Google+

გამოსვლები და განცხადებები

31.08.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თანამემამულეებისადმი

მოგესალმებით!

როგორც იცით, ხვალ ბრიუსელში ევროკაშირის სახელმწიფო მეთაურთა საგანგებო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მართალი გითხრათ, არც კი მახსოვს ევროკავშირის ლიდერებმა ბოლოს როდის გამოიყენეს ეს ძალიან განსაკუთრებული ღონისძიება, რუსეთის მიერ თავის აგრესიის და საქართველოს ანექციის დაკანონების შედეგების განსახილველად.

ჩვენ კარგად ადვინახეთ, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიას - საქართველოს ჩამოშლის, დაპყრობის ან როგორც მინიმუმ მისი ტერიტორიების დიდი ნაწილის მიტაცების მცდელობას ევროპული ისტორიის მორიგ ეპიზოდად გაასაღებდა, მას იმედი ჰქონდა, რომ მსოფლიო თავიდან ვერ მიხვდებოდა რაში იყო საქმე და ამ ყველაფერს

ეს ყველაფერი წარმოუდგენლად წარუმატებელი აღმოჩნდა.

ვფიქრობ, რომ დღეს რუსეთი უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი თავის არჩებობის განმავლობაში ოდესმე იყო.

ვფიქრობ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მათ თავიანთ ტრადიციულ მოკავშირეებად მიაჩნდათ, ამ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრი წარმოუდგენლად შეცვლილია.

მე ვერ წარმომედგინა, რომ მაგალითად გერმანიის, საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის ასეთი დიდი მხარდაჭერა გვექნებოდა. ვერასოდეს წარმომედგინა, რომ ამერიკის შიდა პოლიტიკისათვის საქართველოს თავისუფლების საკითხი ამხელა თემა გახდებოდა.

ასეთი რამ ამერიკის ისტორიაში ძალიან ცოტა ქვეყნების მიმართ იშვიათად მომხდარა.

მე ვერასოდეს ვერ წარმომედგინა, რომ ასე ერთხმად იქნებოდა ხმა ამაღლებული ამ აგრესიის დაგმობის, საქართველსოს მხარდაჭერისათვის არა მხოლოდ პოლიტიკოსებში, არამედ ჩვეულებრივ საზოგადოებაში.

ჩვენ ხომ დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ და ძირითადად დემოკრატიულ სამყაროში ხალხის განწყობა გრდელვადიანად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება. პოლიტიკოსები იცვლებიან, მაგრამ ხალხს უნდა დაამახსოვრდეს რა ტიპის ფენომენთან აქვთ მათ საქამე.

ჩვენი სიძლიერისა და გადარჩენის, სახელმწიფოებრივი შენარჩუნების ჩვენი მომავალი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის საწინდარი, ჩვენი მრავალეთინიკური ხალხის ერთიანობაა.

ამიტომ ხვალ, ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა მთელი მსოფლოს დასანახად დაგეგმა დიდი აქცია.

ხვალ მთელი მსოფლიო შეხედავს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს, შემოგვხედავენ რამდენად ხელჩაკიდებულნი და ერთიანნი ვართ, რამდენად ვუმაგრებთ ზურგს ერთმანეთს და რამდენად ვმოძრაობთ წინ.

ბოლო კვირების განმავლობაში სვავებივით გვიტრიალებდნენ ის ადამიანები, ვისაც საერთოდ არ მოსწონს ის, რომ საქართველო ასე კარგად გამოიყურება და მთავარი კითხვა რაც მათი მხრიდან ისმის არის ეს - კი, მაგრამ, თქვენში ხომ არ არის ერთიანობა? თქვენში ეხლა ხომ ნამდვილად მოხდება დაპირისპირება? ეხლა ხომ ნამდვილად მოხდება განხეთქილება? ეხლა ხომ ნამდვილად მიაღწევს რუსეთი იმას, რაც მათ უნდათ -მთავრობა წავა, საქართველო ჩამოიშლება, აგრესიის შედეგები დაკანონდება და რუსეთი მიაღწევს საწადელს.

მე ეს მესმოდა როგორც არაკეთილმოსურნეთა მხრიდან, ასევე ჩვენი შეწუხებული კეთილმოსურნეთა მხრიდანაც.

პირველი დიდი დარტყმა მათთვის აგრესიის პირევლივე დღეებში ჩვენი დიდი მიტინგი იყო.

მე არ ვეთანხმები იმ ხალხის აზრს, როცა ისინი ამბობდნენ, რომ როცა საქართველოს ბომბავდნენ ჩვენ მიტინგი არ უნდა გაგვემართა.

ყველა ადამიანმა, ვინც მივიდა მიტინგზე, რა თქმა უნდა გარისკა.

ეს იყო სამოქალაქო გმირობის გამოვლინება.

ეს მიტინგი მსოფლიოს ყველა ტელეარხით გადაიცემოდა.

ამ მიტინგმა მთელ მსოფთლოს დაანახა, რომ ეს არის წმინდა გიორგის ბრძოლა დიდი უსამართლო იმპერატორისა და ძალის წინააღმდეგ.

ჩვენ შეგვიძლია, რომ ხვალაც ყველამ ერთად დავანახოთ ჩვენს მომავალ თაობებს და მთელ დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც გამონაკლისების გარეშე, ყოყმანისა და ორაზროვნების გარეშე საქართველოს დაუდგა გვერდით.

რა იქნება ხვალ ბრიუსელში, მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ ეს არის დიდი პროცესის დასაწყისი.

ეს პროცესი იქნება რთული.

პროცესი საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისაკენ დაიძრა.

დაიძრა პროცესი საქართველოს ნამდვილი ევროპული ინტეგრაციისაკენ. დაიძრა პროცესი რეგიონში აგრესიული ძალების საბოლოოდ განეიტრალების, მხილების.

ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ მთავარი , რომ ეს პროცესი დაიძრა.

ჩვენი არცთუ ისე მრავალრიცხოვანი ერის ძალა არის არა ტანკების მრავალრიცხოვნებაში, არამედ ჩვენი, ჩვენი ჯარისკაცებისა და საზოგადოების გამბედაობასა და ერთობაშია.

ხვალ არის მომენტი, რომ ჩვენი ერთობა კიდევ ერთხელ დავანახოთ მთელ მსოფლიოს.

მე ევროკავშირის სამიტიდან მოველი იმას, რომ ევროპა არ დაიხევს უკან, ამ ბინძური უცერემონიო და თავზეხელაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაკანონების წინაშე.

მე მოველი იმას, რომ ევროპა დაუჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და იტყვის, რომ არასოდეს არ აღიარებს ამ უკანონობის შედეგებს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართველები ამას ვერასოდეს შეეგუებიან.

მე მოველი იმას, რომ თავისუფლების მხარდასაჭერი დიდი მოძრაობა დაიწყება.

მოველი იმას, რომ დაიწყება დიდი მოძრაობა ამ ბოროტების გასანეიტრალებლად, მის შესავიწროვებლად და იმ ხალხისათვის პასუხის გასაცემად, ვინც ეს ჩაიდინა.

ჩვენ მოველით ევროპისაგან იმას, რასაც მე ყოველთვის ვოცნებობდი -

ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლაში ძალა სიკეთის მხარეს უნდა იყოს, არა მხოლოდ თვითონ იყოს სიკეთის განსახიერება, არამედ დაიცვას სიკეთე და შეებრძოლოს ბოროტებას, დაიცვას თავისი ფუნდამენტური ფასეულობები და პატარა და დიდი ერის თავისუფლება და მომავალი.

დაიცვას ის, რისთვისაც ყველაზე მეტად გვიყვარს ევროპა და თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ.

დაიცვას ის, რის გამოც ჩვენ მივისწარაფით ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციისაკენ.

ჩვენ ამ ყველაფერს მოველით და მოველით იმას, რომ ამ გზავნილს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან, ტრასებიდან, მოედნებიდან გაუგზავნით ევროკავშირს, მსოფლიოს, კაცობრიობას და მთლიანად ჩვენს აწმყოსა და მომავალს.

მომავალ შეხვედრამდე!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)