Google+

გამოსვლები და განცხადებები

24.11.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

მიხეილ სააკაშვილი

მოგესალმებით!

მინდა მივესალმო ჩვენს სტუმარს პოლონეთის პრეზიდენტს.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც ვარდების რევოლუციის ხუთი წლის თავს ემთხვევა.

ჩვენ გვაქვს სამუშაო განწყობა და თუ დღეს თვალს ადევნებდით ჩვენს ღონისძიებებს, იცით, რომ მქონდა შეხვედარა ერთ-ერთი საწარმოს კოლექტივთან.

დღეს ჩვენთან ჩამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი.

ასევე მქონდა საშუალება სტუმრად ვყოფილიყავით და გვენახა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომელსაც საკუთრი სახლ-კარის მიტოვება და ახალ სახლში ჩასახლება მოუწია.

საქართველოში ჩვენ გამოვაცხადეთ ამ ხალხის მიმართ სოლიდარობის კვირეული, რომელსაც შეუერთდა პოლონეთის პრეზიდეტი ლეხ კაჩინსკი.

ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნეში რუსული ინტერვენტების, ოკუპანტების მიერ თვითნებურად მოწყობლი საზღვარი საქართველოს შუაგულში. როგორც ჩანს, მათ არც ჩემი და არც ჩვენი სტუმრის დანახვა არ გაეხარდათ და, შესაბამისად, ეს ველური გზით გამოხატეს.

ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმ ევროპელი პოლიტიკოსებისადმი, რომლებიც აცხადებენ, რომ შთანხმების რაღაც ნაწილი შესრულდა, რაღაც - არა და ყველაფერი ძველებურად უნდა გაარძელდებს.

ვფიქრობ, აშკარაა, რომ საქართველოში აგრესია და აგრესიული მოქმედებები გრძელდება, ასევე გრძელდება ევაროკავშირი-რუსეთის შეთანხმების დარღვევა.

ყოველივე ეს ნათლად ჩანს - 21-ე საუკუნეში საქართველოს შუაგულში დგანან რუსი ოკუპანტები, რომლებსაც იქ ყოფინისა და ხალხის შევიწროვების არავითარი იურიდიული და მორალური უფლება არა აქვთ.

ისინი დგანან იქ, საიდანაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გამოძევებულია.

მსურს ჩემი მისასალმებელი სიტყვა სასიამოვნო ნოტით დავასრულო - კმაყოფილი და მადლობლები ვარ იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ვითარდება.

ახალგორში პირადად ვნახე, როგორი გამბედავი პრეზიდენტი ჰყავს პოლონეთს.

ის აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა უჩვეულო საფრთხეს.

მინდა მადლობა ვუთხრა მას, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ მრავალი ბედნიერი დღე მომავალში.

ლეხ კაჩინსკი

მოგესალმებით!

დღეს მოხდა დემონსტრირება იმისა, რომ იმ აგვისტოში მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმება სრულად არ არის შესრულებული.

ეს შორს არის რეალობიდან, რაც აუცილებლად უნდა ვუთხრა ჩემ მეგობრებს ამერიკაში, ასევე ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს.

ყველამ მანამდე უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტი და გააკეთოს დასკვნა, ვიდრე გვიან იქნება.

გაითვალიწინონ ყოველივე ეს! ჯერ კიდევ არ არის გვიან, ხვალ კი, შესაძლებელია, უკვე გვიან იყოს, განსაკუთრებით იმის გათავლისწინებით, რომ ვითარება მთელ მსოფლიოში იცვლება.

ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ფინანსური კრიზისი მძვინვარებს და ამ პრობლემებისგან ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება.

მათ შორის, უდიდეს უარყოფითი ზემოქმედებას ახდენს მათზე, ვისაც მოგება აქვს გაზისა და ნავთობის ბიზნესისგან.

ამავდროულად, გვიწევს მტკიცება, რომ ხდება პარადოქსი. თუნდაც ბოლო კვირების განმავლობაში კალინინგრადში მიმდინარე მოვლენები, ძალიან ბევრი ჩემი ევროპელი მეგობრის აზროვნებაში ბევრ რამეს უნდა ცვლიდეს.

ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რასაც აკეთებს.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც დღეს ხდება.

დღეს საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს გულში, იმ ტერიტორიზე, რომელიც აგვისტოს მოვლენებამდე საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლდებოდა, გაიხსნა ცეცხლი.

ჩემი მხრიდან მინდა ვთქვა, ბევრჯერ ჩავსულვარ სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრიც პოლონეთში ჩამოსულა და სხვადასხვა დღესასწაულებს ვზეიმობდით.

მალე აზიაშიც უნდა წავიდე და ვფიქრობდი, ჩამოვსულიყავი თუ არა აქ, ვფიქრობდი იმაზე, რამდენად სწორი იქნებოდა აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება.

დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

იმ პატარა გზაზე მგზავრობამ ბევრი რამ მაჩვენა და მასწავლა.

არ ვნანობ იმას, რაც ერთი საათის წინ ვნახე - ეს ჩემი შთაბეჭდილებაა.

შეკითხვები

კრისტოფ ზასადა, ჟურნალისტი: შეკითხვა პრეზიდენტ კაჩინსკისთან მექნება. თქვენ იყავით სოფელში, სადაც დევნილები არიან განთავსებული და სადაც ისროდნენ რუსები. კონკრეტულად რას ფიქრობთ ამაზე?

ასევე შეკითხვა მაქვს პრეზიდენტ სააკაშვილთან. საუბარია თქვენი დიპლომატიური პროტოკოლის საქმიანობაზე. მათ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პირველები სწორედ ჟურნალისტები უნდა მისულიყვნენ ადგილზე. როგორ მოხდა, რომ ქართველი ჟურნალისტები კი უკვე ადგილზე დაგვხვდნენ. მაინტერესებს, რამდენად იყო დაგეგმილი ასე?

ლეხ კაჩინსკი:

მინდა დავიწყო ლაპარაკი იმით, რაც უკვე ვთქვი. მე დავთანხმდი საქართველოში ჩამოსვლაზე და ჩამოვედი კიდეც.

მანქანიდან რუსული ლაპარაკი მესმოდა. ვიცი ისიც, რომ იქვე ახლოს განთავსებული იყო რუსული ბლოკ-პოსტი და რუსები არ იყვნენ გასულები ამ ადგილებიდან. მინდა მკაცრი განცხადება გავაკეთო და ვთქვა, რომ შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ იქ ქართველები დგანან და ყველაფერი ქართველების მოწყობილიაო. ეს არასერიოზული განცადება იქნება. ეს არის ყველაფრი ის, რაც საქართველოში ხდება, ხოლო პოლონეთი სხვა ვითარებაა. ამჟამად პოლონეთის პრეზიდენტი მეგობარი ქვეყანის ტერიტორიაზე იმყოფება და იწყება სროლა. ძნელია იმის თქმა ჰაერში ისროდნენ თუ არა. ამ თემაზე იმპროვიზაცია სწორი არ არის.

მიხეილ სააკაშვილი:

მინდა ვთქვა, რომ იქ არ იყვნენ ქართველი ჟურნალიტები. ჩემთან ერთად იყო მხოლოდ ჩემი პირადი ოპერატორი, რომელიც ისედაც მუდმივად ჩემს გვერდით არის. სწორედ ის ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს. ქართველი ჟურნალისტები გველოდებოდნენ სოფელში, რომელიც ინციდენტის ადგილიდან ოცი კილდომეტრით არის დაშორებული. ჩვენ საკუთარი იმპროვიზაციით გავედით იმ ადგილას. პოლონეთის პრეზიდენტს მარჯვენა მხარეს ერთი ადგილი დავანახე და მისი დათვალიერება შევთავაზე. არ ველოდებოდი, რომ რუსები ცეცხლს გაგვიხსნიდნენ. ეს იყო ოფიციალური კორტეჟი. ევროკავშირის დამკვირვებლები ძალიან ხშირად დადიან ამ ადგილებზე. ჩვეულებრივ, ისინი მსგავს სროლებს არ ახორციელებენ. ეს იყო პროვოკაცია. მე ნამდვილად არ მქონდა გამიზნული, რომ პოლონეთის პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დამეყენებინა. რეალობაა ის, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ხალხთან, რომელთა შესახებაც რაიმე გათვლის გაკეთება ძნელია. ზაფხულში, როდესაც პრეზიდენტი კაჩინსკი აპირებდა ჩამოსვლას, რუსებმა საჰაერო სივრცეში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მაშინ პოლონეთის პრეზიდენტი იყო მკაცრი და დაჟინებით მოითხოვდა შემოსვლას. რუსები ამბობდნენ, რომ ყველა პრეზიდენტი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, რადგან მათი უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნებოდა. ამის მიუხედავად, ისინი მაინც ჩამოვიდნენ და დემონსტრაციას დაესწრნენ. ყველაფრის მიუხედავად, ლეხ კაჩინკი იყო ის ადამიანი, ვინც დემონსტრანტებთან გავიდა და მათ ემოციურად მიმართა.

ისე კი, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, როლებიც იტყვიან, რომ ყველაფერი პროვოცირებული და წინასწარ დაგეგმილი იყო, მაგრამ რეალობა ბევრის მთქმელია.

ლეხ კაჩინსკი:

ჩვენ ავედით ახლადაშენებულ სოფელში. ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს ეს ადგილი ჩემთვის აშენდა. მოდით ნუ ზღაპრებს ნუ მოვყვებით. ის რაც მოხდა მოხდა. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკის თამაშის წესები არ მოსწონს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენონ თქვენს ქვეყანას.

მიხეილ სააკაშვილი:

პოლონეთის პრეზიდენტს თან ახლდნენ პოლონელი ჟურნალისტები. არავის არ ჰქონდა გამიზნული პოლონელი ჟურნალისტების საფრთხის ქვეშ დაყენება. არავის არ აქვს სროლის დაწყების უფლება. თუ ეს იყო იმპროვიზაცია, მაშინ ეს რუსული მხარის იმპროვიზაცია იყო. ისინი სახელმწიფო პროვოკაციებს აწყობენ. თქვენ თავად შეგეძლოთ ამის დანახვა.

ქეთი ბოჯგუა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი: უპირველეს ყოვლისა, მინდა სიხარული გამოვთქვა იმის გამო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

პოლონეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იყო, რომელმაც რუსეთთან მოლაპარაკების აღდგენასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა. ვგულისხმობ, ევროკავშირი- რუსეთის მოლაპარაკებებს. როგორ ფიქრობთ, ამ ინციდენტის შემდეგ, რა ენაზე უნდა ესაუბროს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს?

ლეხ კაჩინსკი:

მე ვერ ვიტყვი, რომ პოლონეთი ყოველთვის აცხადებდა თანხმობას ასეთ საკითხებზე. ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ბოლო სხდომაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკების განახლების წინააღმდეგი არ იყო. მინდა ვთქვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ბევრჯერ დავაფიქსირე. ჩემსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მე ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არასდროს არ შემიცვლია. როგორც უკვე ვთქვი, მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა იმისათვის, რომ პოლონეთი ევროკავშირში მიიღეს. პოლონეთი დიდ სარგებელს იღებს ევროკავშირის წევრობიდან. ჩვენ ვნახეთ სწრაფი პროგრესი პოლონეთში, რაც ევროკავშირის წყალობით მოხდა. ვფიქრობ, ჩვენ პოლონურ გამოცდილებას, რომელსაც ძველი კომუნისტური წყობა ახსოვს, ამ საკითხების წინააღმდეგ იბრძვის. ისინი ამბობენ, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა. წელიწადნახევრის წინათ ჩვენ პირველად შევხვდით ენერგოსამიტზე. ჟურნალისტები მაშინ ამბობდნენ, რომ ეს შეხვედარა წარუმატებელი იყო. შემდეგ შეხვედრები გვქონდა ჯერ ევროკავშირში, შემდეგ ბაქოში. იყო სკეპტიკური მიდგომები. რამდენიმე დღის წინ ბაქოში ვიყავით და მაშინ უკვე ჟურნალისტებმა თქვეს, რომ კრაკოვოს შეხვედრა წარმატებული იყო. თუმცა ამის მიუხედავად, იმის მიზანი, რაც საქართველოში ხდება არის ის, რომ ბოლო მოუღონ კრაკოვოს ინიციატივას. ევროკავშირი და ბევრი სახელმწიფო ამ მიღწევებს მხარს უჭერს. არის ბევრი პროექტი და იდეა, რომლებიც ევროპისაკენ გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებას უკავშირდება. პოლონეთის შიდა ურთიერთობაზე არ ვისაუბრებ, ეს ყველასათვის ნათელია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)