Google+

გამოსვლები და განცხადებები

28.09.2005
მიხეილ სააკაშვილის მისალმება ფინეთის პრეზიდენტისადმი

საქართველო საინტერესო ქვეყანა გახდა.

დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ფინეთის პრეზიდენტი.

თორმეტ ოქტომბერს ჩვენ ნავთობსადენის ქართულ მონაკვეთს გავხსნით, რის გამოც საქართველოში მეზობელი ქვეყნების - თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჩამოვლენ.

უახლოეს დღეებში ჩვენ ქვეყანას ყაზახეთის და ლატვიის პრეზიდენტები ეწვევიან, საქართველოში ასევე ამერიკის კონგრესის თავმჯდომარეც ჩამოვა.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება იტალიის პრემიერ-მინისტრთან.

ფინეთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ეფექტური ეკონომიკის მქონე ქვეყანაა ევროპაში.

ვფიქრობ, რომ ასეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში სახარბიელოა.

ჩვენ ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენც შევქმენით გამჭირვალეობის, არაკორუმპირებულობისა და ეფექტური მართვის საუკეთესო მაგალითები.

ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები.

ბორჯომის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, ვვარაუდობთ, რომ უკრაინაში საქართველო-უკრაინასა და სხვა რეგიონალურ სახელმწიფოთა შეხვედრა გაიმართება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად ერთ კოალიციაში ერთიანდებიან.

ეს არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ.

მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინასთან ჩვენ რეფორმების კოორდინირებას ვახდენთ.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში მსოფლიო ბანკმა საქართველო რეფორმების სფეროში აბსოლუტურ ლიდერად აღიარა, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ტემპით კი - მეორე ადგილზე ვართ.

ეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციის - მსოფლიო ბანკის დასკვნაა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ფორმატს "სამს პლუს სამი", რომელიც საქართველომ და ლიტვამ ერთად წამოაყენა.

სამი ბალტიისპირეთის ქვეყანას პლუს კავკასიის სამი ქვეყანა - ეს ფორმატი გამოცდილების გაზიარებას და ურთიერთდახმარებას ნიშნავს.

ასე რომ, საქართველო ბევრი საინტერესო პროცესის ინიციატორია.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს სამშვიდობო გეგმა ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.

საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

ჩვენ შევძლებთ კონკრეტულ საუბარს რუსეთის ფედერაციასთან.

იმედი მაქვს, რომ ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ახალი ურთიერთობების დაწყების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი იქნება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)