Google+

რელიზები

14.02.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოსოვოს დამოუკიდელობის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

"18 თებერვალს დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები აპირებენ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სეპარატისტულ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში დღესაც გაიჟღერა კონკრეტულმა განცხადებებმა . იმ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელიც სეპარატისტების კონტროლის ქვეშ არის. ბოლო თვეებსა და კვირეებში ჩვენი რუსი კოლეგებისაგან პოზიტიური სიგნალები გვაქვს. მე მქონდა შეხვედრები რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და ჩვენ მივაღწიეთ თანხმობას საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. ქართული ეკონომიკური დელეგაციის რუსეთში ჩასვლასა და ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლებაზეც. ჩვენ მივიღეთ წინასწარი დასტური რუსეთისაგან იმის თაობაზე, რომ რუსეთი მზად არის საქართველო- რუსეთის საზღვარზე ერთობლივი საბაჟო პუნქტები გახსნას, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებშიც. ეს ხსნის დაბრკოლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ. თუმცა ამ პოზიტიურ სიგნალთან ერთად გვესმის საგანგაშო სიგნალები აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით. მინდა ყველას კარგად ესმოდეს - აქ საუბრია არა მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს შორის გარიგებაზე, არამედ საუბარია ჩემს ქვეყანაზე. საქართველოს ხელშეუხებელ მიწებსა და ტერიტორიებზე. ქართველმა ხალხმა ეს შეინარჩუნა ათასწლეულების განმავლობაში. მე არასოდეს არ დაუშვებ, რომ რომელიმე ძლიერმა მხარემ ხელი აღმართოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. მინდა ჩემი ხმა ყველამ გაიგოს. ქართველი ხალხი არ დაუშვებს საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე ხელის აღმართვას. ჩვენ ვდგებით ისტორიის გადამწყვეტ მომენტში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროპისათვის და საქართველოსთვის. საქართველოს აღარ აქვს გასაცემი ტერიტორია და დასაკარგი მიწა. კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს არის ჩემი ძალიან გულღია და მეგობრული გაფრთხილება ყველასადმი" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)