Google+

გამოსვლები და განცხადებები

12.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

მოგესალმებით,

მე მინდა მოგაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული უახლესი ინფორმაცია საქართველოში შექმნილ დრამატულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ბრიფინგის დაწყებამდე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა მოვდივარ მიტინგიდან, რომელიც ყველაზე ხალხმრავალი იყო მათ შორის, რაც კი მინახავს საქართველოს დედაქალაქში.

ეს ხალხი შეიკრიბა, რათა გამოეხატა აღშფოთება, ასევე ერთიანობა და მშვიდობის იმედი, მიუხედავად მუდმივი ჭორებისა იმის თაობაზე, რომ დღეს თბილისი უნდა დაბომბილიყო.

გაგაცნობთ უახლეს ინფორმაციას ამ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ; რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის განცხადებებს ვადარებ უკანასკნელ საათებსა და დღეებში განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებს და რეალურ სიტუაციას.

უპირველეს ყოვლისა, საბრძოლო მოქმედებათა ცენტრის შესახებ მოგახსენებთ. აფხაზეთში, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან ძალიან მოშორებით მდებარეობს, გუშინ მათ განახორციელეს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები.

ჩვენ იქ არ გვყავდა შეიარაღებული ძალები, იქ მხოლოდ ადგილობრივი პოლიციიის ქვედანაყოფები იყო; ზემო კოდორის ხეობაში - ზემო აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ეს ერთადერთი ადგილი იყო აფხაზეთში, სადაც ეთნიკური წმენდის შემდეგ ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა; მას აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და იქ ცხოვრობდნენ როგორც ეთნიკური ქართველები, ისე სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები.

ჩვენ აშკარად დავინახეთ რუსეთის კარგად მომზადებული გეგმა, რამდენიმე ასეული რუსული სამხედრო ტექნიკა, რუსეთის საავიაციო-სადესანტო ჯარები, რომელსაც გენერალი ხემძღვანელობს. ისინი შევიდნენ ზემო აფხაზეთში, საიდანაც მოსახლეობის ნაწილი მოკლეს, დანარჩენი კი გამოყარეს.

ამ ტერიტორიიდან მოსახლეობა მთლიანად არის გამოდევნილი.

ეს არის ეთნიკური წმენდის კლასიკური მაგალითი.

უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ადგილი, სადაც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა - ავაშენეთ სკოლები, საავადმყოფოები, მივიწვიეთ ბევრი ჟურნალისტი და ვაჩვენეთ თუ რა მოაქვს მშვიდობას განვითარებისთვის; ავაშენეთ სათხილამურო კურორტი და ბავშვებისთვის სათხილამურო სკოლაც კი გავაკეთეთ.

დღეს ყოველივე ეს განადგურებულია - პირველი მათ სწორედ სათხილამურო კურორტი დაბომბეს.

როგორც ჩვენი პოლიციელები გვეუბნებიან, ისინი აქტიურად იყენებდნენ ვაკუუმური ბომბებს.

მეორე საკითხი სამხრეთ ოსეთს შეეხება.

როგორც იცით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც აკონტროლებდა საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია (ოსი ეროვნების დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით), რუსულმა ჯარებმა მთლიანად გაწმინდეს ეთნიკური ქართველებისგან.

მე ვიღებ ძალზე შემაშფოთებელ ცნობებს, რომელთაგან ზოგიერთი სამწუხაროდ ჩანს, რომ სარწმუნოა.

ადგილზე ხდება ადამიანთა დახვრეტა და მკვლელობა; ზოგიერთი მათგანი მიჰყავთ ათავსებენ გარკვეული ტიპის ბანაკებში ქურთასა და ვლადიკავკაზში. მას შემდეგ, რაც ჩემი ბრძანებით, ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დატოვეს, მომდის ცნობები, რომ ცხინვალის დაბომბვა 48 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ ცხინვალი გადააქციონ მეორე გროზნოდ.

ამიტომ მოვითხოვ, რომ გაეროს დაუყოვნებლივ მიეცეს შესაძლებლობა ნახოს რა ხდება იქ და რა ბედი ეწია ხალხს.

როგორც გითხარით, ჩვენ მოგვდის ინფორმაცია ხალხის დახვრეტის შესახებ.

სხვა შემაშფოთებელი ამბავი ის არის, რომ რუსული ჯარები დადიან მთელი საქართველოს მასშტაბით.

თუ პირველ დღეებში ისინი მხოლოდ ტანკებს აფეთქებდნენ და აცხადებდნენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევდნენ, ახლა მათი სამიზნე მთლიანად მშვიდობიანი მოსახლეობაა.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეს ჰოლანდიელი ჟურნალისტი კასეტური ბომბით მოკლეს; იქ იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები და ეს ცნობა მათაც დაადასტურეს.

ძალიან ვწუხვარ ამ ჟურნალისტის დაღუპვის გამო, ისევე როგორც ცხინვალში ჩვენი გამოსვლის შემდეგ მოკლული ორი ჟურნალისტის გამო.

ორი დღის წინ ტელევიზიით ვნახე თუ როგორ გახდა BBჩ-ს ჟურნალისტი რუსული თვითმფრინავის სამიზნე. როგორც ჩანს, ეს არ იყო შემთხვევითობა. ალბათ, ამ მფრინავს ჰქონდა მითითება, შეტევა განეხორციელებინა არა მხოლოდ სამოქალაქო პირებზე, არამედ ჟურნალისტებზეც.

ყველასთვის ცნობილია, რომ გორის ჰოსპიტალი, რომელიც დღეს მთლიანად არის კონცენტრირებული კონფლიქტის დროს დაჭრილთა მკურნალობაზე, დაიბომბა რუსეთის ტაქტიკური იარაღით.

ცნობები მსხვერპლის შესახებ ამ ადგილიდანაც გვაქვს.

აი, კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი - მათ დღეს კიდევ ერთხელ დაბომბეს საქართველოზე გამავალი ძირითადი ნავთობსადენი.

ეს იყო ძალზე მასშტაბური, წინასწარ განზრახული შეტევა; მართალია ნავთობსადენი არ დაზიანებულა, მაგრამ უკვე მესამე დღეა, რაც ისინი ამ ნავთობსადენს ბომბავენ.

ეს საკმაოდ ბევრისმთქმელი ფაქტია და ამ ოპერაციის ნამდვილ მიზანს გამოავლენს.

ამას გარდა, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით იკავებენ პოლიციის შენობებს, აწარმოებენ პოლიციის განიარაღებას, პოლიციის შენობებსა და პოლიციელებს კი ჰაერიდან უტევენ.

მათ ძალიან კარგად იციან, რომ ქართული პოლიცია მსუბუქად არის შეიარაღებული და სამხედრო ოპერაციებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

ხელისუფლების ოკუპაცია და პოლიციეს არ ყოფნა რეგიონში გამოიწვევს უწესრიგობას, ადმინისტრირების მოშლას, მარადიორობას და სხვა ამგვარ პრობლემებს.

ეს აშკარად მიზანმიმართული ტაქტიკაა იმისათვის, რომ მთლიანად მოშალონ ქვეყნის სტრუქტურა.

ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უტევენ გზებს, აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას; ამასთან ისინი გზებს ანადგურებენ პოლიციის განყოფილებებთან ახლოს.

როგორც იცით, დღეს ჩვენთან ჩამოდის 6 ევროპელი პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის ჩათვლით.

ჩვენ დაუყოვნებლივ დავთანხმდით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელიც საფრანგეთმა შემოთაგვთვაზა, რუსეთი კი ლავირებდა.

ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ რუსეთს სურს მიაღწიოს თავის მიზნებს, მაგალითად, ზემო აფხაზეთის გაწმენდას.

აი, ასეთი ვითარებაა ამ დროისათვის.

ახლა შევიტყვეთ, რომ ისინი ბრძოლას წყვეტენ, თუმცა როგორც გითხარით ამ განცხადების შემდეგ, რამდენიმე მკვლელობა კვლავ მოხდა და ტერიტორიების დაბომბვა გაგრძელდა.

ამ დროისათვის მათი სამიზნე სამოქალაქო ობიექტებია, რადგან იქ სამხედროები უკვე აღარ არიან.

ჩვენ უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები, რათა აღვადგინოთ კანონიერება, წესრიგი და მშვიდობა და საშუალება მივცეთ ხალხს, დაბრუნება დაიწყონ საკუთარ სახლებში. სხვა შემთხვევაში ჰუმანიტარული კრიზისი.

გმადლობთ.

ჟურნალისტი (როიტერის საინფორმაციო სააგენტო): ბატონო პრეზიდენტო, როგორც იცით რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შეაჩერა სამხედრო ოპერაცია საქართველოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას მერე ბევრი სამოქალაქო ობიექტი და სოფელი იბომბება. რამდენად რეალუარია თქვენთვის ის, რომ მოლაპარაკება სამშვიდობო პროცესიასთვის, მართლაც სამშვიდობო იქნება?

მიხეილ სააკაშვილი:

რაც მე ძალიან კარგად შევამჩნიე არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ან პრემიერ-მინისტრს პუტინს პირდაპირი კონტროლი აქვს სამხედრო ძალებზე. მე არ მჯერა იმისა, რომ ვინმემ ოდესმე გაბედოს სამხედრო ოპერაციის განხორციელება მისი ხელმძღვანელობის გარეშე. თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოში ისინი ისე სწრაფად მოქმედებენ, ისე კოორდინირებულად, რომ დარწმუნებული ვარ, მათ ხელმძღვანელობაში ყველაფერი კარგად არის ორგანიზირებული. დანამდვილებით ვერ გეტყვით რა პოლიტიკური მოტივები დგას ყოველივე ამის უკან. ვფიქრობ, პოლიტიკური მოტივები სრულიად გასაგებია - დაანახონ მსოფლიოს, რომ მათ არ ენაღვლებათ რას მოიმოქმედებს საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ ნათლად გამოხატეს ის, რისკენაც მიისწრაფვიან და გაახმოვანეს საკუთარი ამოცანა რეჟიმის შეცვლის თაობაზე. Yოველივე ეს საქართველოს პრეზიდენტობას ან რაიმე სვა საკითხს კი არ ეხება, არამედ მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანას წაართვან მშვიდობა და დამოუკიდებლობა, ასევე დააშინონ ისინი, ვინც ჩვენს გარშემოა.

- მნიშვნელობა არ აქვს რას მოიმოქმედებენ ისინი, მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ დაგვბომბავენ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დიდი ზიანის მოტანა და დასუსტება სურთ ჩვენი. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი თავისუფლების დათმობას - საქართველო არასოდეს დაიჩოქებს. აი, ეს არის ჩვენი გზავნლი მათ მიმართ!

ჟურნალისტი (როიტერის საინფორმაციო სააგენტო): კიდევ ერთი შეკითხვა. ნახევარი საათის წინ აქციაზე, თქვენ თქვით, რომ საქართველო მზადაა დატოვოს დსთ. Aრის ეს თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება?

მიხეილ სააკაშვილი:

დიახ, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ ამაზე შევთანხმდით. ჩვენ ნამდვილად უნდა დავტოვოთ დსთ. დსთ-მ ვერ შეძლო ემოქმედა ისე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს, რაღაც, პოსტ-საბჭოთა გადმონაშთია, რომელმაც ვერ შეძლო იმის პრევენცია, რომ ტრაგედია არ მომხდარიყო. დსთ-ს დატოვებით ჩვენ საბოლოოდ ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს. იმ ხალხს, ვინც ჩვენ გვბომბავდა, საბჭოთა კავშირის აღგდგენა სურს. ორი წლის წინათ პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის შესუსტება მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო. მე კი მიმაჩნია, რომ ეს ძალზე წარმატებული ნაბიჯი იყო და საქართველო არასოდეს აღარ უნდა დაბრუნდეს საბჭოთა კავშირში. ვფიქრობ, დღეს ჩვენი ხალხი ერთობით ადასტურებს იმას, რომ წარსულში დაბრუნება არ სურს.

ჟურნალისტი (საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგი): ბატონო პრეზიდენტო, თქვენ სწორედ ეკონომიკასა და თავდაცვას დაახარჯეთ საკმაოდ დიდი თანხა. თუკი ეს ჯერ არ დამთავრებულა, შეგიძლიათ შეაფასოთ ზარალი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეკონომიკაში და, რაც მთავარია, სამხედრო სფეროში?

მიხეილ სააკაშვილი:

ვფიქრობ, ეს უკვე სცილდება სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებს, ყოველივე ეს მხოლოდ ქართველ ხალხს შეეხება. ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დამთავრდეს მოქალაქეების ხოცვა და სოფლების ძარცვა. ეს ტერიტორისტული კამპანია გამიზნულია სამოქალაქო პირების მიმართ, არა მარტო საჰაერო საშუალებებით. როგორც გითხარით, ძალზე სავალალო ანგარიშები მქონდა ეთნიკური წმენდის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორეა ის, რომ ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ეკონომიკას, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო სწრაფად განვითარდება. საქართველო იყო კიდეც ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მსოფლიოს ამ ნაწილში. ჩვენ საუკეთესო მონაცემები გვაქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ყველაზე უმაღლესი ბიზნეს კლიმატი მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ყველაზე სწრაფად მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონში. ვიცი, რომ ამ მონაცემების დაბრუნება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ.

როდესაც საქართველო ნორმალურ ვითარებას დაურუნდება, ის იქნება კიდეც წარმატებული ქვეყანა. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვაცხადებდით, რომ მთავრობა ჩვეული რეჟიმით ფუნქციონირებდა - სინათლე არ ჩამქრალა; მობილური კავშირი, ისე თუ ასე, წესრიგში იყო; ჩვენი პოლიცია ვიდრე მიზანში არ ამოიღეს, ჩვეულებრივად მუშაობდა; იგივე ითქმის საავადმყოფოებზე; ეკონომიკა მუშაობდა გამართულად; ვალუტის კურსი სტაბილური გახლდათ; ფინანსები კი იყო შეზღუდული, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით მაინც ნორმალური ვოთარება გვქონდა. იმის გამო, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი ეკონომიკა არ შერყეულა, სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ჩვენ სულ მალე ბევრად უფრო განვვითარდებით და ბევრად უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურა გვექენება. დახმარებას საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისგან, მსოფლიო ბანკისგან, ევროპული ბანკისაგან რეკონსტრუქცია და განვითარებისთვის, ჩვენი მეგობარი მთავრობებისაგან ველით. უპირველესად, ვიმედოვნებ, რომ განახლებული სტაბილურობის დროს თავისუფალი წარმოება ისევ განვიტარდება. ეს იქნება თავისუფალი საზოგადოების დემონსტრირება, იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ აქამდე გვქონდა.

ჟურნალისტი (საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგი): რა ხდება სამხედრო სფეროში, რამდენი ჯარისკაცი დაკარგეთ?

მიხეილ სააკაშვილი:

დანაკარგი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ რუსეთის დანაკარგთან შედარებით ის გაცილებით ნაკლებია. ჩვენთვის ყველაზე დიდი დანაკარგი მოსახლეობის მხრივ განვიცადეთ. არ მინდა საქართველოს სამხედრო სფეროთი სპეკულირება, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი არმია დავიცავით. ის არ გაიქცა და არ დაბრუნდა სახლში იარაღით ხელში, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში მომხდარა. ის მხოლოდ ხელახლა დავაჯგუფეთ, მაგრამ ფუნქციონირებს. ის დისციპლინირებულია და მათ სურვილი აქვთ გააგრძელონ წინააღმდეგობა თუკი შეტევები გაგრძელდება. უპირველესად, მშვიდობის დაბრუნება გვსურს. ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება შუღლის გაღვივება, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ახლა ყოველივე უკვე აბსოლუტური სიგიჟის დონეს აღწევს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)