Google+

გამოსვლები და განცხადებები

18.09.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იუბილე მიულოცა

მოგესალმებით,

ჩემთვის დიდი პატივია საპარტული პოლიციის ერთი წლისთავის შესრულებათან დაკავშირებით თქვენს წინაშე გამოსვლა.

როცა ბავშვი ხდება ერთი წლის, ამ თარიღს არ აღნიშნავენ, მაგრამ ერთ წელიწადში ეს ბავშვი იმდენად გაიზარდა, დავაჟკაცდა, დაჭკვიანდა და გაძლიერდა, იმდენად საამაყო გახდა ყველასთვის, რომ ჩვენ მზად ვართ თქვენი საქმიანობა ყოველდღე ავღნიშნოთ.

საქართველოს საპატრულო პოლიცია არა მარტო თითოეული ქართველის სიამაყის საგანია, არამედ მთელ მსოფლიოში სერიოზული განხილვის და აღფრთოვანების საგანი გახდა.

ამერიკის ყველაზე დიდმა რადიოსადგურმა საქართველოს საპატრულო პოლიციას ვრცელი გადაცემა მიუძღვნა, მათ იშვიათად აინტერესებთ სხვა ქვეყნის მიმდინარე მოვლენები.

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია.

მთავარი ის კი არ არის, რომ თქვენ ახალი ფორმა გაცვიათ და ახლი მანქანებით დადიხართ, უკეთესი ხელფასები გაქვთ, მთავარი არის ის, რომ საქართველოში ქართული საზოგადოების 90 პროცენტზე მეტი საპატრულო პოლიციას დადებითად აფასებს. ეს არის ფსიქოლოგიური და კულტურული რევოლუცია.

ჩვენს ქვეყანაში, ხალხმა პოლიციის დიჯერა.

ხალხი ამაყობს თქვენით, საკმარისია, რომ ადამიანს რაიმე პრობლემა შეექმნას, რეკავს პატრულში.

ეს რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა, თქვენ გხედავენ როგორც ბოლო მომენტის დასაყრდენს და გაჭირვების ტალკვესს.

თქვენ ეკუთვნით მთელ საქართველოს.

ეს არ არის ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის სიამაყის საგანი, თუმცა უნდა ითქვას, რომ პოლიციის ჩამოყალიბების დასაწყისში , ჩვენი ხელისუფლების პირველმა მინისტრმა გია ბარამიძემ, შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა რომელმაც დაიწყო ეს რეფომა და ვანო მერაბიშვილმა რომელიც ბრწყინვალედ მუშაობს, დიდი წვლილი შეიტანეს თქვენს ჩამოყალიბებაში.

ამ სიამაყესთან ერთად ჩვენს არაკეთილმოსურნეებს არ სურთ თქვენს საქმიანობაზე საუბარი, ეს ადამიანები გონებაშეზღუდულნი არიან, მათ არ უყვართ საქართველო.

პატრული ეს ერთჯერადი სიამოვნების საგანი კი არ არის, თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების და დღევანდელი თაობის მთავარი სიამაყის საგანი დღეს, დღევანდელი დღიდან და ასი წლის შემდეგ.

მთავრია, რომ ამ სახელს ყველა ერთად გავუფრთხილდეთ, არ შეილახოს თქვენი რეპუტაცია. წინ ბევრი რამ არის - გავზრდით ხელფასებს 10 პროცენტით, იქნება ახალი მანქანები, გარემონტებული შენობები. მთავარია, რომ თქვენ იყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ვინაიდან საქართველოს საპატრულო პოლიციამ 5000 მეტი ადამიანი დანაშაულს, ხოლო 300 მეტი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. დაგვეღუპა სამი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

ენვერ გუსოევი - შეიარაღებული ყაჩაღების აყვანისას დაიღუპა. კონტრაბანდის აღკვეთას შეეწირა გელა კაკუბერია. გურამ თოფჩიშვილი, რომელმაც, ორი ადამიანის გადარჩენას შესწირა თავი.

სამსახურეობრივი მოვალეობის კარგად შესრულებისთვის 1000-ზე მეტ თანამშრომელს მივეცით წახალისებები და ჯილდოები. 200 პატრული ინსპექტორი მიიღებს ვადამდელ წოდებას. 1000 მეტ პატრულის თანამშრომელს გადაეცემა მადლობის სიგელები.

ჩვენ საპატრულო პოლიცია შევქმენით ჩვენი ქვენისათვის ძალიან რთულ პერიოდში, მაშინ როცა ცხინვალის რეგიონში კონტრაბანდის გადაკეტვის შედეგად შეტაკებები მიმდინარეობდა.

ეს საქართველოსათვის ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა ჩვენ წინ შესაძლოა ბევრი რთული პერიოდი გვქონდეს, მიმდინარეობს საქართველოს უმთავრესი ტერიტორიის - აფხაზეთის ანექსიის პროცესი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ .

ცხინვალში კიდევ არის კრიმინალების ბუდე, მათ აქვთ სერიოზული მხარდაჭერის იმედი საზღვარგარეთიდან, თუმცა ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ ჩვენ ამას დავუშვებთ.

ერთი წლის წინ, როცა ჩვენ აქ შევიკრიბეთ, მე მაშინ დაგპირდით, რომ ყველაზე წარმატებულ პოლიციელებს მივცემდით მანქანებს და ბინებს. ალბათ მაშინ იფიქრეთ, რომ როგორც ყოველთვის ეს დანაპირებად დარჩებოდა.

დღეს ალბათ ხვდებით, რომ ამ ერთი წლის მანძილზე რასაც დაგპირდით, ყველაფერს ვასრულებთ.

ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენს მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს ეს მაგალითი კარგად დავასწავლეთ.

დღეს ყველაზე წარმატებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ვასაჩუქრებთ:

პაატა გიორგაძე შიდა ქართლის საპტრულო პოლიციის უფროსი საჩუქრდება ავტომანქანა ნივით.

ვლადიმერ ხვინგია ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საჩურდება ავტომანქანა ნივით.

ჯონი ბაკურიძე ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი საჩუქრდება ავტომანქანა ნივით.

ინსპექტორი ნინო მათიაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი, რომლებმაც ერთმანეთი საპატრულო პოლიციაში გაიცნეს და დაქორწინდნენ, საჩურდებიან ავტომანქანა ნივით.

დიდუბე- ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ინსპექტორი ლიპარტელიანი საჩურდება ორ ოთახიანი ბინით.

თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი გოგა გრიგალაშვილი საჩუქრდება ორ ოთახიანი ბინით.

მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ საპატრულო პოლიციის ერთი წლისთავი.

მომავალ წელს ჩვენ მოგცემთ ორჯერ მეტ მანქანას და ბინას გაზრდილ ხელფასთან ერთად.

კონკურსის შერჩევა იქნება დემოკრატიულად და თავის გამოჩენის საშუალება ყველას ექნება.

მჯერა, რომ თქვენ პირნათლად შეინარჩუნებთ სახელს და რეპუტაციას, თბილისი კი დღითიდღე ლამაზდება და გახდება ყველაზე ლამაზი ქალაქი მთელ ევროპაში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)