Google+

გამოსვლები და განცხადებები

02.10.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მცხეთაში ისტორიული ქალაქის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

"მოგესალმებით!

როგორც კი სახელწიფოს ორი თავისუფალი კაპიკი უჩნდება, ხარჯავს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენაზე.

ქუთაისის ბულვარს დაუბრუნდა ისტორიული სახე.

საქართველო ეხლა იქმნება ისეთი, როგორიც ეს ჩვენ გვინდა.

აქ არასდროს არ ყოფილა ლამაზი შენობები.ეხლა იქმნება ახალი ლამაზი შენობები. ჩვენ ვქმნით ახალ ქვეყანას.

ეს ხალხი, რომელიც აქ მუშაობს, ტელევიზიისთვის არ არის მოყვანილი, ეს სპექტაკლი არ არის, ტელევიზიები წავლენ, ეს ხალხი აქ დარჩება და იმუშავებს წვიმაში.

ეს ხალხი შრომობს და არჩენს საკუთარ ოჯახს. საქართველოში დაახლოებით 20 000 ოჯახია, რომელიც თავს ირჩენს ახალი მშენებლობებით.

ეს არის დიდი ბედნიერება. ამ მშენებლობების ფუნქცია არის ის, რომ ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს აიღოს მიკრო კრედიტი, გახსნას პატარა სასტუმრო ან კაფე, შექმნას ახალი დამატებითი ღირებულება და ჩამოიყვანოს ტურისტი. ამბობენ ქართველები უნდა გადააქციონ მომსახურების ერადო.

ბოდიში, იტალიელები, ამერიკელები, გერმანელები მომსახურების ერია?! ისინი არიან ერები, რომლებიც ქმნიან დოვლათს და ინახავენ თავს.

წელს ზაფხულის უმეტესი ნაწილი გავატარე ბათუმში.

ქვეყანას, რომელსაც ერთი წლის წინ ასჯერ დიდი ქვეყანა დაესხა თავს, საერთოდ აღარ უნდა ეარსება, მაგრამ ამის მიუხედავად ორჯერ მეტი დამსვენებელი იყო ბათუმში.

ჩვენ ვიმუშავეთ და გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ როდესაც ჩვენ დავიწყებთ მესტიის პროექტს, მესტიაში ჩავა იმაზე მეტი ვიდრე წელს ჩამოვიდა ბათუმში. აქ ჩამოვა ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე ოდესმე ჩამოსულა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხალხი იქნება უფრო მდიდარი.

ეხლა კახეთში არის რთველი.

მე ყოველდღე ვკითხულობ რთველის ამბებს.

ქართული ღვინის 90 პროცენტი დაილევა საქართველოში და ჩვენ აღარ გვექნება ღვინის გასაღების პრობლემა.

ეს პროექტები ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეცხოველეებს აღარ ექნებათ რძის და ხორცის გასაღების პრობლემა.

მე მომისმენია ლოზუნგები რომ მარტო გზას ხომ არ შევჭამთო.

გზა არ უნდა შეჭამო, გზა არ იჭმევა, ბეტონის არის და კბილებს მოსტეხს, მაგრამ გზის გარეშე ვერ შევჭამთ იმიტომ, რომ გზას მოყვება ტურისტი,

გზამ უნდა განავითაროს ეკონომიკა.

მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ცუდი გზა არსად არ დარჩა.

მე ვამაყობ იმით, რომ დღეს მესტიაში ასვლას უნდა 6-7 საათი.

ეხლა მე შევხვდი ლანდსბერგისს და ვსაუბრობდი იმ მოხსენებაზე, რომელმაც ვნებათა ღელვა გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ შარშან ვამბობდით, იყო სიმართლე.

ქართველებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა მოიტყუა და რუსები არ შემოსულან თვითონ იყო ინიციატორიო ომის დაწყებისო, კომისიამ თქვა, რომ რუსეთის ჯარი წინასწარ იყო შემოსული საქართველოში.

კომისიამ თქვა, რომ რუსეთმა ჩაიდინა ეთნიკურ წმენდა და ჩვენ არ ჩაგვიდენია არცერთი დანაშაული. ამბობენ, რომ საქართველოს არ უნდა გაესროლაო. აბა რა უნდა ექნა?

ვინც არ გაისროლა, ის რუკიდან გაქრა. ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ როდესაც მტერი გადმოდის შენს ტერიტორიაზე, შენ უნდა გაწიო წინააღმდეგობა.

ერთი წამით არ ვნანობ და ვამაყობ იმით, რაც მოხდა. სეპარატისტები ისროდნენ, ეს დადასტურდა, ჯარი შემოვიდა იმ ქვეყნის, რომელიც გვემუქრებოდა.

არავის ჭკუის სასწავლებელი ჩვენ არაფერი არ გვჭირს. მადლობლები ვართ ევროპის, რომ თქვა სიმართლე.

ჩვენ არასდროს არ დავნებდებით.

პუტინისთვის იმაზე დიდი უბედურება, რომ საქართველო შენდება და ვითარდება, არაფერია.

ჩვენ ბევრი ეკონომიკური პრობლემა გვაქვს, მაგრამ ხელებს როცა არ ჩამოვუშვებთ, ყველაფერის გაკეთებაა შესაძლებელი.

სამი ახალი გვირაბი შენდება, კეთდება გზები, შენდება ახალი რკინიგზა, შენდება ახალი აეროპორტი ფოთში, ქუთაისი ხდება ყველაზე ლამაზი ქალაქი.

მე ჩოჩელთან ერთად ვსაუბრობდი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ადგილზე საოცრებები წამოჭიმეს.

ერთხელ გადავედი მანქანიდან და ვკითხე, შენი ქვეყანა არ არის ესთქო?

ბიზნესის კეთება ყველაზე ადვილი ჩვენს ქვეყანაშია. სამ წელიწადში ქვეყანა არ აშენდება, მაგრამ იმ დონემდე მივალთ, რომ ვერავინ უკან ვერ დაგვაბრუნებს.

მსურს, რომ აქ, ამ ყველაფერმა შექმნას დასაქმება. ჩამოსული ადამიანი ნახავს, რომ ქართველი ერი ოპტიმისტია, ეს არის ყველაფრის დასაწყისი.

ჩვენმა მტერმა სცადა ამ ოპტიმიზმის წელში გატეხა.

მას რაც მიტაცებული აქვს, იმასაც დავიბრუნებთ. მე აქ არ მოვსულვარ სატრაბახოდ. აქ მოვედი ამ ყველაფრით დასატკბობად. ჩვენთვის ეს გლობალური პოლიტიკაა.

ჩვენ, არსაკიძეების შთამომავლებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სიმდიდრე იქნება ახალი ბათუმი, მესტია, ქუთაისი, ანაკლია, სოხუმი.

ეხლა ჩვენი ლოზუნგია - ლაპარაკი საქმის პარალელურად."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)