Google+

გამოსვლები და განცხადებები

24.09.2008
საქართველოს პრეზიდენტის მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 63-ე ყოველწლიურ სხომაზე

ნიუ-იორკი, 2008 წლის 23 სექტემბერი

ბატონო პრეზიდენტო,

ბატონო გენერალურო მდივანო,

თქვენო აღმატებულებანო,

პატივცემულო დელეგატებო,

მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი შესაძლებლობისათვის, რათა მოგმართოთ გენერალური ასამბლეის 63-ე ყოველწლიურ სხდომაზე, ჩემი ქვეყნისა და გაეროს ისტორიის ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში;

ხანდახან, ამ ორგანიზაციის მაღალი იდეალების ყველაზე რთული გამოცდა დგება პატარა და უფრო მეტიც, უცნობ ქვეყნებში;

მე მოვედი თქვენთან, როგორც ერთ-ერთი ასეთი ქვეყნის - საქართველოს წარმომადგენელი, ქვეყნისა, რომლის მოსახლეობა 5 მილიონზე ნაკლებს შეადგენს და რომელშიც შემოიჭრა ჩვენი მეზობელი;

მიუხედავად ჩვენი ტერიტორიული სიმცირისა, ამ შემოჭრით გამოწვეული სამართლებრივი, მორალური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მნიშვნელობა არ შეიძლება ყოფილიყო მიღწეულზე უფრო მნიშვნელოვანი;

ნამდვილად, ეს ვითარება ეწინააღმდეგება გაეროს დამფუძნებელი წესდების პრინციპებს;

ამ წესდებაში სათუთად დაცული პრინციპები გულისხმობს სახელმწიფოს საზღვრების შეუვალობას, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის უზენაოსებასა და შეიარაღებული აგრესიის გამოყენების საყოველთაო უარყოფას;

ამ შემოჭრის შედეგად, ყველა ეს პრინციპი დადგა გამოცდის წინაშე და ახლა სასწორზე დევს.

ამ შემოჭრამ დაარღვია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები;

ჩვენი ორი რეგიონის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარებით, ეჭვის ქვეშ დადგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი;

ასი ათასობით ჩვენი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შედეგად, დაირღვა თვით ადამიანის უფლებათა იდეა;

ამის გამო, გენერალური ასამბლეა დადგა საყოველთაო გამოწვევის წინაშე;

ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ პასუხი გავცეთ არა მხოლოდ სამხედრო აგრესიის ერთ ცალკეულ გამოვლინებას რომელიმე კონკრეტულ ადგილას, არამედ გამოვხატოთ ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება სამხედრო აგრესიისადმი ნებისმიერ ადგილას;

ჩვენ მოწოდებულნი ვართ რომ ვუპასუხოთ ამ მნიშვნელოვან კითხვას:

დაიცავს ეს ორგანიზაცია თავის ძირითად პრინციპებს, თუ დაუშვებს მათ გათელვას შემოჭრილი ტანკების მუხლუხოების, ეთნიკური წმენდის ჩამდენთა ჩექმების, დამანგრეველი ელექტონული შეტევისა და აგრესიული სეპარატიზმის დესტრუქციული ტაქტიკის მიერ?

რას უნდა ნიშნავდეს ამ ასამბლეის ყოველი წევრისთვის, დაიცვას გაეროს ფუძემდებლური პრინციპები?

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა უარი ვთქვათ დუმილზე სამხედრო აგრესიისა და ადამიანის უფლებათა გათელვის წინაშე;

მეორე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთობა და დაუყონებლივ მივიღოთ არ-აღიარების პოლიტიკა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის მიმართ;

ჩვენ ერთად გვაქვს ნაკისრი მორალური და სამართლებრივი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლისა და მსოფლიო წესრიგის დაცვის შესახებ;

მესამე, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ყველა მხარემ დაიცვას არსებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ყველა პირობა;

და მეოთხე, ჩვენ უნდა შევქმნათ კონფლქტების მოგვარებისათვის გაეროს ქმედითი მექანიზმი, რომელიც მშვიდობიანად გააერთიანებს საქართველოს;

დედააზრი ისაა, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გამოვიყენოთ საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი კოლექტიური საერთაშორისო ინსტიტუტების შესაძლებლობების მთელი სპექტრი, რათა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობის ბალანსი...

...და ამგვარად ავამოქმედოთ გარკვეული მექანიზმები, რათა გამოვასწოროთ ისტორიული შეცდომები;

მაშინ როცა ეს კრიზისი მთელ საერთაშორისო საზოგადოებას აყენებს სერიოზული პრობლემების წინაშე, ის უქმნის კონკრეტულ ვალდებულებებს ჩემს ქვეყანას;

მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩვენი საერთო ღირებულებების ხელყოფის პასუხი გახდეს არა იზოლაციისკენ მიმართული პოლიტიკა, არამედ ღიაობის უფრო მაღალი დონე ბევრ ფრონტზე;

როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, ჩვენ არაფრის გვეშინია;

როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება ჩვენი საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ ვიყოთ კიდევ უფრო ღია და გამჭირვალენი.

ჩემთვის და ჩემი მთავრობისათვის, აღნიშნული ვალდებულება გამოიხატება სპეციფიკური მოქმედებების ციკლში საერთაშორისო და შიდა დონეზე. ნება მიბოძეთ განგიმარტოთ.

პირველ რიგში, მე ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავ ადამიანს სურს გაიგოს თუ ვინ და როგორ დაიწყო ეს ომი.

სანამ დაუბრუნდებოდეთ ჩვენ საკითხს, ნება მომეცით გავიმეორო ჩემი მოწოდება რომელიც მე პირველად გავაკეთე 17 აგვისტოს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკერის შეხვედრის დროს.

აუცილებელია განხორციელდეს ომის წარმოშობისა და მიზეზების ამომწურავი, დამოუკიდებელი გამოძიება.

ფაქტების დამდგენ ჯგუფს თავისუფლად ხელი უნდა მიუწვდბოდეთ ყველა ოფიციალურ დოკუმენტებზე და ინფორმაციაზე.

საქართველო მიესალმება ამ სახის გამოძიებას. ჩემი მთავრობა მზად არის წარმოადგინოს ყველა არსებული მტკიცებულებები და უზრუნველყოს ფაქტების დამდგენ ჯგუფის მოთხოვნით ყველა მოწმესთან გასაუბრება.

ჩვენ ამ კონფლიქტის მეორე მხარეს მოვუწოდებთ სრულად ითანამშრომლოს ფაქტების დამდგენ ჯგუფთან და არ შეაფერხოს მისი მუშაობა.

ესე უნდა იქცეოდნენ დემოკრატიული სახელმწიფოები.

სიმართლე უნდა გამოაშკარავდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნათელი მოფინოს მოვლენებს, რომლის განვითარებას ადგილი ჰქონდა წინა თვეს, არამედ დაგვეხმაროს პასუხების გაცემაში იმ ფუნდამენტალურ კითხვებზე, რომლებიც ამ ინტერვენციის შედეგად წარმოიშვა.

ჩემი მთავარობის მეორე ინიციატივა - ღიაობის შესახებ - შეეხება ჩვენი საზღვრების ფარგლებში განვითარებულ მოვლენებს.

როდესაც სხვები ამ ომს იარაღის გამოყენებით აწარმოებენ, ჩვენ მას ფასეულობებით ვუპასუხებთ.

საქართველოზე განხორციელდა სამხედრო თავდასხმა იმიტომ, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში ის არის ყველაზე წარმატებული და დემოკრატიული სახელმწიფო.

დღეს, ისე როგორც არასდროს ჩვენი პასუხი არის ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება.

აი ამიტომ მე მინდა გაგაცნოთ დემოკრატიული ინიციატივების ოთხი კატეგორია:.

პირველ რიგში, ჩვენ გავაძლიერებთ "შეკავებისა და დაბალანსების" სისტემას ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებში, პარლამენტს და სასამართლოს ფართო უფლებებს მივანიჭებთ.

მეორე, ჩვენ უზრუნველყობთ დამატებით რესურსებს და დაცვას უფრო ფართო პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების მიზნით, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდას და მათ ხელმისაწვდომობას ტელე- რადიო მაუწყებლობებზე.

მესამე, ჩვენ გავაძლიერებთ სამართლის უზენაესობას, სათანადო მართმსაჯულების გარანტიების გამყარების, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების და მოსამართელეების დანიშვნას უვადოთ დანიშვნის გზით.

მეოთხე, ჩვენ გავავრცობთ და გავაღრმავებთ პირადი საკუთრების დაცვას.

და ყველაფერს რასაც ჩვენ გავაკეთებთ, გავაკეთებთ გამჭვირველეობის დაცვით.

ამ დილით, მე მქონდა პატივი გამეგო, რომ „Transparency International"-სის ბოლო ინდექსში საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის მონაცემები მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

მიუხედავად მთელი რიგი მოვლენებისა, ჩემმა ქვეყანამ შეძლო ამ ყველაფრის გადატანა, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების სიმტკიცეს და შეუქცევადობას.

მოკლედ, ჩვენ შევებრძოლებით აგრესიას და ავტორიტარიზმს უძლიერესი იარაღით ჩვენ არსენალიდან...

... სახელდობრ, ჩვენი ვალდებულებით თავისუფლებების მუდმივი განმტკიცების შესახებ ჩვენს ტერიტორიაზე...

ეს სხვა არაფერია თუ „მეორე ვარდების რევოლუცია"

თუ ჩვენი პირველი რევოლუცია იყო არ შემდგარი სახელმწიფოს და კორუფციის წინააღმდეგ....

... ჩვენი მეორე რევოლუცია უნდა იყოს კიდევ უფრო მიზანმიმართული რადგან ჩვენ ვდგავართ დიდი საგარეო საფრთხის წინაშე.

ვარდების რევოლუციის წარმატება დაეხმარა ჩემ ქვეყანას გადარჩენაში.

საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მეორე ვარდების რევოლუციის წარმატებაზე.

მთელს მსოფლიოში უამრავი ხალხი ღრმად შეშფოთებული იყო საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიის გამო, რომელიც, ტრაგიკული ირონიით, დაიწყო მშვიდობის უდიდესი დღესასწაული - ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ.

თქვენ უპასუხეთ აღშფოთებული ჰუმანიზმით ალყაშემორტყმული რიგითი ქართველების გასაჭირს -

...80 წლის მამაკაცისა და ქალბატონის, რომლებიც გამოძევებულნი იყვნენ თავიანთი სოფლიდან...

...ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის, რომლებიც ეძებდნენ თავშესაფარს დაბომბვისაგან გადასარჩენად ...

...პატარა ქვეყნის გასაჭირს, რომლის მოსახლეობაა ხუთ მილიონზე ნაკლები, და რომელიც გახდა მეზობელი ქვეყნის თავდასხმის მსხვერპლი, ქვეყნის, რომელიც 300-ჯერ აღემატება მას.

თქვენ იმოქმედეთ დროულად და დაეხმარეთ საქართველოს დიდი ოდენობის ჰუმანიტარული ტვირთის გამოგზავნით, საქართველოში ჩამოსვლით და თქვენი სოლიდარობის გამოხატვით.

მსოლიოს ლიდერები დაუღალავად მუშაობდნენ, რათა ხელმოწერილიყო ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი.

მე განსაკუთრებით მადლიერებას გამოვხატავ საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის მიმართ, მისი ძალიხმევისათვის, რომ სრულად უზრუნველყოფილ იქნეს ცეცხლის შეწყვეტა, როგორც დოკუმენტში ასევე რეალურადაც.

ეს ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ მიაღწია შეთანხმებას, რომ სამხედრო ძალები სრულად იყვნენ გაყვანილი ჩემი ქვეყანიდან და დაუბრუნდნენ კონფლიქტის დაწყებამდე დაკავებულ პოზიციებს.

თქვენი ქმედებები ადასტურებს, რომ ყველაზე ძლიერი პასუხი ამ სასტიკი ინტერვენციისა არის საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკის ხელახალი აღმშენებლობა, რათა იგი ადრინდელზე უფრო ძლიერი გახდეს.

ასევე მე მინდა გამოვხატო განსაკუთრებული ვალდებულება ყველას წინაშე, ვინც ამ ეკონომიკურად რთულ და საგანგებო ვითარებაში საქართველოს რეკონსტრუქციაში მიიღო მონაწილეობა.

ჩვენ გონივრულად და სრული გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით გამოვიყენებთ თქვენს დახმარებას.

საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე მთელი საერთასორისო საზოგადოების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვას...

მსოფლიოს ამ ნაწილში სტაბილურობის უზრუნველყოფის და განვითარების დემოკრატიული მოდელის შეთავაზების გზით.

რეკონსტრუქცია ასევე გარანტიას იძლევა, რომ ევროპისათვის კვლავ უზრუნველყოფილი იქნება ჭეშმარიტი ენერგოუსაფრთხოება, რომლის საფუძველს დივერსიფიკაცია წარმოადგენს.

და ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შესრულებული იქნება მშვიდობიანი გზით.

მაგრამ დღეს, ჩვენ უნდა დავსვათ სერიოზული კითხვები, და მათზე გაცემულ პასუხებს სერიოზული შედეგები აქვს.

გასული კვირების განმავლობაში ჩვენ ყველას გვაინტერესებდა, იყო თუ არა ეს შემოჭრა შეცდომა - არასწორი მცდელობა მიმართო 19 საუკუნის უხეში ძალის გამოყენების ლოგიკას?

თუ ეს არის ნიშანი ავის მომასწავებელი ახალი ტენდენციისა, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო წესრიგი მთლიანად შეცვალოს, ხელყოს ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი საერთო და ძირითადი პრინციპები?

ვფიქრობ, რომ ეს და სხვა შეკითხვები ჯერ კიდევ პასუხის გარეშეა.

სხვა შეკითხვები ჯერ კიდევ დასმული არ არის.

დავუჭერთ მხარს ჩვენ მსოფლიოში ძალადობრივ და მძულვარებით აღსავსე სეპარატიზმს და გავდგებით განზე, როდესაც ილახება ქვეყნის სუვერენიტეტი?

თუ ჩვენ მტკიცედ დავდგებით, დავიცავთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ პრინციპებს, და განვაცხადებთ- საკმარისია!

21-ე საუკუნეში, ჩვენ გვაქვს უკეთესი შესაძლებლობა დავიცვათ უმცირესობათა უფლებები, ვიდრე T-72 ტიპის ტანკები და „სუ"-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.

ჩვენ შევიმუშავეთ იურიდიული და პოლიტიკური სისტემა, რათა უმცირესობათა მოთხოვნები დაკმაყოფილ იქნეს ნაციონალური სუვერენიტეტის კონტექსტში.

საბოლოო ჯამში, ეს არის გაერთიანებული ერებისა და ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა.

მის საფუძველს წარმოადგენს რწმენა იმისა, რომ დემოკრატია და კეთილდღეობა ხელმისაწვდომია ყველასათვის.

რამდენად მზად ვართ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დავკარგოთ?

და რა გამოვიდა უხეში ძალის გამოყენებით? მივმართავთ ჩვენ სხვა ხერხს თუ საკადრის პასუხს გავცემთ ათასობით გამოგზავნილ სამხედრო ძალებს, რომლებაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სხვა ქვეყნის საზღვერები გადმოკვეთეს?

დავხუჭავთ ჩვენ თვალებს, როდესაც ეთნიკური წმენდა ხორციელდება? რომელიც კვლავ ხორციელდება 16 წლის განმავლობაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში?

მსოფლიოში, რომელიც მთელი ძალითა და ტრადიციული ფორმით ებრძვის სახელწოფო ძალადობას, მოვიწონებთ ჩვენ ახალ მსგავს ფაქტებს?

საქართველოში შემოჭრის პერიოდში, ჩვენ ვიყავით მოწმენი საბრძოლო მოქმედებების წარმოების რამოდენიმე დამაშინებელი ილეთისა.

ჩვენ დავინახეთ გასამხედროებული დჭჯგუფებები რომლებიც ცინიკურად ახორციელებდნენ ჩემი ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, მოქმედებნდენ ყოველგვარი შეზღუდვისა და საზღვრების გარეშე.

ჩვენ გამოვცადეთ კიბერ ომის პირველი სრულმაშტაბიანი კამპანია, კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებასა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობის შეწყვეტას.

ეს ძალზე აღმაშფოთებელია, როდესაც ხედავ ტექნოლოგიას, რომელმაც გაგვაერთიანა მთელი მსოფლიო და ასევე დაგვეხმარა კულტურის შეკავშირებაში, და რომელიც იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ ეთნიკური ნიშნის მიხედვით დაყოფილ იქნას ხალხი და გახლეჩილი იქნას ჩვენი მსოფლიო.

და დღეს, როდესაც მსოფლიოს უმეტეს ნაწილი ათვითცნობიერებს კლიმატის ცვლილებებისა და ეკოლოგიური განადგურების არსებულ მუქარას, ჩვენ მოწმენი გავხდით საქართველოში ეკოციდის საშინელი კამპანიისა, როგორც ინტერვენციის ერთ-ერთი ნაწილის...

როდესაც საბრძოლო ვერტმფრენებმა განახორციელეს ბორჯომის ძველისძველი ტყის დაბომბვა, ტყის, რომელიც წარმოადგენს ტურიზმის, დასვენების, კულტურისა და წყლის რესურსების ნაციონალურ ცენტრს.

მჯერა, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენი სერიოზული ვალდებულებაა.

მზად უნდა ვიყოთ, რათა მსოფლიოს სწორი გადაწყვეტილებები მივაწოდოთ ...

ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული ინტერვენციის მაგალითზე ნათლად წარმოჩინდა გლობალური საზოგადოებრივი აზრის ძალა, რომელიც მხოლოდ ღია და თავისუფალი საზოგადოების მონაპოვარია;

საბოლოოდ, ტანკებისა და ჯარის წინსვლა და ჩვენი დედაქალაქის აღება სწორედ საერთაშორისო წინააღმდეგობამ შეაჩერა, რაც ბევრი თქვენგანის მიერ იქნა გაჟღერებული...

შეაჩერა თავისუფალმა მედიამ, გამბედავმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა და მსოფლიოს წამყვანმა ეთნიკური პრინციპების მატარებელმა ადამიანებმა ნათან შარანსკიდან და ვაცლავ ჰაველამდე.

თუმცა რიტორიკა საკმარისი აღარ არის. დღეს ჩვენი მთავარი ფუნქცია მოქმედებაა.

სიტყვები რომ საკმარისი ყოფილიყო, მაშინ რაიმე შედეგს მაინც მივიღებდით მშვიდობისკენ მოწოდებებისა - და იმ უთვალავი გაფრთხილებების- სანაცვლოდ რაც თავად მე გამიჟღერებია ამ ტრიბუნიდან წლების განმავლობაში.

არავის უბრძვია ჩემს ქვეყანასა და ჩემზე მეტი საქართველოში ეთნიკური ჭრილობების მოშუშებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მისაღწევად.

არავის უბრძოლია ჩვენზე მეტი.

და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ბრძოლას - ჩემი ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისთვის, რათა უკან დავაბრუნოთ მისი მშვენიერი, მულტი-ეთნიკური მრავალფეროვნება.

ოთხი წლის უკან მე ამ ტრიბუნიდან ვთხოვდი საერთაშორისო საზოგადოებას შეეჩერებინა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არალეგალური უხცოური პასპორტების მასიური და ძალდატანებითი გავრცელება.

ჩვენ მაშინ ვიცოდით, რომ ეს დამანგრეველი ტაქტიკა შერწყმულია ეთნიკურ წმენდასთან, რამაც განაპირობა ქართველთა უმეტესობის განდევნა ამ ტერიტორიებიდან მომავალში დაპყრობის საბაბად იქნებოდა გამოყენებული.

და სწორედ ეს განხორციელდა გასულ თვეს. იგივე ხდება დღესაც ჩვენს მეზობელ სხვა ქვეყნებშიც.

2006 წელს მე თქვენი ყურადღება გავამახვილე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის მცდელობებზე და მაშინ გკითხეთ: „მოითმენს კი რომელიმე თქვენგანი ამ დიდ დარბაზში სხვა ძალის მსგავს ჩარევას თავიანთ საკუთარ მიწა-წყალზე"?

მე გაფრთხილებდით საშიშროებაზე, და მოვიყვანე ციტატა - რომ „სეპარატიზმის და კონფლიქტის პანდორას ყუთი გაიხსნება არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ გადაწვდება ჩვენი სამყაროს ბევრ სხვა კუთხეს."

დღეს, სამწუხაროდ, იმ მოლიპულ მთის მწვერვალზე ვდგევართ - სადაც მშვიდობამ შესაძლოა დაუთმოს პოზიციები მსოფლიოს ხელახალი მოწყობის მომძლავრებულ დესტრუქციულ ძალას.

ერთი წლის უკან, ამ დარბაზში მე გავაჟღერე საგანგაშო ინფორმაცია სამხრეთ ოსეთში არალეგალური სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ იმ ადამიანთა მიერ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ შეიარაღებული ძალა და სისასტიკე გაიმარჯვებდა მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხის ნებაზე.

მე აღვნიშნე, რომ ფრიად სახიფათო ესკალაცია ხორციელდებოდა საეთაშორისო მონიტორთა თვალწინ, რომელთა მოვალეობაში შედიოდა ამ ტერიტორიის დემილიტარიზაციის უზრუნველყოფა.

და მე გთხოვეთ საკადრისი პასუხი გასცემოდა ამ უკონტროლო ქმედებებს.

ჩვენ კვლავაც მუდმივად გაფრთხილებდით დაპყრობითი ოპერაციის დაწყების წინა თვეებისა და დღეების განმავლობაში.

ჩვენ ყველას ვეუბნებოდით ვინც კი გვისმენდა იმ კამპანიის გაჩაღებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს და ჩემი მთავრობის რეპუტაციის შელახვას, სეპარატისტებთან ყოველგვარი მოლაპარაკებების დაბლოკვის ფონზე.

ეს იყო იმ კარგად გაანგარიშებული მცდელობის ნაწილი, რაც მიზნად ისახავდა საქართველოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტებას, რაც წინაპირობას შექმნიდა ჩვენი ტერიტორიის დასაპყრობად.

ჩვენ დეტალურად ვაცნობეთ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ე.წ. სამშვიდობოების სამხედრო მანქანის შეუნელებელი ზრდის ფაქტების შესახებ, რომელიც დაიწყო ამ გაზაფხულზე ორივე კონფლიქტის ზონაში და რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენდა ამ ზაფხულს სეპარატისტული გასამხედროებული დაჯგუფებების მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმები.

სახმელეთო დაპყრობითი ოპერაციების დაწყებამდე 7 აგვისტოს დილას, - რასაც წინ უსწრებდა მუდმივი ცეცხლი იმ დღეების განმავლობაში, რამაც იმსხვერპლა მშვიდობიანი მოსახლეობა და ქართველი მშვიდობისმყოფელები-ჩვენ არგუმენტილრებულად ვუარყოფდით ჩვენს ბრალეულობას, თითქოსდა ქართველების მიერ მოკლული იყო 2,100 სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქე.

სრულიად ამახინჯებდა რა ფაქტებს, დამპყრობელი ამით ამართლებდა თავის პასუხისმგებლობას მოქალაქეების დაცვისთვის ე.წ. „ჰუმანიტარული ინტერვენციის" საფარით.

ამ ტყუილს, საბოლოოდ ფარდა ახადა "Human Rights Watch"- მა (რომლის ინფორმაციის თანახმად დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 44 კაცს შეადგენდა) და სხვებმა, შეადგენდა მცდელობას დაემალათ შემოჭრის რეალური მოტივები.

წლების განმავლობაში მე ასევე ხშირად ვსაუბრობდი თქვენთან იმ გეგმების შესახებ, რაც შეიმუშავა საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რათა მოგვეხდინა ჩემი ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანება.

მე ვსაუბრობდი გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოლაპარაკებათა წარუმატებელი ფორმატების შეცვლისა და ტრანსფორმაციის შესახებ.

მე ბევრჯერ და გულწრფელად გავუწოდე ხელი ჩვენს მეზობელს მშვიდობის დამყარების მიზნით.

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ინტერვენციამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ჩვენ გააფთრებით ვაგრძელებდით ბრძოლას მშვიდობისათვის.

გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართველოში თავისი წარმომადგენლები გამოაგზავნა შეწყვეტილი სამშვიდობო პროცესის აღსადგენად, ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობდით.

აგვისტოს შუა რიცხვებში გერმანიის მთავრობამ წარმოადგინა სამშვიდობო მოლაპარაკებების გეგმა, რომელსაც ჩემმა მთავრობამ ცალსახად დაუჭირა მხარი.

ივლისის ბოლოს ფინეთის თავჯდომარეობით ეუთომ მოლაპარაკებების ჩატარება შემოგვთავაზა ჰელსინკში, რასაც ჩვენც დავეთანხმეთ.

სამწუხაროდ, კონფლიქტის მხარეებმა უკვე მერამდენედ ზურგი შეგვაქციეს. მათ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ.

და ბოლოს, ინტერვენციამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, ჩემი სპეციალური წარმომადგენელი ორჯერ გაემგზავრა ცხინვალში და მის კოლეგას სასოწარკვეთით მოუწოდებდა მშვიდობისაკენ. მაგრამ იგი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მან მანქანის საბურავის დაშვება მოიმიზეზა.

24 საათში კი ათასობით კარგად დაბერილი საბურავი კვეთდა ჩემი ქვეყნის საზღვარს.

მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა ყველაფრის ასახსნელად.

ვერავითარი სიტყვებით ვერ აღწერ ომის საშინელებებს.

ძალიან ძნელია და ალბათ შეუძლებელიც კი იმის თქმა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ომმა.

ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია და ჩვენ საქართველოში ვგლოვობთ არა მარტო ჩვენ შვილების და დების სიკვდილს, არამედ ჩვენი მეზობლების დაღუპულებს.

და დღეს საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ინტერვენციიდან გამოიტანა რაღაც ნამდვილად ღირებული და ეს არის სიცხადე.

ჩვენ გავიგეთ რა მოხდა. ჩვენ უკვე ვეღარ ვუარყოფთ ომის გამჩაღებელთა მოტივაციასა და მიზნებს.

სიცხადე იწვევს პასუხისმგებლობას.

ჩვენ უკვე აღარ გვაქვს უმოქმედობის საშუალება.

ახლა ყველა ჩვენთაგანის ვალია ქმედება.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომელიც გამოწვეულ იქნა ინტერვენციის შედეგად - არის ასობით დაღუპული ადამიანი, გაერო-ს მონაცემებით 200 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, ასევე ჩვენი ეკონომიკა მწყობრიდან არის გამოსული - ჩემი მთავრობა იყენებს მათ ხელთ არსებულ პრაქტიკულად ყველა საშუალებას.

მე გპირდებით, რომ ჩემი მთავრობა, სწრაფი ტემპებით განახორციელებს ახალ დემოკრატიულ ინიციატივებს, რომლებიც წარმოშობს მეორე ვარდების რევოლუციას.

მე გპირდებით, რომ საქართველო სულ მალე გახდება უფრო მეტად ძლიერი და დემოკრატიული ვიდრე ის იყო დღემდე. ეს კი ჩაგვაყენებს უკეთეს მდგომარეობაში რათა მეტი შენატანი გვქონდეს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებასა და აღორძინებაში.

მაგრამ იმისათვის, რომ ზემოთქმულს აზრი არ დაეკარგოს, ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ის პრონციპები, რომელზეც ეს ინსტიტუტი არის აგებული.

ჩვენ გვჭირდება მოქმედება და არა სიტყვები. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო ის ოთხი ვალდებულება, რომელიც მჯერა რომ უნდა განვახორციელოთ.

პირველი, თითოეულმა ჩვენგანმა უარი უნდა თქვას დუმილზე ამ შეიარაღებული აგრესიის, ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და გაერო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის ფაქტების მიმართ.

მეორე, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის უკანონოდ აღიარების უარყოფაში.

ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ყველა მხარე სრულად შეასრულებს არსებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ,

და მეოთხე, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ კონფლიქტის მოგვარების პროცესის შექმნა, რომელიც მშვიდობიანად გაამთლიანებს საქართველოს.

თუ ჩვენ ამ მიზნებს მივაღწევთ, ეს ინსტიტუტი კრიზისს თავს დააღწევს უფრო მტკიცედ ვიდრე აქამდე.

თუ ჩვენ მაინც დავმარცხდებით ამ მზარდ გამოწვევასთან, მე ვშიშობ, რომ ძალადობა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ტაქტიკა გავრცელდება მსოფლიოს სხვა მხარეებშიც.

ეს არის ჩვენი საერთო მოვალეობა, ურყევი რწმენით მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილება.

საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი, რის შედეგადაც ჩვენი დემოკრატია უფრო ძლიერი გახდება.

ერთად ჩვენ ვიპოვით გზებს, როგორც ამას საუკუნეების მანძილზე ვაკეთებდით, რათა მოხდეს მშვიდობიანი თანაცხოვრობა ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების ყველა წევრს შორის, იქნებიან ისინი ქართველები, აფხაზები, ოსები თუ ჩემი უძველესი ქვეყნის სხვა მოქალაქენი.

გმადლობთ


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)