Google+

გამოსვლები და განცხადებები

16.09.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის ერთობლივი პრესკონფერენცია

მიხეილ სააკაშვილი:

მივესალმები გენერალურ მდივანს!

მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ საქართველოში ამ მნიშვნელოვანი ვიზიტით გვესტუმრეთ.

მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი მნიშვნელოვანი სხდომა საქართველოში გაიმართა და ერთობლივი კომისია შეიქმნა.

მსურს მადლობა მოვახსენო ნატოს 26 ქვეყნის წამომადგენელს, რომლებიც ამ დღეებში თქვენთან ერთად ჩამობრძანდნენ საქართველოში.

თქვენ ჩამოიტანეთ მნვიშენვლოვანი გზავნილი როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

საქართველო ასეთ დროს მარტო არ არის.

ნატო დამოუკიდებელი და ძლიერი ორგანიზაციაა, რომლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ვეტო დადება არავის არ შეუძლია.

საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი შეუქცევადია.

შესაბამისად, არ უნდა დავუშვათ ახალი საზღვრების შექმნა, საფრთხე არავის არ უნდა შეექმნას. ამ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი უსაფრთხოება და აყვავებაა.

საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მომავლისაკენ.

ნატოს ალიანსის წევრებთან ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ.

ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა ჩვენი დაახლოების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ის, რაც საქართველოში ერთი წლის წინათ მოხდა, მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოზე შეტევა განახორციელა, იყო მცდელობა დემოკრატიულად არჩეული ხელისულების შეცვლის.

მათ უნდოდათ შეეცვალათ საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანი, არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა.

კონფლიქტი რუსეთთან არ იყო ჩვენს მიერ არჩეული და ინიცირებული.

მტკიცებულების სახით გვაქვს სხვადასახვა ინფორმაცია და არაერთი სატელეფონო საუბარი.

ყოველივე ეს მიანიშნებს იმას, რომ რუსეთის ტანკები და შეიარაღება ჩვენს ტერიტორიაზე კონფლიქტის დაწყებამდე შემოვიდა.

არის კლიშე, რომ კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველომ სამხრეთ-ოსეთს შეუტია - ეს მცდარი განცხადებაა.

დღეს არის ლაპარაკი, რომ ეს იყო არალეგალური, დაგეგემილი შემოტევა.

ჩვენ ვცდილობდით თავის დაცვას და მათი შემდგომი შემოტევის პრევენციას და არც თუ იოლი არჩევანი გავაკეთეთ.

ჩვენ ნაკისრი გვაქვს სერიოზული პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი დემოკრატია გარე აგრესიისგან.

ჩვენ ვიყურებით მომავლისაკენ, ამიტომ აუცილებელია დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება, რამეთუ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და არაფერი გვაქვს დასამალი.

რაც უფრო მაღალია ტრანსპარატულობის ხარისხი, მით უკეთესია ყველასთვის. სწორედ ამიტომ უნდა განვიხილოთ ეს საკითხები.

დღეს ჩვენ გვექნება საპარლამენტო მიმართვა და ყველა უცხოელ ჟურნალისტს მოვუწოდებ ჩვენთან ერთად წამოვიდეს პარლამენტში. ისინი მოისმენენ ინფორმაციას დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის თაობაზე, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ ერთელ მინდა მადლიერება გამოვთქვა, ნატოს წევრი ქვეყნებისასდამი, ჩვენი პარტნიორებისადმი.

მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ, გენერალურო მდივანო. მჯერა, რომ დღეს, საქართველოს ევრო-ალტლანტიკური ბედი შეუქცევადია.

იააპ დე ჰოოპ სხეფერი:

დიდი მადლობა პატივცემულო პრეზიდენტო, პატივცემულო მინისტრებო!

საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს 26 ელჩისა და პირადად ჩემი ვიზიტი გარკვეული დროის წინათ იყო დაგეგმილი. ამ ვიზიტის მიზანი იყო ის, რომ ბუქარესტის სცენარი გავრცელებულიყო.

თქვენ, ყველამ იცით, რომ ბუქარესტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ამას გარდა, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის მაპი-ს მინიჭების შესახებ.

საშინაო დავალება უკვე შევასრულეთ, ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო სტრუქტურებთან, ომბუცმენის წარმომადგენლებთან და ყველა სხვა სტრუქტურასთან. ეს არის ბუქარესტის ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოები.

აგვისტოს კრიზისთნ დაკავშირებით გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე კიდევ ერთხელ არ უნდა გავიმეორო, თუ როგორი იყო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხედულება ამ კრიზისთან მიმართებაში

კარგად იცით როგორი იყო ჩვენი პოზიცია რუსეთის მიერ სამხეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტზე. ამ თვალსაზრისით, ეს ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ და ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები მომხდართან დაკავშირებით, აგრეთვე რუსეთის მიერ სამხეთ ოსეთისა და აფხზეთის დამუკიდებლობის აღიარების თაობაზე. სამხეთ ოსეთიც და აფხზეთიც საქართველოს ტერიტორიებია.

ნატო მომავლისკენ იყურება, შესაბამისად, ჩვენ იმ გზას გავყურებთ, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

განცხდება იმის თაობაზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება ბუქარესტში გაკეთდა.

ჩვენ დღეს შეხვედა გვქონდა თბილისის უნივერსტიტეშიც.

ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია.

მესამე მხარეს არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს რაიმე გადაწყვეტილებაზე. ეს ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მისწრაფებაა.

საბოლოო გადაწყვეტილებას ნატოს 26 მოკავშირე მიიღებს.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ პრობლემების დასაძლევად გამოსავალი ვიპოვოთ.

დღეს ჩვენ ვიყავით გორში, სადაც შევხვდით ადგილნაცვალ პირებს. გავედით მათ საცხოვრებელ ბანაკებში, რომლებშიც არიან დედები, ასაკოვანი ადამიანები, ბავშვები.

ჩვენ ვნახეთ ამ კონფლიქტის შედეგი, რაც ძალიან სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. მათი დაბრუნების პროცესიც უნდა დაიწყოს.

ნატოს 26 მოკავშირე მხარს უჭერს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით იქნა მიღწეული.

ეს შეთანხმება აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ამისათვის ეს პრობლემა პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს.

ჩვენ ძალინ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, მაშინ, როდესაც საქართველო ჩაება პროექტში „პარტნიორობა მშვიდობისათვის". საქართველოს მთავრობასთან მუშაობას კვლავაც ვაგრძელებთ.

ასე რომ, ვფიქრობ ეს იყო წარმატებული ვიზიტი.

ჩვენ გვქონდა საშუალება შევხვედროდით მთავრობის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

ეს იყო ნამდვილად სასარგებლო შეხვედრა.

ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ საქართველოსთვის პრობლემის მოგვარების გზა უნდა გამოვნახოთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

შეკითხვები

ტელეკომპანია "რუსთავი2"

გენერალურ მდივანთან მექნება შეკითხვა. თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. თქვენ უკვე ორი დღეა, რაც საქართველოში იმყოფებით და თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდით. თქვენი ელჩები შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, შეხვედრა გამართეთ სტუდენტებთანაც.

როგორია თქვენი შეფასება და შთაბეჭდილება დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე, თუნდაც ბუქარესტთან შედარებით.

იააპ დე ჰოოპ სხეფერი

ჩემი ძირითადი გზავნილია ის, რომ სერიოზული ვითარებისა და იმ კრიზისის მიუხედავად, რომელშიც საქართველო აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა, ყოველივე არ უნდა იყოს გამოყენებული არგუმენტად რეფორმების მნიშვნელოვანი პროცესის შესაფერხებლად - იქნება ეს სასამართლო, პოლიციის, თავდაცვის თუ სხვა სფეროს რეფორმა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია. ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მდგომარეობის შეფასების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ შეინიშნება სხვადასხვა ტენდენციები, მე ჯერ არ მინახავს და მსურს ამაზე ნათლად ვილაპარაკო. ასეთ კრიზისზე საუბრისას, იქნება ეს გარე კრიზისი თუ შიდა, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რეფორმების პროცესი შეიძლება გადავადდეს - არავითარ შემთხვევაში! რეფორმები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ვთქვი, რომ საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს; საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ რთული ვითარების მიუხედავად, ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით, აქტიურად და ეფექტიანად უნდა გაგრძელდეს.

ჟურნალისტი

ეს არის საკმაოდ ძლიერი გეოპოლიტიკური მესიჯი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ. ეს სერიოზული გზავნილია მოსკოვისათვის. არ შეუძლია რუსეთს იგივე გააკეთოს ყირიმსა და უკრაინაში?

იააპ დე ჰოოპ სხეფერი

ჩემი გზავნილი, ყველასათვის ნათელია, როდესაც როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულად საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ახლა საქართველოში ვიმყოფებით და უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი ამბიცია აქვს. თუ საქართველო მარტო იქნება, ბევრი რამის გაკეთებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ ჩაერთო ევროკავშირი ამ პროცესებში. ეს ძალზე დროულად მოხდა და სათანადო ნაბიჯებიც გადაიდგა. სწორედ ამისთვის იყო დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელსაც სექტემბრის შეთანხმება მოჰყვა. ამ საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ეს პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. ჩემი გზავნილი ყველასათვის ნათელია.

რაც შეეხება უკრაინას, თქვენ იცით, როგორია ურთიერთობა ნატო-სა და უკრაინას შორის. ბუქარესტის შემდეგ, უკრაინას ისეთივე პოზიცია აქვს, როგორიც საქართველოს. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო რამდენიმე თვის წინათ უკრაინაშიც იყო ჩასული. ეს არის ჩვენი გზავნილი. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას უკრაინასთანაც. თქვენ იცით, რომ ვითარება იქაც დაძაბულია, მათ შორის, არის კოალიციური პრობლემები. ამას გარდა, უკრაინელებმაც და ქართველებმაც თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომელი კურსი უნდა აირჩიონ. ამასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანაში რეფერენდუმი გაიმართა. ნატო არ აიძულებს არც ერთ ერს გახდეს ალიანსის წევრი, ეს უნდა იყოს თითოეული ერისა და ქვეყნის თავისუფალი არჩევანი. ამის შემდეგ კი ნატო - 26 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას. უკრაინამ უნდა აირჩიოს საგარეო პოლიტიკური კურსი. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, მოხსენიებულია ბუქარესტის დეკლარაციაში.

ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა"

თქვენ თქვით, რომ აუცილებელია რეფორმების პროცესის გაგრძელება. კონკრეტულად რას ეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთონ მათ?

იააპ დე ჰოოპ სხეფერი

ვფიქრობ, მე უკვე გავეცი პასუხი ამ შეკითხვას. აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. ჩვენ ვლაპარაკობთ რეფორმაზე სასამართლო სისტემაში, პოლიციაში, ასევე ვილაპარაკე საარჩევნო სისტემისა რეფორმაზეც. მომავალში აღარ უნდა ვნახოთ ის პრობლემები, რაც წინა არჩევნების დროს შეინიშნებოდა. უნდა მოვახდინოთ პრობლემური საკითხების პრევენცია. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ნატო პირდაპირ არის ჩაბმული ამ რეფორმების პროცესში, მაგრამ ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც ფასეულობებს ეფუძნება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ჩვენთვის ინფორმაციის მიღება. ძალიან კარგად მესმის თუ რაზე ამახვილებთ ყურადღებას - თქვენი ყურადღების ობიექტი არსებული კრიზისია. მე უკვე წარმოგიდგინეთ ჩემი მესიჯები და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა. ჩვენ გვექნება მოკლე შესვენება და შემდეგ გავემართებით საქართველოს პარლამენტში, სადაც ყოველივე ამის თაობაზე დამატებით ინფორმაციას მიიღებთ.

ბლუმბერგი

გენერალური მდივანო, როგორ მიგაჩნიათ, მისცემს თუ არა ნატო ამერიკას იმის საშუალებას, რომ ლიდერის ფუნქცია შეასრულოს იმ კონკრეტულ ვითარებაში, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას შეეხება?

ბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ამერიკა საკმაოდ აქტიური, როდესაც ვლაპარაკობთ ამ პრობლემების მოგვარებაზე? კიდევ ერთი, სხვები თითქოს მხოლოდ აკვირდებიან და ელოდებიან რა დიპლომატიური გზები იქნება გამონახული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით...

მიხეილ სააკაშვილი

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალზე დიდი დახმარება მივიღეთ ევროპისგან. პრეზიდენტ სარკოზის მონაწილეობა ამ პროცესებში ძალზე მნიშვნელოვანი იყო და დაჟინებით ვამბობთ იმას, რომ პირველ ნაბიჯად რუსეთი უნდა დაუბრუნდეს სტატუს-კვოს - იმ პოზიციებს, რომლებზეც 7 აგვისტომდე იმყოფებოდა. ძირითადად, ეს ნიშნავს იმას, რომ 500 ჯარისკაცი უნდა დარჩეს სამხრეთ ოსეთში, უნდა გავიდნენ ახალგორიდან, კოდორის ხეობიდან და იმ ტერიტორიიდან, რომელიც საქართველოს იურისდიქციაში იმყოფება. ყოველივე ეს სრულ შეთანხმებაშია სარკოზის ექვსპუნქტიან დოკუმენტთან და ყველასათვის გასაგებია. პრეზიდენტმა სარკოზიმ თავად ილაპარაკა ამის თაობაზე და, სხვათა შორის, მან უდიდესი როლი შეასრულა. ეს მისია უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ვთხოვეთ მას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში.

ჩვენ მადლიერი ვართ ყველაფრისა.

ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციიდან ძალიან ძლიერი დახმარება მივიღეთ. სენატორმა ობამამ რამდენჯერმე დაგვირეკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სენატორი ბაიდენი აქ საკმაოდ კონკრეტული პროგრამით ჩამოვიდა. არ დამავიწყდება ერთ მილიარდიანიანი პაკეტის დახმარების გამოყოფის იდეა. თქვენ იცით რა თქვა სენატორმა მაკკეინმა: "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". ასე რომ, ამ ინფორმაციას თქვენ ყველა მხრიდან ისმენთ.

ეს ის მომენტია, როდესაც ევროპა ერთად დგას. ჩვენ ვხედავთ ამ ერთიანობას. ნატოს ძალზე ძლიერი პოზიცია ჰქონდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ერთიანია. ტრანსატლანტიკური ერთობა იმდენად ძლიერია, რომ მსგავსი რამ დიდი ხანია არავის უნახავს. გაგრძელდება თუ არა ეს ასე? იმედია გაგრძელდება!

ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია, მთავარია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს. ასეთი დახმარებით, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა პრობლემებს თავი გავართვათ და კვლავ ავაშენოთ და გავაერთიანოთ ეს ქვეყანა. დღეს 21-ე საუკუნეა და 21-ე საუკუნის კონფლიქტები 21-ე საუკუნისეული მიდგომებით უნდა მოგვარდეს.

იააპ დე ჰოოპ სხეფერი

ამ კითხვის პასუხად მინდა ერთი რამ დავამატო. ჩვენ ვსაუბრობთ კრიზისის არსებობაზე და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ნატო, როგორც ალიანსი, პოლიტიკურ ფრონტის წინა ხაზზე არ დგას. ასეთ შემთხვევაში წინა პლანზე ევროკავშირი იწევს და ეს ადგილი ნატომ არ უნდა დაიკავოს. თუმცა ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პროცესებს. უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს მუდმივი წევრია. ნატო-ს წევრი სულ 26 ქვეყანაა. მას საკუთარი როლი აქვს შესასრულებელი. მე უკვე ვილაპარაკე ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ზოგადად და აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა ამ ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. ალიანსის 26 წევრს საკუთარი შეხედულება აქვს ყოველივე ამის მიმართ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრანგეთის მონაწილეობით იყო მიღწეული. ამას გარდა, ბრუსელში მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოში დამკვირვებელთა გამოგზავნის თობაზე. ნატო მხარს უჭერს ყველა ამ გადაწყვეტილებას.

ნატო და ევროკავშირი ერთ პოზიციაზე დგანან. ნატო არ მიისწრაფვის პოლიტიკური პროფილისაკენ. პოლიტიკური თვალსაზრისით, პროცესში აქტიურადაა ჩაბმული ევროკავშირი.

ტელეკომპანია "საზოგადოებრივი მაუწყებელი"

გენერალურო მდივანო, თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი რუსული ჯარების მიერ ჯერაც ოკუპირებულია. გუშინ თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ რუსული მხარისგან საქართველოს ტერიტორიის დატოვება და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე უარის თქმა მოითხოვეთ. რა მექანიზმებია იმისათვის, რომ დასავლეთის საზოგადოებრიობამ რუსეთი ამ ნაბიჯის გადდგმელად დაითანხმოს.

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მაშინ, როდესაც რუსული ჯარი კვლავ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

სხეფერი

როდესაც საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ამ გზას ჩვენ ერთად ვადგავართ და ის უნდა გავიაროთ. მე ვლაპარაკობ ეტაპებზე , რომლებიც ამ პროცესს უკავშირდება. ეს ჩემი პირველი პასუხია.

მეორე, რუსეთის აქ ყოფნას უკავშირდება, ნატო-ს თავისთავად არ შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენ პოლიტიკური პროცესის გაგრძელება გვჭირდება. პრეზიდენტმა უკვე ილაპარაკა ამისშესახებ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ევროკავშირის მეშვეობით მიღწეულ შეთანხმებას. თქვენ უკვე ნახეთ დეკლარაციები და განცხადებები. ახლა იმ ეტაპზე ვიმყოფებით, რომლის დროსაც პრობლემები პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს. თქვენ იცით როგორია ალიანსის წევრების თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ასოცირებული პრესა

შეკითხვა ჯერ გენერალურ მდივანთან მექნება შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილთან.

პატივცემულო გენერალურო მდივანო, პრეზიდენტმა ილაპარაკა მტკიცებულებებზე, სხვადასხვა სატელეფონო ჩანაწერებზე, რომლებიც 7 აგვისტოს მოვლენებს უკავშირდება. მტკიცდება, რომ აგრესორი რუსეთია და სწორედ მან განახორციელა შეტევა. ქართველებმა თქვეს, რომ ეს ინფორმაცია დასავლეთსა და ალიანსის წევრებს მიაწოდეს. გინახავთ თუ არა ეს მასალა და, შესაბამისად, შეგიძლიათ თუ არა ამის შესახებ რაიმეს თქმა. რამდენად სანდო და მისაღებია ეს მტკიცებულებები ნატო-სთვის. იმ შემთხვევაში თუკი ეს ასეა, შეიცვლება თუ არა ნატო-ს პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთი არ უნდა დაისაჯოს.

ბატონო პრეზიდენტო, რუსეთმა განაცხადა, რომ ახორციელებს სამშვიდობო კონტიგენტის როტაციას. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით და, ამას გარდა, რას იტყოდით ქართული ძალების მობილიზაციის თაობაზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

იააპ დე ჰოოპ სხეფერი

ნება მომეცით პასუხი გავცე ამ შეკითხვას აღნიშნულ დისკუსიასთან დაკავშირებით. მე ვნახე, რომ იმ ინფორმაციას, რომელზეც საუბრობდა პრეზიდენტი აქვს მხარდაჭერა. ალბათ სწორი იქნება, თუ ჩვენ იმ გზაზე დგომას განვაგრძობთ, რომელზეც ევროკავშირის მონაწილეობით ყველა ერთად ვდგავართ. ალბათ, სასარგებლო იქნება თუ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება ამ ფაქტების დასადგენად.

მიხეილ სააკაშვილი

უწინარეს ყოვლისა მინდა მოგახსენოთ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. როდესაც ხალხი ლაპარაკობს იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი, უნდა ვთქვა, რომ ყოველივე ეს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა. ეს ჩვენი ქვეყანაა - ჩვენ არ ჩავსულვართ ვლადიკავკაზსა და მოსკოვში, ისინი შემოვიდნენ აქ. ძალიან ხშირად ხალხს ეს ავიწყდება.

ძალიან ხშირად რუსეთს ავიწყდება სად არის საზღვრები და ეს, შესაძლოა, ბევრს დაავიწყდეს, მაგრამ ჩვენ რუსეთთან ბუნებრივი საზღვარი გვაქვს - კავკასიის მთაგრეხილი. ჩვენ ვხედავთ სად მთავრდება რუსეთი და სად იწყება საქართველო. სამწუხაროდ, კავკასიის მთებმა ვერ შეაჩერა მათი საჰაერო ძალები, რომლებმაც სწორედ ამ მთებიდან შემოგვიტიეს. მთავარი ის არის, რომ საქართველოს სამხედრო ძალების მობილიზაცია 7 აგვისტოს მოხდა და არა მანამდე. მობილიზაცია მოხდა დაჩქარებული მეთოდით. მობილიზაცია საჭირო გახდა იმისათვის, რომ სრული რეაგირება მოგვეხდინა მომხდარზე. ჩვენი სამხედრო ძალები იმყოფებოდნენ ერაყში, ასევე - დასავლეთ საქართველოში. ჩვენი ჯარის შეკრება აუცილებელი გახდა, რათა პასუხი გაგვეცა რუსეთისათვის - მას ხომ ეთნიკური წმენდის განხორციელების მცდელობა ჰქონდა. მართალია, დამატებითი ძალების მობილიზაცია მოვახდინეთ, მაგრამ ქართველები ყოველთვის იყვნენ სამხრეთ ოსეთში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ძალზე პატარა ადგილია და ჩვენი ძალების სრულად იქ შეყვანა ტექნიკურადაც შეუძლებელი იყო. მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. მესმის, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი დამატებით გამოძიებას ატარებს. როდესაც რუსეთის გაზეთი "წითელი ვარსკვლავი" წერს იმის თაობაზე, რომ საქართველო უფრო ადრე შევიდა ამ ტერიტორიაზე, ცხადია, ეს მხოლოდ მათი ვერსიაა. შემდეგ ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი შეცდომა იყო. პრობლემა იმაშია რომ ჩვენ ბრეჟნებისეულ პერიოდში აღარ ვცხოვრობთ, როდესაც შესაძლებელი იყო გაზეთის დაბეჭდვის შემდეგ რაღაცის შეცვლა, ახალი ასლის დაბეჭვდა და მისი ტირაჟირება. მათ ვისაც ხელი მიუწვდებათ ინტერნეტთან სხვადასხვა ამბებს ყვებიან განვითარებული მოვლენების შესახებ. ასე რომ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი სიმართლე გამოდის სააშკარაოზე. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ ხალხმა უფრო მეტი სიმართლე გაიგოს და მეტი ფაქტები ნახოს. აქ ლაპარაკია არა მარტო დღევანდელ ფაქტებზე, არამედ იმაზეც თუ რა ხდებოდა წარსულში, როგორ დაიწყო და მოხდა ყველაფერი.

პრეზიდენტმა მედვედევმა თქვა, რომ ცხინვალში რუსეთის არმიის წვევამდელები დაიღუპნენ. რა უნდოდათ რუსეთის წვევამდელებს ცხინვალში? რატომ მოხდა ჟურნალისტთა მობილიზაცია? რას აკეთებდნენ რუსეთის გენერლები ცხინვალში მთელი ამ წლების განმავლობაში? სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი იყო მოროზოვი, რატომ? მათი მაღალჩინოსნები იყვნენ მოროზოვი, ივანოვი, და სხვები. როგორ შეგვიძლია მივაწვდინოთ ხმა ისეთ ადამიანს, რომელიც არ ზრუნავს კონტაქტის დამყარებაზე. სხვათა შორის, სამხრეთ ოსეთი უკვე ჩვენი იყო, ჩვენ გავიმარჯვეთ სეპარატისტებზე, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ცხინვალის საპატიმროდან ბევრი ადამიანი გავათავისუფლეთ. ეს ძალზე საინტერესო და, ამავდროულად, ძალზე ტრაგიკული ისტორიაა. იქ აწამებდნენ და აწვალებდნენ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. მე თანავუგრძნობ ამ ხალხს, ისინი ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ისტორიის შექმნაში და ნამდვილად ვწუხვარ, ამ ბრძოლების შედეგად, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ამ ომის ინიციატორები ჩვენ არ ვიყავით და მართლა ძალიან ვწუხვარ ყოველივე იმის გამო რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ თანდათანობით უფრო მეტი სიმართლე გამოაშკარავდება და უფრო მეტი ხალხი გაიგებს ჭეშმარიტებას.

ჩვენ დემოკრატიული ერი, დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. ამ თემაზე პარლამენტში სერიოზული დებატები მიმდინარეობს და თქვენც გირჩევთ თვალი მიადევნოთ ამ პროცესებს.

"ბი-ბი-სი ნიუსი"

მართალია, თქვენ უკვე ილაპარაკეთ ამ საკითხებზე, მაგრამ რუსეთს მცდელობა აქვს 7 ათასამდე სამხედრო ძალა დატოვოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მაინტერესებს შეეგუეთ თუ არა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას?

მიხეილ სააკაშვილი

არასდროს! თუ ეს მოხდება, მაშინ ეს პროცესი არა მარტო აქ გაგრძელდება, არამედ ყველგან დაიწყება. მანამდე რუსები დეფაქტო აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთის ნახევარს და აფხაზეთის უმეტეს ნაწილს. მაშინ, სხვათა შორის, ლაპარაკი იყო იმის თაობაზე, რომ საქართველოს შიდა პრობლემები ჰქონდა სეპარატისტებთან. თუმცა დღეს ლაპარაკია არა სეპარატისტებზე, არამედ მგელზე, რომელიც უკვე აღარ არის შენიღბული ცხვრის ტყავით. ადრე ლაპარაკი იყო "პატარა" სეპარატისტებზე, რომლებიც "საშინელი" ქართველების წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ დღეს რეალურად მგლის სახე დავინახეთ. ეს არ არის ადგილი, სადაც მგლები უნდა ბატონობდენენ. საკმაოდ სერიოზული ვითარებაა შექმნილი - სერიოზული გამოწვევაა საერთაშორისო სამართლის მიმართ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა - ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების პრობლემაა და გამოწვევაც მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ არის. ვფიქრობ, ამ მოვლენების შემდეგ, საერთაშორისო სისტემა ძალზე გააქტიურდა. საქმე, რომელზეც ლაპარაკი ჰქონდა გენერალურ მდივანს, არ არის ჩვეულებრივი. ვითარება საკმაოდ შეიცვალა სამყაროში. აქ მხოლოდ ერთ ტერიტორიაზე არ ვლაპარაკობთ, აქ ლაპარაკია მთლიანად ევროპულ სტრუქტურაზე, სისტემებზე და ცივილიზებული ქცევის ნორმებზე.

იმ შემთხვევაში თუ ცივილიზაციის დაბრუნება გვსურს, იმისათვის, რომ პრობლემები მოვაგვაროთ, ეს პროცესები უნდა გაგრძელდეს; ხოლო თუ არსებულ მდგომარეობას შევეგუებით, პრობლემები სხვაგანაც დაიწყება. აი, ეს არის ჩემი პასუხი.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)