Google+

რელიზები

03.03.2008
მიხეილ სააკაშვილმა სოფიკო ჭიაურელის დაკრძალავის ორგანიზებისათვის სახელმწიფო კომისია შექმნა

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ქართველი მსახიობისა და ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწის სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა:

"სოფიკო ჭიაურელი არამარტო ბრწყინვალე მსახიობი, არამედ დიდი ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე და უბრალოდ კარგი ადამიანი იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს და მსურს აღვნიშნო, რომ ეს დიდი დანაკარგია ქართული კულტურისათვის, ქართული საზოგადოებრიობისათვის და მთლიანად საქართველოსათვის. მე შევქმენი სახელმწიფო კომისია, რომელსაც სათავეში, ჩემი თხოვნით, ნინო ბურჯანაძე ჩაუდგება. ეს კომისია სოფიკო ჭიაურელის დაკრძალვის ორგანიზებას უზრუნველყოფს, რათა ამ ძალზე მნიშვნელოვანი ქართველის ღვაწლი საზოგადოების წინაშე, სათანადოდ აღინიშნოს".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)