Google+

რელიზები

31.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ სახელმწიფო დაცვის რიგითები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი პიროვნული მამაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა დასამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის თანამშრომლები, სახელმწიფო დაცვის რიგითები, რამინ ბართაია და გიორგი ხარაიშვილი მედლით „მხედრული მამაცობისათვის" დააჯილდოვა.

„ვამაყობ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთი ახალგაზრდები გვყავს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ადამიანური და სამოქალაქო გმირობისთვის. ამ ახალგაზრდებმა მართლაც გასაოცარი ვაჟკაცობა გამოიჩინეს და როდესაც ჩვენ ასეთ გმირობას სრულიად მოულოდნელ ვითარებაში აღმოვაჩენთ, კიდევ უფრო გვიმტკიცდება რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა წელგამართული იქნება, რომ ჩვენ აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც დავიბრუნებთ და ღირსეულ საქართველოს ავაშენებთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სახელმწიფო დაცვის რიგითებმა რამდენიმე დღის წინ, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში აღმოჩენილი ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)