Google+

გამოსვლები და განცხადებები

21.04.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა წეროვანში

მივესალმები წეროვანის მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს, ასევე გუბერნატორს და სოფლის მეურნეობის მინისტრს.

დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს.

დავიწყეთ სოფლის მეურნეობაში მექანიზაციის ვრცელი პროგრამა.

უახლოეს წლებში საქართველოში ტრაქტორების რაოდენობა მინიმუმ უნდა გაორმაგდეს, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება.

პირველი ასორმოცდაათი ტრაქტორი კახეთში წავა, ვინაიდან კახეთს წელს ყველაზე მეტად უჭირს, ამ მხარეზე ღვინის ემბარგოს სახით დარტყმა განხორციელდა.

ორი კვირის წინ, კახეთში ვიყავი და კახელებს ტრაქტორებს დავპირდი. შემდეგი ორასი ტრაქტორი კი, ახლო მომავალში ჩავა.

ტრაქტორების სწორედ გადანაწილებას სოფლის მეურნეობის მინისტრს ვავალებ.

უნდა შეიქმნას მომსახურების ცენტრები, ფასები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, არანაირი პრივილეგია, საღ, კომერციულ საფუძველზე სახელმწიფოს დახმარებით ხელი ყველას უნდა მიუწვდებოდეს. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევძლებთბ ეს დიზელის ფასის გაიაფებაა, ვინაიდან ეს ფასი დგინდება არა საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბაზრის მიერ, დანარჩენი - უფასო ნერგები, თესლები კონსულტაციები და ტრაქტორები ხელმისაწვდომ ფასში სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება.

ჩვენმა მეღვინეებმა უნდა იცოდნენ, ვიღაცას გადაწყვეტილი აქვს ჩვენთან ღვინის ამოძირკვა, ეს შაჰაბასმა ვერ მოახერხა და დღეს ვერც ვერავინ მოახერხებს.

იქნება პრობლემები და სიძნელეები, მაგრამ თუ ჩვენ, ყველა ერთად დავდგებით, ვიშრომებთ, არ არსებობს სიძნელე, რომელსაც ვერ გადავლახავთ, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ დავძლევთ, არ არსებობს კონკურენცია, რომელსაც ვერ გავუძლებთ, არ არსებობს ბაზარი, რომელსაც ვერ დავიპყრობთ.

ჩვენ გადავარჩენთ მევენახეობასა და მეღვინეობას, არა მხოლოდ გადავარჩენთ, არამედ უახლოეს ხანში ამ გაჭირვების პირობებში გავაძლიერებთ.

მთავარია არ შეგვეშინდეს, არ გავექცეთ პრობლემებს, მოვინდომოთ და ვიშრომოთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)