Google+

რელიზები

01.02.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგინა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი მინისტრი დავით ბაქრაძე წარადგინა. მინისტრის წარდგენას საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილიც ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილმა გელა ბეჟუაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობისთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, გელა ბეჟუაშვილი თანამდებობებზე პრობლემურ დაწესებულებებში ინიშნებოდა.

„გელას ბედი ასეთია, მიმყავს იმ უწყებებში, სადაც არსებობს სერიოზული პრობლემები. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი თავდაცვის სამინისტროს განვითარებას, შემდეგ ააწყო უშიშროების საბჭო. უშიშროების საბჭო კლასიკური სახით საქართველოში არ არსებობდა. რაღა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგები ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში' - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრზე დავით ბაქრაძეზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი დადებითად დაახასიათა და ურჩია, კარგად შეიგნოს ქვეყნის რთული მდგომარეობა და ყველაფერი მოაგვაროს.

„ახალბედა არც დათო არ არის. იგი მრავალი წელია მუშაობს და რაც მთავარია, იცის სწორი მუშაობა. მინდა ვთქვა და ყველას გავაგებინო, რომ საქართველო ძალიან, ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ მსჯელობა, რამაც შესაძლოა საკმაოდ სერიოზული ქარიშხალი და შტორმი მოგვიტანოს. თუმცა, როცა სწორად გვიმუშავია, საქართველო ყოველთვის გამოსულა მძიმე მდგომარეობიდან. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ჯარისკაცები წინა ხაზზე და უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საგარეო უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებზე. მისი ინფორმაციით, სამინისტროში შეიქმნება რუსეთის დეპარტამენტი, რომლის დავალებაც იქნება მუშაობა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)