Google+

რელიზები

20.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ბათუმში ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ბათუმის კინოთეატრში შეკრებილ ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს. ჩვენი შეხვედრა გარკვეულწილად ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან არის დაკავშირებული. როდესაც სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები, ბუნებრივია, თქვენს აზრს, თქვენს მხარდაჭერას და თუნდაც კრიტიკულ მოსაზრებას, დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს სიმდიდრეს - კულტურულ ფასეულობებს, შენახვა და გაფრთხილება სჭირდება",- მიმართა ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე იმსჯელეს ბათუმში უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, ქალაქში დიდი საგამოფენო დარბაზისა და დიდი საკონცერტო დარბაზის აგების საჭიროებაზე, მხატვართა კავშირისთვის შენობის შენარჩუნებაზე და მის დაფინანსებაზე, ბათუმის დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფაზე აჭარის მაღალმთიანი რაიონებისთვის, რათა მოსახლეობამ მოახერხოს ბათუმში კულტურულ ღონისძიებაზე შეუფერხებლად დასწრება.

სახელმწიფოს წინაშე არსებულ მთავარ ამოცანებზე საუბრისას ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა პსაპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, სამართლიანად და გამჭვირვალედ. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ 5 იანვარს არ იპასიუროთ და ყველანი მოხვიდეთ არჩევნებზე. ჩვენი შეხვედრები მიმართულია იმისაკენ, რომ კარგად გავიგოთ, თუ რა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. მსგავსი კომუნიკაცია საჭიროა არჩევნების პროცესშიც და განსაკუთრებით, ამ პროცესის შემდეგ",-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)