მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის სასახლეში მეგზევეები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის სასახლეში მეგზევეები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა გზების მშენებლობის პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გზების დაგება და ინფრასტრუქტურის მოწყობა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გზების მშენებლობის პარალელურად, განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა ანაკლიაში, მესტიასა და სხვა რაიონებში.
საქართველოს პრეზიდენტმა, დავით ტყეშელაშვილისა და რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს კარგი მუშაობაც აღნიშნა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ თბილისი განიტვირთოს და დედაქალაქში 1,5 მლნ ადამიანი არ ცხოვრობდეს, აუცილებლად უნდა განვითარდეს რეგიონები და იქ უნდა გაჩნდეს მუშა ხელზე მოთხოვნა.
პრეზიდენტმა მაგალითად ქუთაისში პარლამენტის გადატანა მოიყვანა, რომელიც საპარლამენტო დებატების საგანი გახდა. სააკაშვილის შეფასებით, ყველა ლარი, რომელიც ქუთაისის განვითარებაზე მიიმართება, 10 ლარს მოიტანს.
"საქართველო ვითარდება და იქნება ისეთი, როგორზეც ჩვენ ვოცნებობთ. თუ ჩვენ გზას გვიღობავენ, უნდა ვიპოვოთ ჩვენი გზა. თუ აქამდე არ არსებობდა ჩვენი გზა, - უნდა ავაშენოთ. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მწყობრი მუშაობა.დავით ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ ყველაზე კარგი კადრი მივავლინეთ გზების მშენებლობაზე. ამ არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ.
კომუნისტების დროს, გზის კეთება იყო ფულის კეთების საშუალება. რაც უფრო უხარისხო იქნებოდა ადრე გზები, მით მეტი ფული კეთდებოდა მათ რემონტზე. ჩვენ ეხლა ვაშენებთ ბეტონის გზებს 25 წლიანი გარანტიით.
ფულის მოტეხვის ყველაზე მარტივი გზა, რომელიც გვასწავლა შევარდნაძემ, არის არაფრის კეთება. ჩვენ ფული ცოტა გვაქვს და გვინდა ბევრი გავაკეთოთ. ასე, რომ ფულის "მოტეხვა" ძნელია.
თუ ვინმეს უნდა ეს, იმასაც მოტყდება ხელები როგორც ეს არაერთხელ დაამტკიცა პროკურატურამ. იმუშავეთ თამამად და ნურავის ყიყინის ნუ შეგეშინდებათ.
აზერბაიჯანელ მეგზევეებთან,თურქებთან,ისრაელის კომპანიებთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ ადგილობრივი პოტენციალი 100 პროცენტით გამოვიყენოთ.
ყველა თქვენგანს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის,რომ იმაზე ბევრად ჩქარა გააკეთეთ ბევრი რამ, ვიდრე წარმოგვედგინა. რაც უფრო ჩქარა და ხარისხიანად გავაკეთებთ, მით უკეთესია.
სიჩქარე და ხარისხი შეიძლება რომ ერთმანეთთან კავშირში იყოს. თბილისში ესტაკადა კეთდება, რომელიც ვაკის საცობებს შეამცირებს.
პეკინზე, სადაც გავიზარდე ზემოდან გადასასვლელი ხიდი გააკეთეს. დიდი ამბავი ატახელია ამასთან დაკავშირებით.
გზაჯვაედინზე ძალიან ბევრი ადამიანია დარუპული და ეს ხიდი ძალიან ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს.
ჩვენ ვიცით დანაპირების შესრულება.როგორც დაგპირდით ისე იწყება ნამახვანის მშენებლობა,მაგისტრალი გორამდე.ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის და ეს ქარავანი ბოლომდე მივა.
მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ჩვენი დანაპირების ღირსებას იცავთ დაპირებისამებრ. მსურს საქართველოს სახელმწიფოს სახელით ღირსების ორდენები გადმოგცეთ." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური