Google+

რელიზები

21.02.2008
მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა

რუსეთის პრეზიდენტის "ნოვო ოგარიოვოს" რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. მას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, მისი მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, გელა ბეჟუაშვილი ესწრებოდნენ.

პრეზიდენტების შეხვედრისას განცხადებები საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე გაკეთდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება გადალახულია. მისივე თქმით, მიღწეულია შეთანხმება ქართული ავიაკომპანიების დავალიანებების გადახდასთან დაკავშირებით. საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საუბრისას საქართველოს ლიდერმა არანორმალური უწოდა სიტუაციას, როდესაც თბილისიდან მოსკოვში პირდაპირი რეისები არ იყო. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარეს შორის მოლაპარაკებებში ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებითაც პროგრესი იქნება. "საკითხი - წმინდად ფსიქოლოგიურია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტებს - ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვთ.

ამის შესახებ ორი სახელმწიფოს მეთაურებმა შეხვედრისას განაცხადეს.

"ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ თქვენს განცხადებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ხელმძღვანელობა განწყობილია, რომ რუსეთთან ურთიერთობები განავითაროს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, შევეცდებით იგივეთი გიპასუხოთ", - განაცხადა პუტინმა სააკშვილთან შეხვედრის დასაწყისში.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა: "ჩვენ ვალდებულები ვართ დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობები, გადავლახოთ ყველა სირთულე, რომელიც წარსულში გვქონდა... იმედი მაქვს, შევძლებთ იმ კეთილი ტენდენციების აღდგენას, რომელიც ჩემი პირველი ვადის დროს აღინიშნებოდა და თუ არ დავიწყებთ სუფთა ფურცლიდან, შევძლოთ, ამ ურთიერთობებისთვის ახალი ენერგიის და სულისკვეთების მიცემა. ჩვენ ყველანი ამისთვის ვართ განწყობილები და ამის იმედი გვაქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გამოტყდა, რომ მოხარულია მოსკოვში სამიტზე ჩასვლით, სადაც ვლადიმერ პუტინისთვის პრეზიდენტის რანგში თანამეგობრობის ლიდერთა ბოლო შეხვედრები გაიმართება. "მე არ მინდოდა ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინი თბილისში კიდევ ერთხელ დაპატიჟა. ამჯერად მან იმედი გამოთქვა, რომ პუტინი თბილისში როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ჩამოვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)