Google+

გამოსვლები და განცხადებები

19.01.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ენერგეტიკის საბჭოს სხდომაზე

საქართველოს წინა ხელისუფლებამ აღიარა, რომ არსებული სიმძლავრეებით და სისტემებით, საქართველოს განათება შეუძლებელია.

ის, რაც შევარდნაძის ხელისუფლებას შეუძლებლად ჰქონდა გამოცხადებული, ჩვენ თქვენთან ერთად მიზნად დავისახეთ - ეს საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფაა.

მე დღეს სიამაყით მინდა განვაცხადო და ნიშნის მოგებით ვუთხრა ჩვენს მლანძღველებს, მიუხედავად მათი სიძულვილისა, ქართველი ენერგეტიკოსებისა და მთავრობის ძალისხმევით, ჩვენ, დეფიციტის გარეშე, მთელი საქართველოს ელექტროენეგრიით მომარაგება მოვახერხეთ.

ეს ამ სფეროში ისტორიული მიღწევაა. ეს იმ პირობებში ხდება, როცა ჩვენ დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ.

რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოში თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, ენერგეტიკის ბერკეტის ამოქმედებას აპირებს. სამწუხაროდ ეს რეალობაა.

გაზის ფასი ორჯერ გაიზარდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, იმისათვის, რომ ზამთარში არცერთმა ტარიფმა არ მოიმატოს.

ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამისათვის იხარჯება ის ფული, რომელიც გზებზე და სოციალურ დახმარებებზე უნდა დახარჯულიყო. საქართველოს არ აქვს თავის ნავთობი და გაზიც ცოტა აქვს.

ჩვენ ქართველების ფულს ვხარჯავთ, თუმცა ჩვენი მეზობლის მცდელობის მიუხედავად, - ზამთარში ტარიფი მკვეთრად გაიზრდილიყო, ხალხი აჯანყებულიყო და მთავრობა დაემხო, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ზამთრის გადასატანად საკმარისი რესურსები მოეპოვებინა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიქნებით კონსოლიდირებულები, ვინაიდან ზამთრის გადასატანად ფინანსური რესურსები საკმარისი გვაქვს.

უახლოეს თვეებში ჩვენი მთავარი ამოცანა სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა.

უახლოეს წლებში ჩვენი ამოცანა ენერგიის და გაზის სხვა წყაროების მოძებნაა.

რუსული გაზი პრობლემურია და პოლიტიკურ რყევებზეა დამოკიდებული, ამიტომ ჩვენს მეზობლებთან მოლაპარაკებები უნდა გავააქტიუროთ.

საქართველოს უკვე შეუძლია ცენტრალური აზიის რეგიონებიდან ევროპაზე ალტერნატიული გაზსადენები გაიყვანოს.

ჩვენ გვჭირდება საკუთარი გაზის წყაროების მოძებნა, თუ კარგად ვიმუშავებთ, საქართველომ 2 5% საკუთარი გაზით მომარაგება უნდა შეძლოს.

ჩვენ შეგვიძლია რუსული გაზის საფასურთან შედარებით, ოდნავ მეტი თანხის გადახდით, სხვა გაზზე გადართვა, ვინაიდან ჩვენ აზერბაიჯანზე მილის გარემონტება მოვასწარით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი სიამოვნებით მოგვცემდა გაზს სამას დოლარად.

რუსეთმა იცის,რომ საქართველოს აქვს ალტერნატივა.

ჩვენ ტექნიკურად მზად ვართ ამ ფასად სხვა გაზი მივიღოთ. ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ერთი წლის წინ, ჩვენ ვთქვით, რომ გაზოტურბინებს გავაკეთებდით, ეს არის რუსებთან თანამშრომლობის კარგი მაგალითი.

ენერგეტიკის მთავარი წყარო უნდა იყოს ჰესები.

ჰესების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, რათა ჩვენი ტარიფების პირობებეში, საქართველოს მოხმარების გადაფარვა იაფი ელექტროენერგიით შეგვეძლოს.

ამ მშენებლობის დასაწყებად, ყაზახეთში ინვესტორები მზად არიან. 15 ივლისს მშენებლის პოვნა შეგვეძლება და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგება დამოუკიდებლად შეგვეძლება.

ჩვენ ამოცანა ბაზრის მცირე და საშუალო ჰესებით უზრუნველყოფაა. საექსპორტო ბაზარზე გასასვლელად ხუდონის მშენებლობაა საჭირო.

მთავარი პრობლემა საქართველოში არის ავარიები. მარტის თვეში სარემონტო სამუშაოებისათვის ჩვენ ხალხი შეზღუდვებისათვის წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ.

წლის ბოლომდე ყველა ოჯახს ექნება ინდივიდუალური მრიცხველი. ამ სისტემაში ფულის ჩასადებად, დიდი ინვესტორის მოძებნაა საჭირო. პირველად თხუთმეტი წლის განმავლობაში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი 24 საათიანი ენერგოგრაფიკით მარაგდება.

რეალურად ზამთარში ტარიფების ზრდა არ იქნება, რაც შეეხება სხვა ტარიფებს , საქართველომ რუსეთის შანტაჟის პირობებში უნდა შეძლოს ტარიფის გაზრდა ისე, რომ ეს მაქსიმალურად ნაკლებად აისახოს მოსახლეობაზე.

ეტაპობრივად გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელია.

სისტემის მდგრადობაზე ჩვენ 2-3 წელი გვჭირდება, რაც შეეხება იმას, რომ საქართველო რუსეთზე აღარ იყოს დამოკიდებული, 2-3 წელში ესეც მოგვარდება.

საქართველოს ელექტროენერგის სისტემა აზერბაიჯანსა და თურქეთზე, არის ჩართული, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კიდევ შეგვიწყვეტს დენის მოწოდებას, ჩვენ პარალელურ სისტემაში აზერბაიჯანთან ერთად მუშაობა შეგვეძლება.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა მთავარია.

უკრაინასთან და შუა აზიის ქვეყნებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ, რათა საქართველო დაფიქსირდეს როგორც სატრანზიტო მნიშვნელობის ქვეყანა.

სამწუხაროდ, შევარდნაძემ გოცირიძესთან ერთად ისეთი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კორუფციაზე იყო აწყობილი, რის საფუძველზეც შაჰდენიზით ჩვენ ძალიან ცოტა გაზს ვიღებთ.

საქართველოზე აზერბაიჯანული გაზი გადის, საიდანაც ჩვენ არაფერს ვიღებთ. საქართველოს მტრის გარდა ამას არავინ არ გააკეთებდა.

ჩვენ თურქეთთან და აზარბაიჯანათან უნდა ვიმუშაობთ, რათა ამ გაზსადენიდან ჩვენ გაზი მივიღოთ.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველოზე ევროპის სხვა სიმძლავრეებიც გავიდეს და ევროპამ თავისი ქვეყნებისათვის შუა აზიიდან შავის ზღვის ფსკერზე კავკასიის გავლით უწყვეტი წყაროები და ალტერნატიული დერეფანი მიიღოს, ჩვენ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ამ თემაზე სტრატეგიას ვამზადებთ.

მადლობა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციები მნიშვნელოვნად ამუშავდა.

ჩვენი ამოცანაა ზამთარი გავიტანოთ კარგად. თუ ენგურჰესი სარემონტო სამუშაოებისათვის უნდა გავთიშოთ, ხალხმა ამის თაობაზე წინასწარ უნდა იცოდეს.

თუ მარტამდე ენერგოსისტემაში არსებულ სიტუაციას შევინარჩუნებთ, მარტში ორკვირიანი გათიშვები უნდა ავიტანოთ.

სირთულეების მიუხედავად, ცივილიზებული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რუსეთთან მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

შანტაჟის ენით საუბარი უკვე შეუძლებელია.

ჩვენ ამ შანტაჟისაგან უკეთ ვართ დაცულები, ვიდრე ექვსი თვის წინ, სამ თვეში - უკეთ ვიქნებით დაცული ვიდრე დღეს, სამ წელიწადში - საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას, საქართველო გარე ფაქტორებისგან დაცული იქნება. ეს ჩვენი ხალხის წინაშე ისტორიული ამოცანაა.

წელს ჩვენი ეკონომიკა 10% გაიზრდება, რაც ახალი საწარმოების გახსნას ნიშნავს.

ენერგეტიკა ნიშნავს სამუშაო ადგილებს ყველა სფეროში.

დღეს საქართველოში ყველგან არის მუშაობის საშუალება, ეს ყველაფერი უკვე ხალხზეა დამოკიდებული, ელექტროენერგიის მუდმივი მომარაგების პირობებში საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)