Google+

რელიზები

18.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს შეხვდა

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ორთაჭალის ცნობილი საპყრობილე დაინგრევა და მის ადგილას თანამედროვე სტარნდარტებით აღჭურვილი დაწესებულება აშენდება. მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ პატიმრების შეწყალებაზეც იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, შესაწყალებელთა სია კიდევ ერთხელ გადაიხედება. „ჩვენ ბევრად უფრო ფართოდ უნდა გამოვიყენოთ ვადამდელი განთავისუფლება ისე, რომ საზოგადოება არ დავაზიანოთ,. ჩვენ გვესაჭიროება კონცენტრაცია იმისათვის, რომ ციხიდან გამოშვების შემდეგ ეს პატიმრები საზოგადოებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. უნდა მოხდეს საზოგადოებასთან მათი ადაპტირება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ციხეში ადამიანი არ სწორდება. ამიტომ უნდა გამოვყოთ თანხა, რათა ამ ადამიანებს მივცეთ ელემენტარული პროფესია. ციხიდან შრომით ბაზარზე ადამიანი უნდა გადიოდეს მომზადებული, ისე როგორც არასწრულოვნებისათვის განათლების საკითხი უნდა მოვაგვაროთ." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ორთაჭალა ძალიან ძველი ციხეა და არ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, რაც მინიმალური ადამიანური პირობების შექმნას ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ადამიანების გადანაწილება სხვა ციხეებში. „ამ ციხესთან დაკავშირებულია ბევრი ისტორიული უსამართლობა. ეს არის ციხე, სადაც ხალხს ხვრეტდნენ. ორმოცდაათი დღის თავზე სიმბოლური ნაბიჯი იქნება ის, რომ ორთაჭალის იზოლატორი განთავისუფლდება და საბოლოოდ დაინგრევა. ჩვენ უახლოეს კვირეებში ორთაჭალის იზოლატორი უნდა აღვგავოთ მიწისაგან პირისა და პატიმრები უკეეთეს პირობებში გადავიყვანოთ" -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა ნიკა გვარამიას ინიციატივა პასპორტების ადგილზე აღების შესახებ. დღეიდან ამ საკითხზე მობილური ჯგუფები იმუშავებენ. მათ, ვინც ქალაქში ჩასვლს ვერ ახერხებს, პირადობის მოწმობებს ადგილზე მიუტანენ. მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვალების ცნობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები გააპროტესტა. „ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს პასპორტები. ჩვენი ამოცანაა სოფლების პასპორტირება. თუ ისინი ვერ ჩამოდიან ჩვენთან, ჩვენ უნდა ჩავიდეთ მათთან. მთავრობა უნდა მოემსახუროს მათ ადგილზე. ჩვენ დიდი ზარ -ზეიმით უფასო გავხადეთ დაბადების მოწმობის აღება. ახლა როგორც ირკვევა, მთელი რიგი სერიოზული ბიუროკრატიული პრობლემებია შექმნილი გარდაცვალების ცნობის აღებასთან დაკავშირებთ. როცა ვსაუბრობთ ღარიბ და დაუველ მოსახლეობაზე, მათი უმეტესობა ამ ცნობას არ იღებს, ადამიანი, რომელიც ისედაც დიდ სტრეს იღებს, ჩვენ ვაიძულებთ გაურკვეველი პროცედურების გავლას. დაუყონებლივ ჯანმრთელობის სამინისტროსთნ ერთად ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოფხვრათ როგორც გადასახადის, ისე პროცედურების გამარტივების თვალსაზრისითაც. ერთი რამ არ მესმის კიდევ. ჯანდაცვის სფერომ თუ ადამიანს ვერ უმკურნალა და ვერ გადაარჩინა, გარდაცვალების ცნობის აღებაში ფულს როგორღა ართმევს? ეს არის ამორალური და ერთელ და სამუდამოდ ასეთი საკითხები უნდა აღმოიფხვრას და გადაწყდეს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)