Google+

გამოსვლები და განცხადებები

04.09.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის. ნება მომეცით ჩემი ხალხის სახელით გამოვხატო მადლიერება იმ დახმარების პაკეტზე რომელიც თქვენ დაამტკიცეთ საქართველოსთვის. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია ამის თაობაზე, ასევე პრეზიდენტი ბუშის მიერ გაკეთებული განცხადებიდან და ქალბატონი რაისისაგან, რომელთანაც გვქონდა საუბარი ამ თემაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ახლა ბევრად უფრო მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ახლოს დგას ჩვენი ორი ქვეყანა ერთმანეთთან, ჩვენ საერთო ფასეულობები გვაქვს და ჩვენი ხალხი ერთიანია.

ევროპელ, ამერიკელ და სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენ უნდა ავაშენოთ საქართველო და, რა თქმა უნდა, ჩემი უპირველესი პრიორიტეტია ხელახლა ავაშენო ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა. ჩვენ ძალზე ძლიერი გზავნილი უნდა გავაგზავნოთ მთელ მსოფლიოში - თავისუფლების სულისკვეთება არასოდეს ჩაქრება საქართველოში, ჩემი ერის და ჩემი მთავრობის სურვილი და სულისკვეთება დღეს ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ჩვენ, შეიძლება, ვართ პატარა ერი და ქვეყანა, მაგრამ ჩვენ დიდი გული და ძლიერი სული გვაქვს.

ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ და ეს გრძნობა კიდევ უფრო გაგვიმძაფრდა.

ჩვენ უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მზად ვართ ყველა გამოწვევას და დაბრკოლებას თავი გავართვათ.

დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამ გაჭირვების ჟამს მარტო არ ვართ და ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას როგორც ევროკავშირიდან, ისე ამერიკიდან, ასევე იაპონიიდან, მათ შორის ჩინეთიდანაც.

ყველა ეს და კიდევ სხვა ქვეყნები საქართველოს გვედზე დგას და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მხარდაჭერით წარმატებას მივაღწევთ და ჩვენი ქვეყანა აყვავდება.

რასაკვირველია, დიდი გაჭირვება და მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ერთი რამ ყველამ კარგად უნდა გაიგოს - საქართველოში არის ორი ტერიტორია, რომლებზეც ეთნიკური წმენდა განხორციელდა.

აფხაზეთიდან წლების განმავლობაში გამოდევნეს 80 პროცენტზე მეტი ადგილობრივი მოსახლეობა.

სამხრეთ ოსეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტერიტორიის ორ მესამედზე მოხდა ეთნიკური წმენდა.

ამით, მსურს ყველას შევახსენო, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, რომ ეთნიკური წმენდა არ უნდა დაკანონდეს.

თუ ვინმე მსოფლიოში ცდილობს მოახდინოს ამ აქტის ლეგალიზება, ეს იმას მიშნავს, რომ ადამიანური ტრაგედიის ლეგალიზებას ახდენს.

ეს არის ასობით ათასი ადამიანის ტრაგედია, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და ქვეყანაც კი, მათ აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ საკუთარ კერას დაუბრუნდნენ მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის გამო.

სამხრეთ ოსეთში, ამჟამად, ეთნიკური წმენდა განხორციელდა არა მარტო ეთნიკური ქართველების მიმართ, არამედ იმ ეთნიკური ოსების მიმართაც, რომლებიც სეპარატისტული ხელისუფლების ერთგულები არ იყვნენ.

აქედან გამომდინარე მსურს მოვუწოდო მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომ არ მიიღოს და არ აღიაროს ყოველივე ეს.

ეს მოქმედება უნდა დაიგმოს და საერთაშორისო სამართლის ნორმები დავიცვათ.

საქართველო მშვიდობისმოყვარული ქვეყანაა, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ თავი ავარიდოთ ძალადობას და, შესაბამისდ, ვიღებთ ვალდებულებას, რომ ყველა პრობლემა მშვიდობის გზით მოგვარდეს.

მზად ვართ დიალოგის რეჟიმით ვიმუშაოთ ყველასთან და, შესაბამისად, ვითანამშრომლოთ როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, ისე მეზობელ ქვეყნებთან.

ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებისა.

ამჟამად, ამერკაშიც ძალზე რთული ვითარებაა ძლიერი შტორმის გამო.

ჩვენი მთავარი ლოზუნგია - ძალა ერთობაშია - ჩვენ ჩვენს ხალხებს შორის ერთიანობაზე, ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.

კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი!

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი

დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო პრეზიდენტო!

დიდად ვაფასებ თქვენს თბილ სიტყვებს და მადლობელი ვარ იმისათვის, რომ თქვენს დიდებულ ქვეყანაში სტუმრობის შესაძლებლობა მომეცა.

აგრეთვე, სიამოვნებით გადმოგცემთ საქართველოს მეგობრისა და მოკავშირის, ჟორჟ ბუშის მოკითხვას.

იგი, რა თქმა უნდა, იმყოფებოდა ამ ქალაქში და სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს იმ თბილი მასპინძლობისაგან, რომელიც მან ქართველი ხალხისაგან მიიღო. მეც იგივე სითბო ვიგრძენი დღეს და მოხარული ვარ ამ ვიზიტით. მე აგრეთვე მინდა ავღნიშნო ბატონი ელჩის - ტეფტის და ამერიკის საელჩოს ყველა თანამშრომლის წვლილი, ამერიკელებმაც და ქართველებმაც შესანიშნავად იმუშავეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.

მე არგეთვე მეგობრობის შეტყობინება მომაქვს ამერიკელი ხალხისგან. ამერიკელებმა კარგად იციან იმ სირთულეების შესახებ, რის წინაშეც თქვენი ქვეყანა იდგა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და ჩვენც გვერდით ვუდგავართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველს ხალხს. მას შემდეგ, რაც თქვენმა ერმა მოიპოვა თავისუფლება ვარდების რევოლუციის დროს, ამერიკა დაეხმარა ამ მამაც, ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას.

ჩვენ კვლავაც იგივეს ვაკეთებთ, იმ დროს, როდესაც თქვენ ცდილობთ გაუმკვლავდეთ თქვენს სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმას და არაკანონიერ, ცალმხრივ მცდელობას თქვენი ქვეყნის საზღვრების ძალადობით შეცვლაზე, რაც უნივერსალურად უარყო თავისუფალმა მსოფლიომ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოჰყო თითქმის 30 მილიონი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების სახით, ეს მოიცავს 1200 ტონაზე მეტ საკვებს და მოხმარების საგნებს. გუშინ ვაშინგტონში, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკა კიდევ ერთ მილიარდ დოლარს გამოჰყოფს საქართველოს ეკონომიკური დახმარებისათვის, ეს არის ამერიკის წვლილი კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო ძალისხმევისთვის, რომელიც ევროკავშირმა მოითხოვა. ეს ფონდები მოხმარდება რეკონსტრუქციას, ჰუმანიტარულ დახმარებას, იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა დასახლებას და სხვა აუცილებელ პრიორიტეტულ საკითხებს. პრეზიდენტმა ბუშმა აგრეთვე დაავალა ამერიკულ სამთავრობო სააგენტოებს, რათა მათ დამატებითი დახმარება გამოჰყონ საქართველოსათვის.

ამ მდგომარეობიდან გამოყვანის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციის გაზრდა, როგორც მე პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს მოვახსენე, ამერიკა დაეხმარება საქართველოს ააშენოს და დაიბრუნოს მისი პოზიცია, და ისევ გახდეს მსოფლიოს ყველაზე მზარდი ეკონომიკა. მას და მის დემოკრატიულ მთავრობას შეუძლია დაეყრდნოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერასა და დახმარებას.

მე დავარწმუნე პრეზიდენტიც, რომ ჩემი ქვეყნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მყარად უჭერს მხარს.

საქართველოს გააჩნია ეს უფლება, ისევე როგორც იმის უფლება, რომ ჰქონდეს ძლიერი კავშირები ევროპელ მეგობრებთან და ატლანტიკის ოკეანის გასწვრივაც.

გრძელვადიან უსაფრთხოებისათვის ამ რეგიონში ჩვენ ვითხოვთ მშვიდობიან რეზოლუციას საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტერიტორიების უთანხმოების დარეგულირებისათვის, რომელიც დაეყრდნობა გულახდილ დისკუსიები მხარეთა შორის და ობიექტურ საერთაშორისო შუამავლობას. მეშვეობით.

რუსეთის საქციელმა დიდი ეჭვი გამოიწვია რუსეთის მიზნებზე და მის ნდობაზე, როგორც საერთაშორისო პარტნიორის არა მარტო საქართველოში, არამედ ამ რეგიონში და საერთაშორისო სისტემაში.

ამერიკა თავის მოვალეობას შეასრულებს საქართველოს და ჩვენი სხვა მეგობრების მთავრობებთან და მოკავშირე ქვეყნებთან, იმისათვის, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ინტერესები და შევინარჩუნოთ ჩვენი ფასეულობები. ამერიკა მთლიანად ემხრობა საქართველოს წევრობის გეგმას ნატოში გაერთიანებისათვის და მის წევრობას ალიანსში, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად მოხარულია ნატო-საქართველოს კომისიის შექმნით. როგორც ნატოს ამჟამინდელმა წევრებმა ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს - საქართველო იქნება ჩვენს ალიანში. ნატო წარმოადგენს თავდაცვის ალიანსს. იგი საშიშროებას არავისთვის არ წარმოადგენს. ნატო ერთ-ერთ ყველაზე დიდი ძალაა თავისუფლებისათვის, უსაფრთხოებისათვის და მშვიდობისათვის, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს.

ბატონო პრეზიდენტო, ქართული ჟარები ახალგაზრდა, დემოკრატიის დასაცავად იმყოფებოდნენ ერაყში, ვიდრე მათ საკუთარი ქვეყნის დასაცავად გამოიძახებდნენ, ახლა თავისუფალი სამყაროს პასუხისმგებლობაა საქართველოს დაუჭიროს მხარი.

ჩვენ დავეხმარებით თქვენს ხალხს ჭრილობების მოშუშებაში, ეკონომიკის აღორძინებასა და საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და დასავლეთში ინტეგრაციაში.

ბატონო პრეზიდენტო! თქვენ უშიშრად უპასუხეთ თქვენს ტერიტორიულ ოკუპაციას და დაიცავით საკუთარი პრინციპები.

ამერიკა თქვენ გაფასებთ და პატივს სცემს ამ ქვეყნის ხალხს - ასი ათასზე მეტი მათგანი მოვიდა ამ კვირას, რათა გამოეხატათ მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. ქართველებმა გაწირეს თავი თავისუფლებისათვის და ისინი მშვიდობას სხვა მიწაზეც იცავენ. ყველა ქართველი იმსახურებს იცხოვროს ისე, როგორც თავისუფალ ერს შეეფერება. მე მჟერა, რომ ეს მათი საწინდარია. ქართველი ხალხი სიმამაცითა და გამბედაობით გამოირჩევა. ამერიკაში კი მათ მედგარი და ერთგული მეგობარი ჰყავთ.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)