Google+

გამოსვლები და განცხადებები

19.11.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის კოფი ანანის ერთობლივი ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მადლობელი ვარ, რომ ბატონმა კოფი ანანმა ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში ვიზიტი ვარდების რევოლუციის წლისთავს დაამთხვია.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თბილისი უკვე ყველა სახელმწიფო მოღვაწის რუკაზე აღინიშნა.

ბატონი კოფი ანანი ახლო-აღმოსავლურ ტურს თბილისში დაასრულებს, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემას ეძღვნებოდა.

სერიოზულ და საინტერესო ვიზიტებს 22-23 ნოემბერსაც ველოდებით.

მივესალმებით გაერო-ს გენერალურ მდივანს და მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველოში მისმა წარმომადგენელმა, მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით, ძალზე კარგად იმუშავა.

ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ უკიდურესად იმედგაცრუებული ვართ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით - ჩვენს თვალწინ იქაური კანონიერი მოსახლეობის (ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები) 80 პროცენტის კუთვნილი ქონება იყიდება; თითქმის ყოველ დღე, ადამიანებს იქ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ; მეორე მხარე კატეგორიულ უარს ამბობს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნაზე, რათა ყოველივე ეს გაკონტროლდეს; მთელი მსოფლიოს დასანახად, ხდება დანაშაული კაცობრიობის წინაშე, აფხაზეთში სულ უფრო მეტი იარაღი შედის და ამ რეგიონის სრული მილიტარიზაცია ხდება.

საქართველოს მშვიდობა სურს, მაგრამ საქართველო არასდროს არ შეურიგდება ადამიანის უფლებების ამგვარად გათელვას.

ჩვენი რევოლუციის მთავარი გაკვეთილი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ყველა ადამიანისთვის თავისუფლების მინიჭებაა, ეს არის დემოკრატია ყველასათვის, სადაც ყველა ჯგუფების ინტეგრაცია ხდება.

მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, ჩვენ ყველა რეგიონს, მათ შორის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, შანსი უნდა მივცეთ.

დაბოლოს, იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით გაერო გააქტიურდება და მისი წევრი ქვეყნები ამ ორგანიზაციას საშუალებას მისცემენ, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს.

მინდა ბატონ გენრალურ მდივანს მადლობა მოვახსენო იმისათვის, რომ ჩვენი შეხვედრა ვარდების რევოლუციის ორი წლისთავს დაამთხვია, მან დღეს ეს თარიღი მოგვილოცა.

მინდა მას ვარდების რევოლუციის ამსახველი ალბომი გადავცე და სამახსოვროდ, ვარდი ვაჩუქო.

გაერო-ს გენერალური მდივანი კოფი ანანი

დიდ მადლობა ქალბქტონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს ვესტუმრე.

მიუხედავად იმისა, რომ აქ აქამდე არ ჩამოვსულვარ, თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დიდი ხანია თვალს ვადევნებ.

გაეროს დამკვირვებელთა მისია, რომელიც საქართველოში მუშაობს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობს დაამყაროს მშვიდობა და ითანამშრომლოს აფხაზურ მხარესთან, ასევე, აფხაზეთის მოსახლეობასთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვითარების გასაუმჯობესებლად ძალისხმევას არ იშურებს.

რა საკვირველია, ჩვენ არც შემდგომში დავიშურებთ ძალისხმევას და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შევეცდებით ამ პრობლემების გადასაჭრელი გზები მოვძებნოთ.

თუმცა, უმთავრესი ისაა, რომ თითოეულმა მხარემ ადამიანის უფლებებს და ღირსებას პატივი სცეს.

ასევე ყოველმა მხარემ უნდა აღიაროს კნონის უზენაესობა და უნდა დაიცვას ის, რადგან ამის გარეშე წარმატებებს ვერ მივაღწევთ.

მე საშუალება მქონდა, პრეზიდენტთან ერთად, თქვენს ქვეყნაში ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკურ-სოციალური განვითარების საკითხებზე მემსჯელა და მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ წარმატებებმა, რომელსაც საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწია.

ასევე მინდა ბატონ პტეზიდენტს დიდი მადლობა მოვახსენო მისი თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის ჩვენს წარმომადგენლებთან - გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის ოფისის ხელმძღვანელთან ჰეიდი ტალიავინთან და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან ბატონ კლარკთან, რომელმაც აქ უკვე დაასრულა მუშაობა და საქართველოს მალე დატოვებს.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტალიავინსა და ბატონ კლარკს, საქართველოში გაწეული სამუშაოსთვის.

დაბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო და მსურს საქართველოს მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ასევე ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში წარმატებები ვუსურვო.

ამ გზაზე კი, გაერო-ს იმედი მუდამ უნდა გქონდეთ.

დიდი მადლობა ყველას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)