Google+

გამოსვლები და განცხადებები

10.10.2011
მიხეილ სააკაშვილის სიტყვა Forum 2000-ზე

ჩემთვის თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა სასიამოვნოცაა და დიდი პატივიც.

უნდა ვაღიარო, რომ ოქტომბერში საქართველოს დატოვების მომხრე არ ვარ, რადგან ოქტომბერი ჩემი უსაყვარლესი თვეა.

გვსიამოვნებს კაშკაშა მზე, ნათელი და თბილი დღეები. ამ პერიოდში ჯერ კიდევ შეგვიძლია ზღვაში ცურვა, ამავდროულად მთაში სათხილამურო სეზონი იწყება. ჩვენ ვზეიმობთ მოსავლის აღებას და ჩვენთან ჩამოდიან საფრანგეთის პრეზიდენტები რომ 100 ათასი ადამიანის წინაშე საოცარი მიმართვით გამოვიდნენ.

ძალიან მიყვარს ოქტომბერი ჩემს ქვეყანაში. მაგრამ როდესაც  ვაცლავ ჰაველი მოგიწვევს, შეუძლებელია დაფიქრდე.

ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც კედლის მეორე მხარეს გაიზარდა და ოცნებობდა თავისუფლებაზე, დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებზე ან რეფორმატორ ლიდერებზე, ვაცლავ ჰაველის სახელი უფრო რეზონანსულია ვიდრე სხვების.

ხშირად მითქვამს, რომ კომუნიზმის წარსულში დატოვების და ახალი ისტორიის დაწყების ორი : ტოლერანტობისა და ლიბერალ–დემოკრატიის, და ულტრანაციონალიზმისა და კორუმპირებული ავტორიტარიზმის გზა არსებობს.  

გზა ვაცლავ ჰაველის და გზა სლობოდან მილოშევიჩის.

რომ დავუბრუნდეთ დღევანდელ შეხვედრის თემას პირველი გზა ფაქტობრივად სამართლიანობისა და კანონიერების კომბინაციაა, მეორე კი ორივეს საპირისპირო.

გარდამავალ ქვეყნებში, პოლიტიკურ  სამართლიანობას ვიღებთ კანონიერების აღდგენით, გამჭვირვალე, საჯარო ინსტიტუტების მშენებლობით, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებით, შეიძლება ეს გამოცდილი დემოკრატიული ქვეყნებისთვის ბუნებრივია. მაგრამ ის მსოფლიოს ბევრ ნაწილში ჯერ კიდევ  ოცონებას წარმოადგენს.  

 

ძვირფასო მეგობრებო,

როგორც ბევრმა თგვენტაგანმა იცის 8 წლის წინათ საქართველო იყო კრიმინალიზირებული, არ შემდგარი სახელმწიფო, მომაკვდავი ეკონომიკა და რომელიც იყო კორუფციით გაჟღენთილი.

2003 წლის ნოემბერში რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოვიდა რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც  მე ვედექი სათავეში.

ყოველდღე გვიწევდა ჩამოინგრეული  ქვეყნის მართვა მაშინ როდესაც მზარდად რევიზიონისტური რუსეთის ფედერაცია  ჩვენ კარს  იყო მომდგარი .

ჩვენი პროგრამა ნათელი იყო: უნდა აგვეშენებინა ევროპული დემოკრატიული ქვეყანა საქართველოში.

ლოზუნგები, ვარდები, დროშები და პოლიტიკის ფურცლები, რომლებსაც როგორც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ვიყენებდით, საკმარისი აღარ იყო.

ოფისში გატარებული ერთი დღის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ რევოლუციები მხოლოდ ქუჩაში ხალხის გამოყვანა არ იყო და ის შედგებოდა რეფორმების ხანგრძლივი და რთული პროცესით, ინსტიტუტების მშენებლობით, რაც თან ახლავს სახალხო მღელვარებებს.

 

ბატონებო და ქალბატონებო,

სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგანან დღეს ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია.

ქუჩის სამართლიანობას აუცილებლად უნდა მოყვეს ყოვლისმომცველი კანონიერი ცვლილებები წინააღმდეგ

შემთხვევაში იმპულსი დაიკარგება,  ენთუზიაზმს კი ცინიზმი ჩაანაცვლებს.

შემდეგ კი მართვის სადავეები შეიძლება ექსტრემისტების ხელში აღმოჩნდეს.

ფანტასტიკური სცენები CNN- ზე თუ როგორ ზეიმობენ  გამარჯვებას ტაჰრირის მოედანზე,  როგორ ცეკვავენ ლიბიელები კადაფის სასახლეში მართლაც შთამბეჭდავია. მაგრამ არაბული რევოლუციების წარმატება დამოკიდებული იქნება რა მოხდება როდესაც დასავლეთის ტელეკამერები გამოირთვება.

როდესაც CNN-მა საქართველო დატოვა ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი საზოგადოების რადიკალური ტრანსფორმაცია, რომელსაც THE ECONOMIST-მა ”მენტალური რევოლუცია” უწოდა.

რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერში წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ გვქონდა ნაკლოვანებებიც და შეცდომებიც დავუშვით.

მაგრამ როგორც ევროპელი კოსმოპოლიტიზმის მამა, ემანუელ კანტი წერდა 200 წლის წინ თავისუფლებისთვის მზად ვერ იქნები, სანამ არ გახდები თავისუფალი.

კანტი გულისხმობდა, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც წინასწარ გასწავლის როგორ უნდა მართო ან მოიქცე როდესაც თავისუფალი იქნები. ამას ისწავლი მხოლოდ საკუთარი წარმატებებიდან და მარცხიდან...

კანტი მართალი იყო.

საქართველოში ჩვენ არ გვქონდა სახელმძღვანელო, რომელიც გაგვიძღვებოდა სამართლიანი ისტიტუტების ჩამოყალიბებისკენ.

არც ჩვენ არაბ მეგობრებს აქვთ ასეთი წიგნი.

თუმცა არსებობდა გამოცდილება, წარმატებები და ხარვეზები, რომელიც შეგვეძლო გვესწავლა და ვისწავლეთ კიდეც  ჩეხეთის, ესტონელების და პოლონეთის გამოცდილებიდან.   

დღეს რეგიონული პოლიტიკის ან აზრის შემქმნელები, მათ შორის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსებიც, საქართველოში ჩამოდიან იმისათვის, რომ შეისწავლონ ახალი ინსტიტუტების მშენებლობის ჩვენეული წარმატება. 

ახლახან თბილისში ტუნისელი და ეგვიპტელი აქტივისტები და ჟურნალისტები ჩამოვიდნენ ჩვენი გამოდილების  და იმ ყოვლისმომცველი რეფორმის გასაცნობად, რომელიც პირველად გამოვიყეთ: ეს იყო ძალოვანი უწყების სრული გარდაქმნა.  

ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადა დაიწყო იმით, რომ ერთ დღეში დავითხოვეთ პოლიციის მთელი შემადგენლობა.

ქართველები სამი თვე საგზაო პოლიციის გარეშე ცხოვრობდნენ. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ პერიოდში დანაშაულის რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა. რატომ?

არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიცია იყო დანაშაულების უმეტესობის თანამონაწილე, არამედ იმიტომ, რომ ხალხი გრძნობდა, რომ იყო საერთო თავგადასავლის ნაწილი და მათ შეეძლოთ რაღაცის შეცვლა ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში. მაშინ როდესაც ყველაფერი შესაძლებელი ჩანდა, მაშინ როდესაც ფასეულობები გახდა პოლიტიკის საფუძველი და მაშინ როდესაც  მათ ქონდათ იმის შეგრძნება, რომ თავიანთ მომავალს თვითონვე ქმნიდნენ.

ეს იყო ლეგიტიმურობის მომენტი.

ეს ფართოდ გავრცელებული გრძნობა ისტორიის ნამდვილი მამოძრავებელი ძალა იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალის პოვნა შესაძლებელია ნებისმიერ ახლად განთავისუფლებულ ადგილას მსოფლიოში.

მაგრამ ის ჯერ სუსტია და გაძლიერებას საჭიროებს.

საქართველოში ჩვენ რეფორმების გამუდმებული პროცესებით და აშკარა მიღწევებით მოვახერხეთ, რომ ეს შეგრძნება არ დაგვეკარგა.

პოლიციაში, საბაჟო და საგადასახადო სამსახურებში და სხვა სამთავრობო სტრუქტურებში რადიკალური ცვლილებების განხორციელებით, ხალხში იმის განცდით რომ მათ ეკუთვნით ეს ტრანსფორმაცია, ჩვენ უფრო დიდ პროგრესს მივაღწიეთ Transparency International-ის კორუფციის ინდექსით ვიდრე სხვა მსოფლიოს რომელიმე ქვეყანამ. ჩვენ ვართ ევროპაში  მეორე არაკორუმპირებული სახელმწიფო EBRD-ის კვლევის თანახმად.

ჩვენ შევქმენით ძალზე ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი და ჩვენ ახლა მსოფლიო ბანკის მონაცემებით მსოფლიოში მეთორმეტე, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით.

გარდამავალ ქვეყნებთან დაკავშირებით 2011 წლის EBRD-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად საქართველო ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა ჩვენს რეგიონში ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით ბალტიის პირეთის ქვეყნებთან შედარებით.

პირველად დამოუკიდებელ საქართველოში ინსტიტუტები ლეგიტიმურია, რადგან  ემსახურებიან სამართლიანობას. 

გასაკეთებელი რა თქმა უნდა კიდევ ბევრია და ჩვენ ამაზე თავდადებული არასოდეს ვყოფილვართ. ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის მშენებლობას ლულის წინაშე.

 

ქალბატონებო და ბატონებო,

კანონიერებისა და სამართლიანობის კომბინაციის ჩვენი მოდელი არც სრულყოფილია და არც არის საჭიროება რომ ის აუცილებლად უნდა მოერგოს არაბულ ქვეყნებს ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს ჩვენს რეგიონში. მაგრამ ყველას შეუძლია გაიგოს ჩვენი გამოცდილების მთავარი იმედის გზავნილი: რადიკალური ცვლილებები შესაძლებელია!

და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გარდამავალი დემოკრატიის გამოცდილების გაზიარება არაბულ სამყაროში ჩვენი მეგობრებისათვის და ნებისმიერი სხვისთვის ჩვენი ვალია.

რომ შევაჯამო:

უპირველეს ყოვლისა, როგორც ავღნიშნე, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ლამაზი და  ამაღალვებელია სახალხო ამბოხებები, ნამდვილი რევოლუცია შედგება რეფორმებისგან,  რომელიც მას მოყვება და  ხანგრძლივი და რთული პროცესისგან შედგება.

მეორე, მხოლოდ  მთელი მთავრობის და მთელი საზოგადოების რეფორმების მიდგომას შეუძლია ხელშესახე ბი და გრძელვადიანი შედეგების მოტანა. სასამართლო სისტემის, პოლიციის, საგადასახადო, საბაჯო, პოლიტიკური კლასის, საარჩევნო კოდექსის, განათლების სისტემის რეფორმები ინდივიდუალურად კი არ უნდა განხორციელდეს. არამედ როგორც სიციალური ტრანსფორმაციის სრულყოფილი პროექტიის ნაწილი.

მესამე, აქ შეიძლება წავაწყდეთ განსხვავებებს ახლოაღმოსავლეთთან, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ჩვენი ხალხი საერთო მიზნის გარშემოა გაერთიანებული: შეუერთდეს ტრანსატლანტიკური, დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებას - გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

ამ  ყოვლისმომცველმა და საერთო მიზანმა კიდევ უფრო მეტი სამართლიანობა შემატა ჩვენს კანონიერ რევოლუციას.

ეს ყოველთვის იყო, არის და ყოველთვის დარჩება ჩვენი რევოლუციის ჰორიზონტად.

 დიდი მადლობა

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)