Google+

რელიზები

06.03.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტები ზუგდიდში მოინახულა

დღეს ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტები მალხაზ ბასილაია და დავით წოწორია მოინახულა, რომლებიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დღეს გაათავისუფლა. მიხეილ სააკაშვილმა მათან საუბრისას აღნიშნა, რომ ამგვარი შემთხვევა და ქართველთა ტყვეობა აღარ განმეორდება.

"ეს ბიჭები მართლაც ძალზე ღირსეულად მოიქცნენ. ბანდიტებს, რომლებმაც ისინი დააკავეს, სურდათ, რომ მათ დანაშაული ეღიარებინათ და ბოდიში მოეხადათ, რათა რაღაც სახელმწიფო საზღვარი დაფიქსირებულიყო. თუმცა, საჯაროდაც, იმ გაურკვეველი წარმომავლობის ვითომ გამომძიებლებთან საუბრისას, ამ ახალგაზრდებმა ქართველის ადამიანის ღირსება და ძლიერება აჩვენეს. ეს არის მთავარი, რაც დავინახეთ და ეს არის ის, რაც მთელი საქართველოსთვის არის დიდი იმედი... სირცხვილია, რომ ვიღაცამ რაღაც ხაზი გაავლო ენგურზე. საქართველოს საზღვარი სად გადის, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამათი მსგავსი ბიჭებით შევძლებთ ბოლომდე მისვლას. მსურს გულწრფელად გადაგიხადოთ მადლობა იმისათვის, რომ ხართ, მუშაობთ და სხვას აძლევთ მაგალითს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)