Google+

რელიზები

01.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი გურიის რეგიონს სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის რაიონს ესტუმრა და ოზურგეთელების პრობლემები თავად მოისმინა. საქართველოს პრეზიდენტისაგან ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გამგებლებმა მოუგვარებელი პრობლემების გამო შენიშვნები და დავალებები მიიღეს. „ ბევრი სხვა სოციალური საკითხი, რომელიც გურიაში იყო გადასაწყვეტი, პრაქტიკულად, ხელისუფლების პასიურობის გამო გაყინული იყო. ხალხი ვერ გრძნობდა, რომ შეეძლო მისვლა მთავრობასთან და მისგან დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ჩვენი ამოცანაა, ხალხმა იცოდეს, რომ მთავარობა ხალხის არის. მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ სიღარიბე ყველამ ერთად დავძლიოთ. მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ სამუშაო ადგილები შექმნას. მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ უსამართლობის განცდა არ ჰქონდეს არცერთ მოქალაქეს. მთავრობა არის იმისათვის, რომ ხალხს ემსახუროს და არა პირიქით. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად გაგიზრდით მოქმედების თავისუფლებას, მოგცემთ ბიუჯეტს და მეტ ძალაუფლებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოახმაროთ ხალხს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გურიაში სოფელ დვაბზუში თიხის გადამამუშავებული საწარმო თავად მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, შემდეგ კი, ოზურგეთის ჩაის ფაბრიკაც დაათავლიერია.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი ვაშალომიძის ოჯახს გურიის გუბერანტორთან ერთად ესტუმრა. მათ მასპინძლობას 86 წლის ქალბატონი უწევდა. ვაშალომიძის ოჯახში საუბარი უმუშევრობას, სოციალურ და ჯანმრთელობის პრობლემებს შეეხო.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში ახლადაშენებულ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ესტუმრა. ამ ეკლესიის ეზოში დაკრძალულია ეროვნული გმირი - ცხინვალში დაღუპული ზაზა დამენია. მიხეილ სააკაშვილი ზაზა დამენიას დედასაც შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)