მოგესალმებით!
მინდა დავიწყო შეხვედრების ციკლი რეგიონალურ ხელისუფლებასთან საკრებულოს საპრეზიდენტო უმრავლესობით.
საკრებულოს ეს შემადგენლობა ისტორიული მნიშვნელობის ორგანოა. ჩვენ მინიმუმ ერთი წელი ერთად უნდა ვიმუშაოთ, დარწმუნებული ვარ, თქვენი უმრავლესობის ძირითადი ნაწილი, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, შემდეგ საკრებულოში არჩეული იქნება.
თბილისში ყველა ჩვენგანს მემკვიდრეობა მძიმე და უიმედო შეხვდა. მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისათვის. თბილისელებმა ლანძვისა და კამათის ნაცვლად, დაივსენეს, მათ ნახეს საქმიანი, კონსოლიდირებული ორგანოს მუშაობა, რომელსაც საქართველოს მთავარი დასახლებული პუნქტის და ჩვენი საამაყო თბილისის ცხოვრების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული.
შემდეგ წლებში დასახული მიზნები ბევრია, თუმცა რამდენიმე საკითხი უნდა გამოვყოთ, ვადები დავაფიქსიროთ და ყველაფერი გავაკეთოთ.
ის, რაც ბოლო ორ წელიწადში თბილისის მაშტაბით გაკეთდა, კომუნისტების არცერთ პერიოდში არ მომხდარა, რომ აღარაფერი ვთქვა წინა მთავრობაზე.
ის, რაც ახლა დაიწყება, იქნება ბევრად მეტი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკეთდა.
თითქმის მთლიანად უნდა გავანათოთ თბილისი, არცერთი უბანი არ უნდა დარჩეს განათების გარეშე, შემდეგ ეზოებიც განათდება.
ერთ წელიწადში ყველა სპორტული მოედანი, რომელსაც წინა მთავრობა ანგრევდა რეაბილიტირიბული უნდა იქნეს.
ერთ წელიწადში მთელ თბილისში ავტობუსები იმოძრავებს, ყველაზე შორეულ უბნებში, ისე როგორც ეს რუსთაველის გამზირზე ხდება.
ჩვენ ვერისა და ვაკის მთავრობა არ ვართ, პირველ რიგში გლდანის, ვარკეთილის, ვაზისუბნის, ნაძალადევის, აფრიკის, ლილოს, მესამე მასივის და განაპირა რაიონების მთავრობა ვართ.
თბილისში გზების პრობლემის გადასაჭრელად ორი წელია საჭირო. უპრეცენდენტო მშენებლობის ტემპებია, კომუნისტების დროს არასოდეს მსგავსი არ გაკეთებულა.
გაჭირვების მიუხედავდ საქართველოში მანქანების რაოდენობა გაორმაგდა, ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისში საცობები მოიმატებს, უნდა დავიწყოთ ესტაკადების მშენებლობა, რითაც მოძორაობის განტვირთვას შევძლებთ.
თბილისში საშუალო სკოლების გასარემონტებლად ორი წელია საჭირო. ეს ასეულმილიონიანი პროგრამაა, ჩვენ ბავშვები გაურემონტებელ სკოლებში არ უნდა სწავლობდნენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოების და პოლიკნინიკების რეაბილიტაციისათვის სამი წელია საჭირო.
1 ივლისიდან ღარიბების დაზღვევა მოხდება, რითაც მათ უფასო მკურნალობის საშუალება ექნებათ.
ჩვენ დავიწყეთ მეტროპოლიტენის სრული რეაბილიტაცია ევროპულ დონეზე, რასაც სამი წლის შემდეგ დავასრულებთ, იმედი მაქვს ახალი სადგურების მშენებლობასაც განვაახლებთ.
იმ შემთხვევაში, თუ დავით იოსელიანის მიერ ინიცირებული ამხანაგობის პროგრამა კარგად განვითარდება, ერთ წელიწადში სახურავების პრობლემა გადაიჭრება. ამ პროექტში სახელმწიფოს როლი უმთავრესი იქნება, სახელმწიფო დაზოგილი თანხებით ღარიბების ნაცვლად, წილობრივ მონაწილეობას მიიღებს.
ლიფტების პრობლემა რთულია, თუმცა სამი წლის განმავლოაბში ეს პრო ბლემაც მოგვარდება.
თბილისში ბევრი ავარიული სახლია. ჩემი განკარგულების თანახმად, მშენებლობები შეჩერებულია იმ სახლებზე, რომელიც ნაცნობობით მოპოვებული და გაცემული იყო ყოფილ და მოქმედ მინისტრებზე, და დეპუტატებზე.
ამის ფული ჩვენ არ გვაქვს, ეს ფული კორპუსების გამაგრებაზე უნდა დიხარჯოს. ქალაქის ცენტრში საინვესტიციო პროგრამები უნდა შეიქმნას, რათა მშენებლებმა ახალი უბნები ააშენონ.
თბილისის ცენტრში ცარიელი ადგილები არ არის, ახალი სახლები თავისუფალ მოედნებსა და სკვერებში აღარ აშენდება.
ავარიული სახლების მაცხოვრებლებთან მოხდება გარიგება და მათ საცხოვრებელ ადგილას ახალი სახლები აშენდება.
გლდანში, არსებობს დიდი მიწის ნაკვეთი, რომელიც ყოფილი გლდანის გამგებლის მიერ იყო პრივატიზებული, ამ ადგილას დიდი პარკი აშენდება, სადაც მთელი გლდანელები ივლიან.
დასუფთავების პრობლემები უნდა მოგვარდეს, ვინაიდან ამ კუთხით თბილისის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა წარმოუდგენელია.
ისტორიული უბნების აღსადგენად ფულის ჩადებაა საჭირო, ვინაიდან ეს ტურისტული პოტენციალია.
ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, განვახორციელოთ თამამი 21 საუკუნის შესაბამისი არქიტექტურული მშენებლობები, რისთვისაც უცხოელი არქიტექტორები მოვიწვიეთ.
ეს დიდი და ამბიციური პროგრამაა. იშვიათად, მსოფლიოში რომელიმე ქალაქს, ასეთ მოკლე პერიოდში განეცადოს რთული საწყისებიდან ასეთ პირობებში გადასვლა.
მე თქვენი ხელშეწყობის და თბილისელების მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩემი ამბიციაა ეს ქალაქი იყოს ლამაზი.
არცერთ მდიდარ ქვეყანაში ასეთი სწრაფი ტემპებით მოვლენების არ ვითარდება.
ეს ჩვენსა და თქვენს შორის ურთიერთთანამშრომლობის ბრალია. ეს საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერის დამსახურება.
წლის განმავლობაში იქნება ბევრი პოპულიზმი, დემაგოგია, არის ხალხი ვისაც გრძელი ენა და მოკლე ჭკუა აქვს, არის ხალხი ვინც საქმის გამკეთებელია.
ჩამოყალიბდა კრიტიკოსთა ჯგუფი, რომლებსაც ჩვენი წარმატება არ უხარია.
ჩვენს უკან თბილისელები დგანან. ჩვენი ინტერესია ჩვენმა ხალხმა თანამედროვე და კომფორტულ გარემოში იცხოროვს, სადაც ჩვენი შვილების გაზრდა კომფორტული და ადვილი იქნება ,სადაც დამსახურებული მოხუცები თავს კომფორტულად იგრძნობენ.
ეს ვადები დიდი ხნის ფიქრის შედეგია, აქამდე ჩვენი მთავარი სიძლიერე დანაპირების შესრულება იყო.
დასახული მიზნების შესასრულებლად თქვენი იმედი მაქვს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური