Google+

რელიზები

27.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაღაფშს დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ურჩევს

გუშინ ენგურთან ტელეკომპანია "მზის" უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას სოხუმის იზოლატორიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.

"ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, სოხუმის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორში მიმდინარეობს ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტის არა მარტო დაკითხვა, არამედ წამება.

მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფშს და კარგად მომისმინოს მისთვის ძალზე კარგად გასაგებ ქართულ ენაზე: ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას წამების შეწყვეტისა და დაჭერილი, მოტაცებული ჟურნალისტის გათავისუფლების შესახებ, ან მე, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პოლიციას მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას გაათავისუფლოს ბასილაია სოხუმში.

ახლა არჩევანი არის ბაღაფშზეა და არა ჩვენზე. ამას გაკეთებას ვითხოვ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და გადადების გარეშე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)