Google+

რელიზები

08.01.2008
ესტონეთის პარლამენტის სპიკერი ენე ერგმა საქართველოში გამართულ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ბურჯანაძესა ესტონეთის პარლამენტის („რიიგიკოგუ") სპიკერს, ენე ერგმას შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. ენე ერგმამ ნინო ბურჯანაძეს ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად გამართვა მიულოცა და საქართველოს დემოკრატიის გზაზე შემდგომი წარმატებები უსურვა.

ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას ხელს შეუწყობს და განამტკიცებს სახელმწიფოს სტაბილურობას და ძლიერებას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)