეგ, საბჭოთა კავშირი (მოგვიანებით რუსეთი) შეიჭრა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (ასეთ ქვეყნებს შორის ჩვენ ყველაზე პატარა ვართ) და ვერ მოახერხა მისი ხალხის დაჩოქება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს. რუსეთმა ვერ მოახერხა ქვეყნის სრული ოკუპაცია, მისი მთავრობის დამხობა, ხალხის დაჩოქება იმიტომ, რომ რომ თბილისი ჩადგა ერთ ცოცხალ ჯაჭვში, თბილისში გაიმართა უზარმაზარი მიტინგი, მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვით გვემუქრებოდნენ, ათასობით თქვენგანი დადგა იქ და ხმამაღლა განაცხადა, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავისუფლებას. უბრალოდ, მე მინდა გვესმოდეს, თუ რას მიაღწია საქართველომ ამ 8 წელიწადში. ჩემთვის მნიშვნელოვანია რა იყო წარსულში და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა იქნება ხვალ. ჩემთვის ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ყველაფერია.

არ ვაპირებ თქვენთან ტრაბახს, მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ, საქართველოში სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი  52 პროცენტი იყო. ყოველი მეორე ქართველი პრაქტიკულად, შიმშილის ზღვარზე იყო , დღეს ამ ნიშნულმა  17პროცენტამდე დაიწია. რა თქმა უნდა,  ესეც  ძალიან მაღალია,  რა თქმა უნდა, უმუშევრობა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ  მნიშვნელოვანია, რომ ამ 17 პროცენტსაც აქვს სამედიცინო დაზღვევა და სოციალური  დახმარება. ადრე არაფერი არ გვქონდა საერთოდ...  შესაძლოა აქ   ცხოვრობს ხალხი ვის ოჯახშიც  ყველა  წევრი უმუშევარია, მაგრამ  სახელმწიფოს  გაუჩნდა უკვე საშუალება მათ დაეხმაროს სხვადასხვა ფორმით.სახელმწიფომ  მათ  აუშენა სახლები, ზოგიერთ მათგანს კი  ზემოთ სართულები დაუშენა, გაალამაზა  ფასადი, მოხერხდა  სახლის   საფუძველის გამყარება ე.ი. ამ დახმარებით, მათ მიეცათ  საშუალება, რომ პატარა სასტუმრო ან  კაფე გახსნას. ამ სიახლით მათ  მომავლის   პატარა პერსპექტივა გაუჩნდათ...

როცა  ვსაუბრობთ ციფრებზე და ვარდების რევოლუციის შედეგებზე , არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ  საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა ვარდების რევოლუციის შემდეგ  3-ჯერ შემცირდა.   ამ წლების განმავლობაში ჩვენ    მოვსპეთ კორუფცია. რითი შევძელით ეს ყველაფერი, როცა  ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი? გუშინ ქუთაისში  მთავრობის სახლი  გავხსენით, აქაც, ამხელა აღმშენებლობითი სამუშაობი ჩავატარეთ, ამის კეთების  შესაძლებლობა კი მხოლოდ  იმ ქვეყნებს  შეუძლიათ, რომლებსაც  ნავთობი და გაზი აქვთ. რა არის საქართველოს ნავთობი და გაზი?! ეს არის ის, რომ ჩვენ გვყავს ნიჭიერი ხალხი და საქართველოში არ არის კორუფცია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ  რაც დავამარცხეთ ეს არის კრიმინალი და  ქურდული მენტალიტეტი. ათასწლეულების მანძილზე გვეუბნებოდნენ  რუსები, რომ  ჩვენი  ეროვნული ბრენდი არის  სწორედ  კრიმინალი.ერთხელ და სამუდამოდ საქართველოდან გაქრა კრიმინალი  ჩვენ შეგვიძლია ჩვენს განათებულ ქუჩებში  უსაფრთხოთ ვიაროთ....  ჩვენ ვმუშობთ კონკრეტულ გეგმებზე და ვფიქრობთ რომ ერთხელ და სამუდამოდ  შევამციროთ სიღარიბის მაჩვენებელი .მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკას უჭირს, ბოლო კვლევების  თანახმად შეუმცირდათ და უმცირდებათ  საკრედიტო რეიტინგები საფრანგეთს, ამერიკას, იტალიას, იაპონიას და  ძალიან ბევრ სხვა ქვეყანას, ამ ფონზე  მსოფლიოში მხოლოდ ორ ქვეყანას გაეზარდა საკრედიტო რეიტინგი. ეს კი ნიშნავს რომ, ორას ქვეყანას შორის  ორ ქვეყანაში  უმჯობესდება სიტუაცია:  ერთი ნავთობისა და გაზის რესურსებით მდიდარი ყაზახეთია  და მეორე, ნავთობისა და გაზის გარეშე მყოფი, მაგრამ ჩვენი ამაყი, ნიჭიერი, განსაკუთრებული  ხალხის ამარა დარჩენილი საქართველო. მინდა კიდევ ერთხელ   ავღნიშნო ,რომ   თუ ყველანი კარგად ვიმუშავებთ, ერთხელ და სამუდამოდ დავიყვანთ უმუშევრობას მინინუმამდე...  

 ხშირად მადანაშაულებდნენ, მხოლოდ ბათუმს აკეთებსო. ქუთაისელები ამბობდნენ გადაგვიფრენს, გადმოგვიფრენს და თვითმფრინავიდან  ხელსაც არ დაგვიქნევსო. ნახეთ ალბათ  გუშინ , რა გაკეთდა   ქუთაისში. იქ წარმოუდგენელი აღმშენებლობა იქნება მომავალ წელსაც.  ჩემზე ამბობდნენ, რომ  მხოლოდ დასავლეთ საქართველო აინტერესებსო - აბა  ნახეთ როგორ კეთდება კახეთი. მომავალ წელს წარმოუდგენლად შეიცვლება ეს მხარე . ნახეთ როგორ კეთდება სამეგრელო. თუნდაც ანაკლია რად ღირს.  ახლა ძალიან  დიდ მშენებლობას  ვიწყებთ ზუგდიდში. ნახეთ, რა სამუშაოები  მიმდინარეობს გორში. მაგრამ საბოლოო ჯამში მე, გიგის და ყველა ჩვენგანს ერთი წუთითაც არ გვავიწყდება, რომ ჩვენ აქედან ვართ. ჩვენ  ყველა ერთად ვაშენებთ დედაქალაქს. იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო საქართველოს დედაქალაქი.თბილისი  კავკასიის , მთელი რეგიონის უზარმაზარი მნიშვნელოვანი ცენტრია. საბოლოო ჯამში ამ პროსპექტს, ახალ რუსთაველს, ახალ „ძველ თბილისს“, და  „ახალ უბანს“ რომ ვუყურებ შეიძლება ვთქვათ, რომ არსად ევროპაში არ არის ამ მასშტაბის  სამშენებლო პროცესები. ჩვენი ქალაქი  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, კომფორტული  და საამაყო იქნება. სიამაყე იქნება ის გრძნობა, რომელიც გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი დედაქალაქისადმი და ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიუხედავად  ძალიან ბევრი მცდელობისა ჩვენვერავინ ვერ დაგვაბრუნებს საბჭოთა ეპოქაში  .ის კი  ვინც აბრუნებს საქართველოს უკან,  იმას აღარ აქვს მომავალი.მათგან განსხვავებით ჩვენ და ჩვენ ქვეყანას  დიდი მომავალი აქვს  ევროპაში. თქვენ თავად იხილეთ, რომ  ევროპარლამენტმა პირველად მიიღო  მსგავსი შინაარსის რეზოლუცია, სადაც  საქართველო გატარებული რეფორმების შედეგებით,  ევროკავშირის  პარტნიორებს შორის     წარმატებულ ქვეყანად  აღიარა. ეს არის ჩვენი მიღწევა და ჩვენი სიამაყე. ეს არის ვარდების რევოლუციის კონრეტული მიღწევა. ჩვენ დავიწყებთ თავისუფალ ვაჭრობას, ვიწყებთ მოლაპარაკებას, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების თობაზე. სულაც  არ მეშინია, რომ ადამიანი რომელიც ქართული პასპორტით  ,   გადალახავს საზღვარს, უკან აღარ დაბრუნდება . ყველა  ქართველი ვინც   ევროპაში  წავა ,  აუცილებლად დაუბრუნდება თავის  ლამაზ ქვეყანას, რადგან  ჩვენ დღეს მეტი პერსპექტივა გვაქვს. სწორედ ეს არის კიდევ ერთი  მიღწევა ვარდების რევოლუციის ბოლო 7 წლის განმავლობაში. თუმცა ისიც ვიცი, რომ ბევრი ჩვენი ახლობელი , ნაცნობია  წასულია და   ბევრი მათგანი ყოყმანობს დაბრუნებაზე,მაგრამ   მიუხედავად ამისა, ყველა სტატისტიკით საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში მეტი ადამიანი  ბრუნდება, ვიდრე  საქართველოდან მიდის. ამ მხრივაც კი საქართველო   ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც  ეს ტენდენცია  შეიმჩნევა.  საქართველო მაგნიტივით იზიდავს უკან თავის შვილებს, ჩვენი მოსახლეობა იზრდება და ეს ყველაფერი ასევე  ვარდების რევოლუციის ძალაინ დიდი მიღწევაა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ  ყველა თაობის წარმომადგენლებში გვყავს  ძალიან განათლებული ადამიანები, მაგრამ ის რა საშუალებებიც ახლა  ეძლევა ახალ თობას სულ სხვაა : მაგალითად,  განათლების მიღების, ახალი  სკოლებისა და  ტექნოლოგიების დამკვიდრების მხრივ.  მიხარია თუ როგორი გონება გახსნილი არის ჩენი ახალი თაობა, როგორი შესაძლებლობები აქვთ ამ ახალგაზრდებს. ამ ფონზე  როგორც არასდროს ისე ვნანობ, რომ ცოტათი უფრო გვიან, არ დავიბადე, თუნდაც აქ, პლეხანოვზე. წავსულიყავი ახლანდელ ახალ სკოლაში, სადაც პირველი კლასიდან ვაძლევთ კომპიუტერებს და ვასწავლით ინგლისურს. ვნანობ იმას, რომ არ დავიბადე ცოტა უფრო გვიან, რათა წავიდე ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რომელსაც მომავალ წელს გავხსნით ბათუმში, არ დავიბადეთ ცოტა უფრო გვიან, რომ ამ საქართველოსთან ერთად გავზრდილიყავით. ჩვენ მოვიყვანეთ ყველა ეს ახალგაზრდები აქამდე, მაგრამ მომავალი სწორედ არი მათი, ჩვენ ყველანი გავიწევით გვერდზე,  პირველ რიგში, მე  ჩემ თავზე ვამბობ.  ახლა, მთავარი ამოცანაა ამ ახალგაზრდებს   საშუალება მივცეთ  და შევუქმნათ  გარანტიები, რომ  ვერასდროს ვერავინ ვერ დააბრუნოს უკან იქ საიდანაც ჩვენ ვართ წამოსულები...  აღარასდროს დავბრუნდეთ   კორუბციაში,  უშუქობაში, კრიმინალში. არ დავუბრუნდეთ იმ ეპოქას როცა, პრესტიჟულ ადგილზე მოსაწყობათ  ნაცნობობა, ქრთამი და  ნათესაობა იყო საჭირო,როცა  ნეპოტისტური მიდგომა იყო ყველაფრისადმი. ჩვენ  აღარასოდეს დავბრუნდებით იმ დროში , რომ  ჩვენ  მშობლებს   შვილების გამოკვების და   უკეთესი განათლების მიცემის  საშუალება არ ქონდათ. ჩვენ  ყველა ერთად ვშორდებით ამ ეპოქას. სწორედ ამიტომ არ არის ეს წლები ჩვენთვის  უმნიშვნელო, რადგან  ამ 8 წელიწადში  მოვახერხეთ   ქვეყნის ძალიან ჩქარი სვლით აღმშენებლობა. ... შეიძლება  ვიღაცეებმა თქვან, რომ ბევრი შეცდომა დაუშვით, რა თქმა უნდა იყო   შეცდომებიც, მაგრამ უშეცდომო მხოლოდ ისაა ვინც  არაფერს არ აკეთებს.  დაე თქვან, რომ ბევრი რაღაც არასწორად ააშენეს...  ზოგს  ფასადის ფერი, ზოგს  შენობა და მოძრავი ქანდაქებები არ მოსწონს ,  მაგრამ  თუ ქანდაკება არ დადგი და ახალი არ ააშენე , იმას ვერავინ ვერ გააკრიტიკებს. დაე გვაკრიტიკონ , იმაზე რასაც ვაკეთებთ და თქვან რომ უკეთესადაც შეიძლება. დიახ, მე პირველი გეტყვით - უკეთესადაც შეიძლება. შემდეგ ჯერზე აუცილებლად გავაკეთებთ უკეთესად!   მირჩევნია გვაკრიტიკონ იმაზე რასაც ვაკეთებთ, ვიდრე ვიჯდეთ უმოქმედოთ, ოღონდ ვინმემ გადაბრუნებული და ცუდი სიტყვა არ გვითხრას. სწორედ ეს  განსხვავებაა დღევანდელობასა და   წინა ეპოქას შორის,დიახ  ამიტომაცაა ეს ეპოქა ისტორიული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასდროს   არ ყოფილა ასეთი მასშტაბური აღმშენებლობა. არც ის  დროა შორს, როდესაც ჩვენ,  დანარჩენ საქართველოს ავაშენებთ, როცა ორივე ხელი გამოგვითავისუფლდება ჩვენი ოკუპირებული და იმ დროისთვის  დაბრუნებული ტრიტორიების  ასაშენებლად,დიახ  იქ უკვე   შეცდომებსაც აღარ დავუშვებთ, იქ მართლაც ძალიან კარგად გავაკეთებთ ყველაფერს!

 ჩვენ არცერთი წუთი არ დაგვიკარგავს აღმშენებლობაზე, რეფორმებზე, უკეთესი მომავლის შექმნაზე და არც მომავალში არ გვაქვს დასაკარგი არც ერთი წუთი, რადგანაც გასაკეთებელი კიდევ ბევრად მეტია. ეს ყველაფერი თქვენთან ერთად   ჩვენ ძალიან  კარგად ვიცით!

                 დიდი მადლობა



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)